მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
ნოდარ გრიგალაშვილი: "არაკაცების პასუხად"

სსრკ-ს არსებობის დროში ჭორების გავრცელების სპეც. განყოფილება არსებობდა, რომელიც დაკავებული იყო ამაზრზენი კომპრომატების გავრცელებით იმ რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ. ეს "სახელოვანი" ტრადიცია დღესაც გრძელდება. ინფორმაციის მომრავლების საშუალებებს და, განსაკუთრებით, ყვითლად მორაკრაკე "წყაროებს" თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ეს პატარა საქართველო სამყაროს ყველაზე დიდ ჭორბიუროდ არის გადაქცეული. ინტერნეტის მეოხებით ყოველ დილით მწყობრში დგება ავმოენეთა მთელი არმია. იგინება დიდი და პატარა, ქალი და კაცი, საქართველო იგინება. ტყუილი და ცილისწამება ლამის ნორმად და ცხოვრების ჩეულებრივ წესად იქცა. ამ მხრივ, შეუდარებელია ღვაწლი 80 წელს გადაცილებული ძველი ბოლშევიკის, ძველი სუკის ნომრიანი აგენტის, ერთკაციანი აკადემიის "აკადემიკოსის" იაკობ (იაშა) ახუაშვილისა. ამ ახუაშვილმა, რაღაც კომპლექსით შეპყრობილმა, ლამის არის მთელი ქართველობა ან ნასომხარად, ან ნაოსარად გამოაცხადოს.
რაც პოლიტიკაში შევდგი ფეხი, მას შემდეგ ჩემ შესახებ ბევრი ჭორი მსმენია, მაგრამ გრიგალაშვილი ქართველი არ არისო, ასეთ ჭორს, თვით ილია ჭავჭავაძის დიდი "მოსიყვარულის", თუმცა, ახლახან ილიას მკვლელთა პარტიაში შეშტრიკინებულ გურამ ყორანაშვილის თავშიც კი არ გაუთენებია ღამე. არადა, ამ ახუაშვილმა, რამდენიმე წლის წინათ, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად,მეც ამომშალა ქართველობის სიიდან. ჯერ სომხად გამომაცხადა, მერმე ოსად.
თავისთავად, არც სომხობაა დასაწუნი , არც ოსობა და არც იაკუტიელობა. არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები. არსებობენ კარგი, ცუდი და ძაღლთაპირი ადამიანები, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ყოველ ნორმალურ ადამიანს თავისი ერის შვილობა ეამაყება. სამი რამ არ არის არჩევანის საგანი,-ტკბილი ნუგბარივით რომ შეირჩიო,-სამშობლო, ეროვნება და სქესი.
სამშობლო, ეროვნება და სქესი ჩვენი არჩევანი კი არა, ჩვენი ბედისწერაა, რაც წერა-მწერალმა ჩვენს გაჩენამდე მოგვაკუთვნა. ვინც აქ არჩევანს აკეთებს, ის ბუნების წინააღმდეგ მიდის, რისი საფუძველიც ამა თუ იმ სახის კომპლექსი, გინა თუ ავადმყოფობაა.
მოკლედ, ახუაშვილმა გრიგალაშვილი ქართველობის სიიდან ამომრიცხა. მაშინ წავუყრუე ბერიკაცს, მაგრამ ამ დღეებში ეს აზრი ფეისბუკის საშუალებით ვინმე ზაზა გაბედავამ გაავრცელა. მე არ ვიცი ვინ არის ეს გაბედავა. ერთი კი ვუწყი, კაცი რომ მეორე კაცს უაპელაციოდ ცილს სწამებს და სხვის ჭორებს ავრცელებს, ის ადამის მოდგმისა არ არის, ის დარვინის თეორიის ხორციელი განსახიერებაა. მაიმუნებს უყვართ ძალიან სხვისი შეფურთხება.
მე არავისი შეურაცხყოფა არ მინდა, მაგრამ თქვე მართლა ძაღლთაპირებო,- ახუაშვილო და გაბედავა, ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ რას ერჩით ჩემს მშობლებს, ჩემს წინაპრებს, ჩემს შთამომავლობას? მე თუ ქართველი არ ვარ, ან წინაპარი ვინ გამოდის, ან შთამომავალი?
ვიცი, რომ საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ თქვენი სიის სხვა წევრებმა ითმინონ რამდენიც უნდათ. მე ჩემი წინაპრების ჯავრს, საქართველოსთვის რომ დალიეს სული, თქვენნაირ ჭორიკანა არსებებს ვერ შევაჭმევ. ან შენს შვილს რომ ყოველგვარი საბუთის გარეშე დაუწეროს ვინმემ, გაბედავა კი არა, ბაბაიანცი ხარო, ძალიან გაიხარებ, ამხანაგო გაბედავა?
საბუთზე გამახსენდა. როცა ახუაშვილს ჰკითხა გაზეთის კორესპონდენტმა, რა იცი, რა საბუთი გაქვს, გრიგალაშვილი რომ ქართველი არ არისო, სუკის ამ ნომრიანმა აგენტმა,ქვას რომ გახეთქავდა ისეთი პასუხი გასცა-ეს თავად ნოდარმა იცისო.
მე რაც ვიცი, ახლავე მოგახსენებთ:
მამაჩემი იყო ოთარ გრიგალაშვილი.
პაპაჩემი იყო იასონ გრიგალაშვილი.
პაპის მამა იყო ანტონ გრიგალაშვილი.
პაპის პაპა იყო დავით გრიგალაშვილი.
ჩემი დიდი წინაპარი, საარქივო წყაროების მიხედვით, 1558 წელს სამცხიდან გადმოსახლდა იმერეთში, ძმებთან ერთად. ხელნაწერთა ინსტიტუციის არქივში არის წყარო, სადაც წერია მისი სახელიც - ნადირა გრიგალაშვილი. ეს ნადირა გრიგალაშვილი დაიღუპა ხმლით ხელში, საქართველოს მტერთან ბრძოლაში. XVIII საუკუნეში ნადირას შთამომავლები, აზნაური გრიგალაშვილები, იყვნენ სოლომონ მეფის ფიცის კაცები.
ჩემი დიდი პაპა, ანტონ გრიგალაშვილი, იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე.
ახლა, ჩემი სისხლის სხვა შენაკადებზე რა ვიცი, მამის მხრიდან?
დიდ ბაბუას, ანტონ გრიგალაშვილს, ცოლად ჰყავდა გელაშვილის ქალი (სოფ. ყვიბისი). მის შვილს, ანუ პაპაჩემს, იასონ გრიგალაშვილს, ცოლად ჰყავდა კაკაურიძის ქალი, სოფ. სვირიდან.
ბებიაჩემის, კაკაურიძის ქალის დედა იყო ეკატერინე მაჩიტიძე, სოფ. ობჩიდან.
ბებიაჩემის მამა, დავითი (დათიკო) კაკაურიძე დახვრიტეს ბოლშევიკებმა 1921 წელს, მარტში, საკუთარ სახლში, სოფ. სვირში.
იქნებ, დედის მხრიდან ვარ ახუაშვილი, ან ასეთი უბედურება?
დედაჩემი იყო ნოზაძის ქალი.
პაპაჩემი-დიმიტრი ნოზაძე (სოფ. წაბლოვანა).
პაპაჩემის მუღლე, ანუ ბებია, დედის მხრიდან, იყო ღონღაძის ქალი, სოფ. ქვიშხეთიდან.
პაპაჩემის, დიმიტრი ნოზაძის დედა (დიდი ბებია) იყო ქიმერიძის ქალი.
სამწუხაროდ, ამის იქით აღარ ვიცი.
არც ის ვიცი, რა ბინძური ტალახიდან მოზილა ღმერთმა ეს ახუაშვილი, ეს გაბედავა და მათი მსგავსი არსებანი, რომ ასეთი სიმყრალე შეუძლიათ აფრქვიონ მკვდარსა თუ ცოცხალს. ერთიც მინდა დავძინო, ქართველობა მარტო შთამომავლობით არ განისაზღვრება. ქართველობას ბიოლოგიურთან ერთად თვითშეგნების, ცნობიერების ერთობლიობა ქმნის. პირბოზი კაცები (რუსთაველის ეპითეტია), რომელთაც შეგნებულად შეუძლიათ მეორე ადამიანს ცილი დასწამონ, არც მკვდარი დაინდონ და არც შთამომავლობა, არათუ ქართველების, არც ერთი ერის კუთვნილებას არ წარმოადგენენ, უფრო მეტიც, ასეთ არსებებს ადამიანთა მოდგმაშიც არ მოისაზრებს ხალხის სიბრძნე და ამადაც გაჩნდა ქართულ ლექსიკონში სიტყვა არაკაცი.
ჩემი ბედიც ესა ყოფილა. რაღა ყველა არაკაცი მე უნდა გადამეყაროს, ამ ისედაც სვეგამწარებულ წუთისოფელში?
ბედის ირონია არ არის, რომ მე, ნოდარ გრიგალაშვილი ამ არაკაცებს იმას ვუმტკიცებდე, რომ ნამდვილად მე, ანუ ნოდარ გრიგალაშვილი ვარ. ეს პასუხიც ჩემი გვარის და მამა-პაპის ღირსების გამო დავწერე, თორემ იაშა ახუაშვილი რომ ვიყო, გინდ სომხობა დაებრალებინათ, გინდ ოსობა და გინდ ნიგერიელობა, იმაზე უარესს რაღას დამმართებდნენ, იაშა ახუაშვილობა რომ არის. რაც შეეხება გაბედავას, იქნებ დაფიქრდეს, ვიდრე სუკის ნომრიანი აგენტის შეთხზულ ჭორს გაავრცელებს, გაიკითხოს, ვის მიმართ სჩადის ამას,თორემ ბოროტება ბუმერანგივით უკან უბრუნდება ბოროტგანმზრახველს...

ნოდარ გრიგალაშვილი










fs22cf3

ავტორი: fs22


კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
14
20
21
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი