მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
"ბარამბოს" საწყობიდან ვადაგასული არომატიზატორი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში მოღვაწე მწარმოებლები კარგა ხანია გააფრთხილა იმის შესახებ, რომ მზად უნდა ყოფილიყვნენ როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური შემოწმებისათვის. ამჯერად სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გეგმური ინსპექტირებისათვის ბევრი მომხმარებლისათვის საყვარელ კომპანია "ბარამბოს" ეწვივნენ, რომლის საწყობიდან 25-ლიტრიანი 48 კასრი დანიური წარმოების ვადაგასული არომატიზატორი, საკვებდანამატი ამოიღეს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ნაყინის წარმოებაში.
აღნიშნული პროდუქცია ვადაგასული იყო - ვარგისიანობის ვადა 2011 წელს ამოეწურა და, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურებას ექვემდებარება. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ამოღებული პროდუქცია დალუქეს და უახლოეს დღეებში გაანადგურებენ.
კომპანია "ბარამბო" საწყობიდან ვადაგასული არომატიზატორის ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მაშინვე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ის ტკბილეულის მწარმოებელი, ხარისხზე ორიენტირებული, "აისო" სერტიფიკატის მფლობელი ბრენდია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. საწარმოში მუდმივად ხდება ნედლეულის ვადიანობის მონიტორინგი. რაც შეეხება "ბარამბოს" საწყობიდან სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ ამოღებულ გერმანული წარმოების ვადაგასულ არომატიზატორს, მის დიდ ნაწილს ვადა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაუვიდა. საწყობში გამოყოფილია ადგილი სპეციალურად ვადაგასული ნედლეულისთვის, სადაც ხდება ვადაგასული საკვებდანამატების დაგროვება, რადგან მათი ჩამოწერა გარკვეულ პროცედურებსა და დროს მოითხოვს. შესაბამისად, საწარმოში ვადაგასული ნედლეულის განადგურება პერიოდულად ხორციელდება. კომპანია "ბარამბომ" ზემოთ აღნიშნულ თემაზე ოფიციალური წერილი გაგზავნა შემოსავლების სამსახურშიც, რათა შესაბამისი პროცედურების დაცვით მომხდარიყო განადგურება. კომპანია "ბარამბო" არის უმაღლესი ხარისხის ქართული ტკბილეულის მწარმოებელი და არასდროს დაუშვებს რაიმე სახის, ვადაგასული დანამატით აწარმოოს პროდუქცია, საფრთხე შეუქმნას და დაკარგოს ის უამრავი ლოიალური მომხმარებელი, რომელიც დაარსების დღიდან ენდობა ჩვენს ხარისხს. ინფორმაციისთვის, კომპანიის პარტნიორია ისეთი მსოფლიო ბრენდი, როგორიც არის "ბარი კალებაუტი" და სხვა მრავალი ლიდერი ნედლეულის მსოფლიო მომწოდებლები სხვადასხვა მიმართულებით, - აცხადებენ კომპანიაში.
2013 წლის იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გეგმური ინსპექტირება განხორციელდა 365 საწარმოში. პროფილის მიხედვით შემოწმდა ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო; საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მარკეტები, საკონდიტროები, ნაყინის წარმოება, მზა კერძები და ასე შემდეგ. გეგმური ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობა ორ ბიზნესოპერატორთან, საკონდიტრო და აგრარულ ბაზარში აღმოჩნდა, რომლებიც დაჯარიმდნენ ათას-ათასი ლარით და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
რაც შეეხება არაგეგმურ ინსპექტირებას, იანვრიდან ივნისის ჩათვლით 110 საწარმოში განხორციელდა და კრიტიკული შეუსაბამობა სამ ბიზნესოპერატორთან აღმოჩნდა. მიცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით გადამოწმდა 361 საწარმო. მათგან რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 136 ბიზნესოპერატორი და მიეცა ახალი გონივრული ვადა.
მოკლედ, სურსათის ეროვნული სააგენტო მანამდე არ "მოასვენებს" მეწარმეებსა და ბიზნესოპერატორებს, ვიდრე მისაღებ პირობებს არ შექმნიან და მომხმარებელთა უფლებებს მაქსიმალურად არ დაიცავენ.








fs22cf3

ავტორი: fs22


კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
14
20
21
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი