მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
რატომ ხდება თამაზაშვილის საჩივრის განხილვა დაჩქარებული წესით?!

სამართლიანობის აღდგენის პროცესს რომ სერიოზული ხარვეზები აქვს, ამაზე დღეს უკვე ბევრი ლაპარაკობს. თუმცა საზოგადოების ნაწილში კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებთან, მათ ახლობლებთან დაკავშირებული საქმეები, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად მიიწევს წინ.
ამ ნიშნით განსაკუთრებით ხმაურიანად გამოიყურება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმე, რომელზე ბრალდებულებსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ჩვენ დავუკავშირდიღ თამაზ თამაზაშვილის ადვოკატ ლილი გელაშვილს და ვთხოვეთ განემარტა, რატომ მოხდა, რომ დაჩქარებული წესით ხდება თამაზაშვილის საჩივრის განხილვა და ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა, ფაქტობრივად, თამაზაშვილის საქმით დაიწყო.
- ქალბატონო ლილი, როგორ შეაფასებდით სამართლიანობის აღდგენის პროცესს და რამდენად სამართლიანია იმ ადამიანების პრეტენზიები, ვინც ამბობს, რომ მმართველი კოალიციის წევრები თავიანთი ახლობლების და ნათესავების უფლებების და ინტერესების დაცვა-აღდგენაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე რიგითი მოქალაქეების, ვინც ეს ხელისუფლება მოიყვანა.
- იცით რა არის, მე ვხვდები თქვენი კითხვის არსს, საით მიგყავთ საუბარი, მაგრამ მე ამ თვალსაზრისს ვერ მივიღებ, რომ ხელისუფფლების ხელმძღვანელი პირები მხოლოდ თავიანთი ოჯახის წევრების და ახლობლების უფლეების დაცვაზე ზრუნავენ. მაშინ მე დავსვამ კონტრ-შეკითხვას: სხვა რომელი საქმე იცით, რომელიც იქნა გამოძიებული ხელისუფლების წარმომადგენლების და მთავრობის წევრთა ოჯახის წევრების მიმართ ან შეწყდა წარმოებული დევნა?! სხვა რომელი საქმეა გამოძიებული? ამიტომ ვხვდები, რომ მხოლოდ თამაზ თამაზაშვილის საქმეზეა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი. მესმის, რომ საზოგადოებაში ეს განცდაა და ისიც კარგად მესმის, რატომაც არის. ამ ადამიანებისაც მესმის და ვუთანაგრძნობ. იმიტომ, რომ ჩვენ განყენებულად არა ვართ ამ საზოგადოებისაგან და ჩვენ დანარჩენი საზოგადოების ადვოკატებიც ვართ. მე კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა თამაზ თამაზაშვილის საქმისა, ძალიან ბევრი საჩივარი მაქვს პროკურატურაში შეტანილი სხვა პირთა უფლებების აღდგენის, სამართლიანობის აღდგენისა და უფლებების დაცვის მიზნით. მაგრამ დღემდე მთელ რიგ საქმეებზე შედეგი არ არის დამდგარი. შესაბამისად, მე ხალხის ამგვარ დამოკიდებულებას ვუერთდები, მაგრამ თუკი თამაზაშვილის საქმეზე იტყვიან, მხოლოდ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის საქმე გამოიძიესო, ეს სამართლიანი არ იქნება.
- რატომ მიდის თამაზაშვილის საქმის გამოძიების პროცესი სხვებთან შედარებით უფრო აქტიურად?
- აქტიურად მიდის მხოლოდ ერთი ნიშნით, კარგია, რომ ამის განმარტების საშუალება მომეცით. მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივრებიდან, რომელთა შორისაც არის საჩივრები გახმაურებულ საქმეებზე, უმრავლეს შემთხვევაში, შედეგი ვერ დადგა იმიტომ, რომ ეს იყო გარკვეულ დროში გაწელილი პროცესი და თანაც, მთელ რიგ საქმეებზე, მტკიცებულებები უკვე განადგურებული იყო. მე არ ვამართლებ, მაგრამ ვუგებ პროკურატურას, როდესაც ზოგიერთ საქმეზე ბოლომდე ვერ მოხდა საქმის გამოძიება და საბოლოო ეტაპამდე ვერ მიიყვანეს იმიტომ, რომ საქმის დაწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მთავარი. საქმე სასამართლოში რომ წავიდეს, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეიქმნას. კონკრეტულად, ჭირს ამ მტკიცებულებების მოპოვება ზოგან სუბიექტური, ზოგან ობიექტური მიზეზების გამო. უმრავლეს შემთხვევაში დროის დიდი ინტერვალის გამო, მოწმეების არარსებობის გამო და ა.შ. თამაზაშვილის საქმე მხოლოდ აი, ამ ნიშნით იქნა დაჩქარებული, რომ პრინციპში თვითონ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოს ეტაპზეც, როცა თამაზაშვილი და მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ბოლო დაკავებული იყო. ეს არის ის ადამიანი, რომელიც დაკავებული იქნა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის მერე. მას ბრალი წარედგინა 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. პრინციპში, ეს ადამიანი გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ. ყველა მტკიცებულება, ყველა დარღვევა, რომელიც საქმეში იყო, ყველა უკანონობა, ფალსიფიცირება, ფაქტობრივად, სულ ახლახან იყო სააშკარაოზე გამოტანილი. ეს ყველაფერი ჩვენ სისხლის სამართლის საქმეში გვედო. სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღეს ახალი არაფერი თქმულა. იმ სასამართლოს უნდა გამოეტანა ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებამდეც დღეს გამოძიება მივიდა. თუმცა ეს არ ეხება თამაზ თამაზაშვილის განაჩენს. მოგვიანებით ვიტყვი, კიდევ რა პროცედურებია ჩასატარებელი შემდგომში ჩვენის მხრიდან. ის, რაც დღეს პროკურატურამ გამოიძია, ეს ყველაფერი შავით თეთრზე ჯერ კიდევ გუშინ იდო სისხლის სამართლის საქმეში. უბრალოდ, ამის ამოღება, დაკითხვა იმ ხალხის, ვინც ეს ჩაიდინა, რომლებიც უკვე ცოცხალი თავით უარყოფდნენ იმ უკანონობას.
- რას გულისხმობთ?
- მე ვგულისხმობ იმას, რომ თამაზაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობდა; რომ არ იყო ოპერატიული ინფორმაცია; რომ გამოძიების დაწყების ბარათი და პატაკი დაკავების შემდეგ შედგა, რითაც მოხდა დოკუმენტების ფალსიფიცირება. აი, ამ ყველაფერს ჩვენ 2011 წლის 11 ოქტომბრიდან ვდავობდით და ყველა ეს მტკიცებულება უკვე საქმეში იდო. უბრალოდ, როდესაც ამაზე კითხვას ვუსვამდი იმ დეტექტივ-გამომძიებელს, რომელმაც ეს საგამოძიებო მოქმდება ჩაატარა, აი, იმ რეჟიმში და იმ პირობებში ისინი ამას უარყოფდნენ. ეს მტკიცებულებები უკვე სახეზე იყო - არც წაშლილი იყო, არც - დაკარგული. უბრალოდ, ჩვენი საჩივრის შეტანის შემდეგ, როდესაც საქმის ხელახალი გამოძიება წამოვიწყეთ, ეს გამოძიებას თავისით არ დაუწყია, მინდა სრული კატეგორიულობით გითხრათ, რომ არ დაუწყია თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს მოხდა მხოლოდ ჩემი კონსულტაციის საფუძველზე. იმასაც გეტყვით, 1 ოქტომბერს იყო არჩევნები და ჩვენ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ ზამთარში. იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდი თვითონ თამაზაშვილი თავს იკავებდა, რომ მისი საქციელი სწორედ ამ ნიშნით არ ყოფილიყო ხალხის მიერ აღქმული. კიდევ იდგა მეორე საკითხი: თუ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავენ, და უკანონობაზე განგაშსს არ ატეხენ, სხვის უფლებებს დაიცავენ?! აი, სწორედ ჩემგან ასეთი კონსულტაციის შემდეგ მიღებულ იქნა ჩემსა და თამაზ თამაზაშვილს შორის გადაწყვეტილება, ირაკლი ღარიბაშვილი ან სხვა ვინმე აქ არ ჩარეულა, რომ მე შემეტანა საჩივარი და გამოაშკარავებულიყო ის ყველაფერი, რასაც სულ ცოტა ხნის წინ ვდავობდით.
- ანუ გინდოდათ თამაზაშვილის საქმე სამაგალითო ყოფილიყო?
- რა თქმა უნდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის. სასამართლო ეტაპი ახლა დაგვიდგა. ექვსი პოლიციელი, რომელიც თამაზაშვილის საქმეზე იყო დაკავებული ორი თვის წინ, მათ მიმართ თანამშრომლობის შედეგად პროკურატურა შევიდა სასამართლოში შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე და მათ მიერ დასახელებული სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უკვე გახმაურდა, მათაც მისცეს გამოძიებას ჩვენება, აღიარეს დანაშაული და შესაბამისად, მათ მიმართაც აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი დადგა. აი, მხოლოდ ეს განიხილა სასამართლომ. ჯერ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული და გამოძიება არ დასრულებულა. აქვე მინდა გითხრათ, რომ გენერალი თამაზაშვილი ამ საქმეში დაზარალებულია. სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაკავებული პირების, რამდენმე დღის წინ გათავისუფლებული პოლიციელების და გამომძიებლების მხრიდან თამაზაშვილის დაკავების მიმართ წარმოებულ უკანონობაზე, ანუ მათ ბრალზე უნდა იმსჯელოს. მათ მიმართ დამდგარი განაჩენი ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის იქნება საფუძველი - ახალი არსებითი გარემოება, რომ სასამართლოში შევიტანო საჩივარი და მოვითხოვო გაუქმდეს თამაზაშვილის მიმართ გაუქმდეს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება.
- დღეს როგორ მოქმედებს თამაზ თამაზაშვილი? მახსოვს, ის ჟურნალისტის წინააღმდეგაც გეგმავდა სარჩერლის შეტანას.
- თამაზაშვილს არავის მიმართ არ ჰქონია პირადი ბოღმა, თუნდაც იმის გამო, რომ უკანონოდ იყო დაპატიმრებული და სასჯელი საშინელ პირობებში მოიხადა. ის, როგორც გენერალ მაიორი, ე.წ. მატროსოვის ციხეშიც კი არ გადაიყვანეს. საზოგადოებას ახსოვს როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა თამაზაშვილი, ყოველდღიურად ხდებოდ ამისი სახელის დისკრედიტება. ყველაფერ ამის მიუხედავად, თამაზაშვილისთვის ერთი პრიორიტეტი გამოიკევთა: დადგენილიყო სამართლებრივად, რომ ის იყო უდანაშაულო, რომ იარაღი ჩაუდეს და რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის საფუძველი იყო. აი ეს უნდა დადგენილიყო, რის გამოც ის იყო დაკავებული და არა ის, რომ ისინი, ვინც მის მიმართ დანაშაული ჩაიდინა, კარგად ყოფილიყო დასჯილი. ანუ ვიმეორებ, არავის დასჯა მას არ უნდოდა, მას მხოლოდ სახელის რეაბილიტირება უნდოდა. მისი პრიორიტეტი იყო, რომ ხალხს გაეგო, რომ იარაღი ჩაუდეს და რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. კონტრ-შეკითხვას დავსვამ: თუ აქ ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერესები იკვეთებოდა, ეჭვი არ გეპარებათ, რომ თუ ღარიბაშვილი ასე იყო დაინტერესებული და თავის თანამდებობას იყენებდა თამაზაშვილის საქმეში, არ შეეძლო უფრო მკაცრად დაესაჯა ისინი, ვინც უკანონობა ჩაიდინა? მთელი სახელისუფლო მასმედია, მართლმსაჯულების ყველა ორგანო, პროკურატურით და სასამართლოთი დამთავრებული, მობილიზებული იყო მოეხდინა თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაცია.
- დაბოლოს, ქალბატონო ლილი, დღეს საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც საუბრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. როგორც ადვოკატი, როგორც იურისტი იზიარებთ ამ პოზიციას? მართლაც პოლიტიკური ინტერესების განხორციელების გარეშე მუშაობს დღეს მოსამართლეთა კორპუსი?
- სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, სასამართლო დამოუკიდებელია პროკურატურისგან. გახსოვთ, ადრე პროკურორი რა შუამდგომლობითაც არ უნდა შესულიყო, სასამართლო უმტკიცებდა. დღეს პროკურატურა ნამდვილად არ ერევა სასამართლოს საქმეებში და ნამდვილად არ აძლევს დირექტივას. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი: არის თუ არა ეს სასამართლო სამართლიანი სასამართლო? მართალია დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, გუშინ კი იგივე სასამართლო აპრიორი უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა. შესაბამისად დღეს იგივე მოსამართლეები ვერ იქნებიან სამართლიანი.














fs22cf3

ავტორი: fs22


კალენდარი
ივლისი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი