მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
სალომე ქათამაძე საოპერო კონცერტზე იმღერებს

მომღერალი სალომე ქათამაძე საკუთარი შემოქმედებაში ახალ ექსპერიმენტს ახორციელებს. "ახალი ქართული ხმის" გამარჯვებული ამჯერად არა საესტრადო, არამედ საოპერო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
სალომე ქათამაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "მსოფლიო ტალანტებმა" მიიწვია კონცერტში, რომელიც ბათუმში ხელოვნების ცენტრში 23 აგვისტოს ჩატარდება. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა დავით ღვინიანიძემ განაცხადა, ეს არის საოპერო ფესტივალი, რომელსაც გახსნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საოპერო მომღერლები.
- საოპერო შოუში მსოფლიო ტენორებსა და ბარიტონებთან ერთად მონაწილეობას სალომე ქათამაძე მიიღებს, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.
ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ტარდება.
- ეს არის მსოფლიოში ცნობილი პროექტი და მასში ჩართული არიან მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები. "ტენორებისა და ბარიტონების დუელი" - ასე ეწოდება ახალ ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელსაც ჩვენი ფონდი წარმოადგენს. პირველ საფესტივალო კონცერტზე შესრულდება ყველაზე ცნობილი საოპერო არიები და ნეოპოლიტანური სიმღერები. ჩვენს საკონცერტო პროგრამაშია პუჩინის, ვერდის, ბიზეს, როსინის, ლეონკავალოს ნაწარმოებები, - აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.
საპრეზენტაციო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ალეხანდრო ოლმედო - ამერიკის "მეტროპოლიტენ ოპერის" თეატრის სოლისტი, გეორგ ენარისი - არგენტინის "ტეატრო კოლონისა" და რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის სოლისტი, ანდრეი ბრეუსი - დიდი ბრიტანეთის "კოვენტ გარდენ" თეატრისა და რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის სოლისტი, არსენ სოგომონიანი - მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის აკადემიური მუსიკალური თეატრის სოლისტი, ირაკლი კახიძე - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, საფრანგეთის ოპერისა და მარსელის აკადემიის სოლისტი, ასევე მომღერალი სალომე ქათამაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი დავით მუქერია. ფესტივალის პროდიუსერი ეგორ კუროპტევია.
სალომე ქათამაძისთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა ახალი გამოწვევაა. ცნობილია, რომ მას გარკვეული გამოცდილება აქვს საოპერო სფეროში. თავდაპირველად მისი დედის სურვილი იყო, რომ სალომე საოპერო მუსიკით დაკავებულიყო, თუმცა საბოლოოდ მომღერალმა არჩევანი ესტრადაზე გააკეთა და არაერთ წარმატებასაც მიაღწია.
სალომე ქათამაძე არ მალავს, რომ ის ნანუკა ჟორჟოლიანის აღმოჩენაა. ერთ-ერთ კლუბში უიტნი ჰიუსტონის ჰიტის "ოლვეის ლავ იუს" შესრულებისას ნანუკა მისით მოიხიბლა და საკუთარ გადაცემაში მიიწვია. მომღერალს ამის შემდეგ ყურადღება მიაქციეს და სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებშიც ჩართეს. სალომე ქათამაძე მონაწილეობდა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ "ბათუმი გოლდენ ტალენტში", სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მოგებული თანხით - 15.000 დოლარის გარეშე დარჩა. ამის შემდეგ სალომე დაოჯახდა და საყვარელ ადამიანთან ერთად განაგრძო ცხოვრება.
სრულიად ახალი ეტაპი აღმოჩნდა მისთვის "ახალი ქართული ხმა", რომელშიც მომღერალმა მწვრთნელად დათო ფორჩხიძე აირჩია და მასთან ერთად წარმატებასაც მიაღწია - სალომე "ახალი ქართული ხმის" პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა.
წელს კი 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო იურმალაში გამართულ სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე "ახალი ტალღა" დაბრუნდა, სადაც საქართველო სალომე ქათამაძემ წარადგინა. ქართველმა კონკურსანტმა მეორე ადგილი დაიმსახურა და გამარჯვებულ კუბელ კონკურსანტს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.
ამჯერად სალომე ქათამაძე კიდევ ერთ სიახლეს ეჭიდება და მსოფლიოში ცნობილ ტენორებსა და ბარიტონებთან ერთად ბათუმში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.










fs42

ავტორი: fs22 ეკა ირემაშვილი


კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
14
20
21
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი