მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
"ქართული ოცნება" 3300-მა ახალგაზრდამ დატოვა

კოალიცია "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდები მასობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა ალექსანდრე კობაიძემ, იაგო წიტაიშვილმა და ნიკა მემანიშვილმა გააკეთეს.
მათი თქმით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით კოალიციის რიგები 3300 ახალგაზრდამ დატოვა.
- კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დამოკიდებულება მათი ახალგაზრდული ფრთის მიმართ თავიდანვე არასწორი იყო. თავიდანვე ეს ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ თანხები, რომლებიც მათთვის იყო გამოყოფილი, არასწორად გადანაწილდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თავიანთ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი. მხოლოდ ბოლო შემთხვევაზე მოგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას შეხვდა. კუს ტბაზე სადაც შეხვედრების შემდეგ კონცერტი გაიმართა კონცერტის დასრულების შემდეგ, ღამის პირველ საათზე, ეს ახალგაზრდები ფეხით გამოუშვეს, კონცერტის შემდეგ დაახლოებით 1000-მდე ახალგაზრდას ქალაქის ცენტრამდე ფეხით ჩამოსვლა მოუწია. ვისაც ფული არ ჰქონდა, კუს ტბიდან გლდანამდე ჩავიდა, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ნიკა მემანიშვილი:
- კოალიციის მიმართ ახალგაზრდების უკმაყოფილება ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეინიშნებოდა. დღეისთვის "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ შტაბებში იმ ადამიანებიდან, ვინც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სანაგვეზე გასასტუმრებლად იბრძოლა მხოლოდ 5% დარჩენილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდას უსამართლობაზე განსაკუთრებული პროტესტის გრძნობა უჩნდება, ეს გასაკვირი არაა. უკმაყოფილების ერთადერთი მიზეზი ის გახდა, რომ შტაბებიდან სისტემატურად ქრებოდა მათი კვებისთვის თუ სხვა საჭიროებებისთვის განკუთვნილი თანხები. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, სხვადასხვა ღონისძიებების დროს რეგიონებში გადაადგილებისთვის ას კილომეტრზე გათვალისწინებული იყო ათი ლიტრი ბენზინის ფული, მაგრამ შტაბებში რვა ლიტრი რიგდებოდა და ორი ლიტრი სადღაც ქრებოდა. ეს ერთეული შემთხვევა არაა და სანამ ბიძინა ივანიშვილი ტკბილ სიზმრებშია, გარკვეული ადამიანები მისი ფულით საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ. რაც შეეხება კუს ტბაზე გამართულ კონცერტს, ახალგაზრდებს არ მოეწონათ გიორგი მარგველაშვილის უცნაური განცხადება, ყველა ახალგაზრდას დავიმახსოვრებ და ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში შესაბამის პატივს ვცემო. ანუ ვიცი, რომ ახალგაზრდების ნაწილმა კოალიცია დატოვა, მაგრამ ახლა ვინც გვერდით დამიდგება, ამაგს არ დავუვიწყებო. სწორედ ამ დღეს მოხდა ის ამაზრზენი ფაქტიც, რომელმაც ახალგაზრდების განსაკუთრებული განაწყენება გამოიწვია. კონცერტზე დასწრების მსურველ ახალგაზრდებს გადაუნაწილეს კუს ტბის ასახვევამდე ტაქსებით მისასვლელი თანხა და აქედან დანიშნულების ადგილებამდე სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაიყვანეს, თუმცა არავინ დაინტერესებულა, იქიდან რით წამოვიდოდნენ. "ქართული ოცნება" 3300-მა ახალგაზრდამ დატოვა




fs22cf3

ავტორი: fs22 შორენა გონგლაძე


კალენდარი
მარტი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
17
24
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი