მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმერეთის მოამბე
2002-02-28
"საქართველოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგას..."

25 თებერვალს გამართული იმერეთის გუბერნატორის პრესკონფერენცია სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ სახელმწიფო კანცელარიაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

"ნუგზარ საჯაია იყო უწესიერესი კაცი. მე მასთან მქონდა შეხვედრა გასულ კვირაში. იგი ძალზე შეწუხებული იყო ბოლო ხანს პრესაში გაჩაღებული მისი საწინააღმდეგო კამპანიით, რომელიც სავსე იყო ცილისწამებითა და პირადი შეურაცხყოფებით. მე ვნახე სახეწართმეული კაცი. მან თქვა, რომ სიცოცხლე აღარ ღირდა, მე ვამხნევებდი, ვურჩიე არ აჰყოლოდა, რომ ყველაფერ ამას შეფასება მიეცემოდა. ვისაც კი ნუგზარ საჯაიასთან უსაუბრია, და მასთან ჰქონია ურთიერთობა, ყველამ იცის, რომ ის იყო აპარატის დახვეწილი მუშაკი, წიგნიერი კაცი.

ეს ცილისმწამებლური კამპანია მარტო მის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, ეს არის ტაქტიკურად გათვლილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები.

ბოლო პერიოდში რაც ხდება, ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგა. ძალიან სერიოზული ფაქტებით დასტურდება, რომ ბრძოლას სპეცსამსახურების დაკვეთით ასრულებენ პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები.

ამას გაძლება უნდა. ალტერნატივას გვიყენებენ: ან დავკარგავთ დამოუკიდებლობას და ცოტა უკეთ ვიცხოვრებთ, ან გავაძლიერებთ დამოუკიდებლობას, მაგრამ უარესად ვიცხოვრებთ. მე ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს".

ორი ყრილობის ამბავი

გასულ კვირას თბილისში ხიზანთა და პედაგოგთა ყრილობები გაიმართა. თითეულ მათგანს თან ახლდა ათასგვარი ჭორ-მართალი, ყრილობათა ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა იმერეთის გუბერნატორი, რომელსაც თურმე ერთ შემთხვევაში ლტოლვილები, მეორეში კი პედაგოგები თბილისში არ გაუშვია და ავტობუსები დაუკავებია.

"დევნილთა ყრილობა - ეს იყო ნაბიჯი საბჭოთა კავშირისაკენ. საინტერესოა, როდის იყვნენ ხიზნები გულწრფელები და მართლები - როცა აქციას აწყობდნენ რუსეთის ჯარის გასვლაზე თუ როცა არგასვლას უჭერდნენ მხარს. ორივე პოზიციაზე ტაშის დაკვრა შეიძლება?

ჩვენ რომ 23 ნოემბერს აფხაზეთთან დაკავშირებული ის დიდი ფორუმი არ გაგვემართა, არაფერი არ იქნებოდა. იფიქრეს - "წაგვართვა შაშიაშვილმა ხიზნებიო" და ყველანაირ ზომებს იღებენ მათ გადასაბირებლად.

რაც შეეხება პედაგოგთა ყრილობას, - ზნეობრივი პედაგოგი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიზირებისაგან. როდესაც ვხედავ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები ვისთანაც დგებიან, ამას ხელს შევუშლი კი არა, მივესალმები. ყოფილ "მოქკავშირელებს" კი, ჰგონიათ, რა მეთოდებსაც თვითონ მიმართავდნენ, - ავტობუსების შეჩერება, გზის გადაკეტვა, ქვებისა და კვერცხების სროლა, - სხვაც იმას იყენებს". პედაგოგთა ქუთაისში გამართული შიმშილობის აქციის ხელმძღვანელი კი ამერიკაში გაემგზავრა თავის პრესმდივანთან (ანუ მეუღლესთან) ერთად.

ავტორი: ირმა მარდალეიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი