მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმერეთის მოამბე
2002-02-28
ტყიბულის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის დასკვნა

ტყიბულის რაიონში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შეიქმნა გასული წლის შედეგებით და მ/წლის განვლილი პერიოდის მაჩვენებლებით ტყიბულის რაიონი ყველაზე დეპრესიულ რაიონთა რიცხვს განეკუთვნება წლის მთავარი საპროგრამო დოკუმენტის #1 განკარგულების და სამხარეო ადმინისტრაციის ძირითად მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიქმნა ტყიბულის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელი კომპლექსური შემოწმების კომისია, შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ქაჯაია - სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე (ჯგუფის ხელმძღვანელი); რევაზ ბაღდავაძე - რეგიონის სტატსამმართველოს უფროსი; ნუგზარ ძოწენიძე - საოლქო საგადასახადო ისნპექციის უფროსის მოადგილე; დემურ ხარაბაძე - განათლების სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ირინა სახელაშვილი - სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი სოციალურ საკითხებში; ბესიკ ცქიფურიშვილი - სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი; გია ცაცაშვილი - სახელმწიფო რწმუნებულის თანაშემწე; ლევან ლექვინაძე - გაზეთ "იმერეთის მოამბეს" მთ. რედაქტორის მოადგილე; ქეთევან ცხაკაია - არასამთავრობო ორგანიზაცია "სპექტრის" ხელმძღვანელი.

კომისიამ შესწავლის შედეგად დაადგინა:

ტყიბულის რაიონის მ/წლის 11 თვის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სულ გაწეულია 1115,8 ათასი ლარის ხარჯი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 214 ათასი ლარით მეტია. სახალხო მეურნეობა საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 84,65%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 6,7%-ია და წლის საპროგრამო დოკუმენტის #1 განკარგულებით განსაზღვრულ მაჩვენებელს ჩამორჩება 81,2 ათასი ლარით.

განათლება საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 98,6 პროცენტით, რაც მთლიანი ხარჯის 58%-ია და წლის საპროგრამო დოკუმენტის #1 განკარგულებით განსაზღვრულ მაჩვენებელს აღემატება 144,1 ათასი ლარით.

კულტურა საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 106,4%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 4,8%-ია და წლის საპროგრამო დოკუმენტის #1 განკარგულებით განსაზღვრულ მაჩვენებელს ჩამორჩება 36 ათასი ლარით.

ჯანდაცვა საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 77,8%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 3,8%-ია და წლის საპროგრამო დოკუმენტის #1 განკარგულებით განსაზღვრულ მაჩვენებელს ჩამორჩება 69,4 ათასი ლარით.

სპორტი საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 41,%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 2,0%-ია და წლის საპროგრამო დოკუმენტის #1 განკარგულებით განსაზღვრულ მაჩვენებელს ჩამორჩება 264,9 ათასი ლარით.

მათ შორის:

სოცუზრუნველყოფა საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 90,8%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 1,1%-ია.

თავდაცვა საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 74,4%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 0,3%-ია.

სამართალდამცავი ორგანოები საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 0,6%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 2,1%-ია.

მმართველობა საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 87,5%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 14%-ია.

სხვა ხარჯები საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 99,9%-ით, რაც მთლიანი ხარჯის 8,2%-ია.

მ/წლის შემოსავლების ზრდის ტემპმა ხარჯებთან შედარებით შეადგინა 57,1%, რაც ვერ პასუხობს #1 განკარგულებით განსაზღვრულ დონეს.

საანგარიშო - 2001 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში მოქმედ 41 საწარმოდან, გასულ წელს გაჩერებული იყო 5 საწარმო, მოქმედი საწარმოებიდან საანგარიშო ნოემბრის თვეში პროდუქცია საერთოდ არ უწარმოებია 14 საწარმოს, მცირე სიმძლავრით (დღეში 20 ლარი) მოქმედებდა 19 საწარმო, მიმდინარე წელს არ აღრიცხულა არც ერთი ახალი საწარმო.

მოქმედი საწარმოებიდან ზრდის ტემპი უზრუნველყო 19 საწარმომ, ზრდის ტემპი ვერ უზრუნველყო 15 საწარმომ.

2001 წელს ტყიბულის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელებად დარეგისტრირდნენ 39 ინდ. მეწარმე, 5 შსპ, 4 სსპ, 7 კავშირი. აღნიშნულ პერიოდში რაიონში არ შექმნილა და პროდუქცია არ გამოუშვია არც ერთ ახალ საწარმოს.

მოქმედ ფასში საანგარიშო პერიოდში ტყიბულში სულ წარმოებულია 2017,8 ათასი ლარის პროდუქცია, რაც 109,7 ათასი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს, რის გამოც ტემპი (შესადარ ფასებში) შეადგენს 105,6%-ს.

წლის დასაწყისიდან ტყიბულის მრეწველობაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უჭირავს "შაორჰესს", რომლის წილადაც მოდის რაიოში მთლიანად წარმოებული პროდუქციის 57,6%. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ენერგეტიკის გარეშე ძალზე მიზერულია წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი, მაშინ როცა არსებობს რეალური შესაძლებლობა ერთი-ორად მისი გაზრდისა, აღრიცხვის მოწესრიგების პირობებში. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ ტყიბულის მრეწველობა დღევანდელ პირობებშიც კი უნდა აწარმოებდეს სულ მცირე 1,7-2-ჯერ მეტ პროდუქციას.

საანგარიშო პერიოდში ტყიბულში მოქმედ 11 საწარმოს მიერ აღრიცხულია 344,7 ტონა პურის ცხობა, რაც 18 ტონით ჩამორჩება გასული წლის შესაბამის პერიოდს, რის გამოც ზრდის ტემპი 95,0%-ის ტოლია.

საცალო საქონელბრუნვის მოცულობამ (ბაზრებსა და ბაზრობების ჩათვლით) 4232 ათასი ლარი შეადგინა, რაც 988 ათასი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. საანგარიშო თვეში საცალო საქონელბრუნვა 391 ათასი ლარის ტოლია, რაც 27 ათასი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.

საცალო საქონელბრუნვაში ერთ-ერთი წამყვანია "ვაჭრობა საწვავითა და საპოხი მასალებით", სადაც უმთავრესია ბენზინით საცალო ვაჭრობა (ნატურა).

საანგარიშო პერიოდში მოქმედ 10 საწარმოს მიერ სულ რეალიზებულია 748 ათასი ლიტრი ბენზინით საცალო ვაჭრობა, რაც 304 ათასი ლიტრით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.

საანგარიშო პერიოდში რაიონის საზკვების საქონელბრუნვამ 43 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 ათასი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს და ზრდის ტემპმა 120,3% შეადგინა.

წარმოების მოცულობის ზრდის ტემპმა მ/წლის 11 თვის მონაცემებით შეადგინა 106,4%, რაც წლის საპროგრამო დოკუმენტის, #1 განკარგულებით განსაზღვრულ კოეფიციენტს ჩამორჩება 466,03 ათასი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე წარმოების მოცულობამ შეადგინა 52,5 ლარი, რაც #1 განკარგულებით განსაზღვრულ დონეს ჩამორჩება 137,5 ლარით.

მრეწველობის საქონელბრუნვამ 2001 წლის იანვარ-ნოემბერში შეადგინა (ჰესების - 1160,5, სს "ტყიბულნახშირის - 39,3, თბოწყალკანალიზაციის გარეშე - 130,9), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 89,9 ათასი ლარით მეტია.

გასულ წელთან შედარებით ნატურალური მაჩვენებლის ზრდის ტემპი არის ელექტროენერგიის, ჩაის, გრანიტის ქვის წარმოებაში.

მრეწველობის საქონელბრუნვის ზრდის ტემპმა გასულ წელთან შედარებით 11 თვეში (ჰესების, პურის, წყლის, ენერგოკომპანიის გარეშე) შეადგინა 74,5%.

ტყიბულის რაიონის ინფრასტრუქტურის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ტყიბულის საბინაო ფონდის ავარიულობა. ტყიბულის საბინაო ფონდი შეადგენს 694493 მ2, რომლის 70-80% მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას. უმწვავესი საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობა გამოიწვია 1995 წელს "საქნახშირის" საბინაო ფონდის ყოველგვარი შეკეთების გარეშე სტიქიურად ქალაქის საბინაო ფონდზე გადაცემამ (საუწყებო ფონდი საერთო საბინაო ფონდის 80%-ს შეადგენს), აუცილებელია საცხოვრებელი სახლების სახურავების სასწრაფოდ შეკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყიბულის რაიონის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე უმწვავესი ფაქტების წინაშე დავდგებით.

მძიმე პრობლემებია ტყიბულის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საქმეშიც. ელექტროენერგიის ცვალებადობის შედეგად 1998 წელს ავარიულად დაზიანდა "უდაბნოს" მათვარი წყალსადენი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგების ძირითადი საშუალება იყო. მოსახლეობის წყალმომარაგებას ემსახურება 115 კმ. ძირითადი და ქალაქში გამანაწილებელი მაგისტრალი, აქედან 37 კმ. ფოლადის ძირითადი მაგისტრალური მილსადენია, ხოლო 71 კმ. ქალაქში გამანაწილებელი მილსადენი, პრაქტიკულად აღნიშნული კომუნიკაციები ამორტიზებულია, რის გამოც ხშირი ავარიებისაგან გაუარესებულია სასმელი წყლის ხარისხი. ქალაქის გარეუბნებში მოსახლეობა იყენებს რამდენიმე წყალშემკრებ რეზერვუარს, სადაც მოწესრიგებულია სანიტარული ზონები, შენობები მოითხოვს სახურავების აღდგენას, ხის, შელესვით და სამღებრო სამუშაოების ჩატარებას. წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციისათვის საჭიროა დაახლოებით ორი მილიონი ლარი.

სავალალო მდგომარეობაშია რაიონის საავტომობილო გზები, ტყიბული-ქუთაისის საავტომობილო გზას 10 წელზე მეტია არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი. გზის 12-26 კმ-ის მონაკვეთი ფაქტიურად გაუვალია. კარგი იქნებოდა უნიკალური საინჟინრო ნაგებობების ორპირის საავტომობილო ხიდის მშენებლობის დამთავრება, რაც გზის ამ მონაკვეთზეა და მნიშვნელოვნად გაზრდიდა გზის გამავლობას, ადგილობრივი ხელმძღვანელობის ძალისხმევითა და შემდგომი ორგანოების დახმარებით შეკეთება ჩაუტარდა თერჯოლა-ტყიბულის და ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზასა და ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალს.

ტყიბულის რაიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფეკალური მასების გამწმენდი ნაგებობების აღდგენა-მშენებლობისა და მდინარე ტყიბულას კალაპოტის გაწმენდის საკითხების გადაწყვეტა, რაც ასევე მოითხოვს დაფინანსების სოლიდურ წყაროს.

რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა საინვესტიციო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდა. ძირითადი ინვესტორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა განსაკუთრებით საგანმანათლებლო ობიექტების რეაბილიტაციის საქმეში იყო სსიფ-ი, რომელმაც შეაკეთა სოფლების ცუცხვათის, სოჩხეთის, გურნის, ხრესილის, ჯვარისის, ორპირის, კურსების (ამჟამად მიმდინარეობს) საშუალო სკოლების ტყიბულის წყალმიმღები და მრავალპროფილიანი საავადმყოფო, სადაც შესრულდა 300 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაო.

1999 წელს ტყიბულის სააქციო საზოგადოება "ტემსს" მიღებული აქვს ელენერგია 34843856 კვტსთ, რომლის ღირებულება 2419257,77 ლარი, აქედან ამოღებულია 248538,96 ლარი, ხოლო 2000 წელში ამავე საწარმოს მიღებული აქვს 24930023 კვტსთ, რომლის ღირებულება შეადგენს 2059763,87 ლარს. ამოღებულია მთლიანად 248318,76 ლარი, 2001 წელში ათ თვეში მოხმარებული ელენერგია შეადგენს 16888881 კვტსთ, მისი ღირებულებაა 1418666 ლარი, ამოღებულია 182266 ლარი, რაც 12,8%. აქედან გამომდინარე იმერეთის ენერგოკომპანიის ტყიბულის ფილიალის მიერ გაწეული მუშაობა სრულად მიუღებელია, რაც გამგეობის მხრიდან მეტი აქტიური პოზიციის გამოხატვას საჭიროებს.

კომისიის მიერ შესწავლილი იქნა რაიონში არსებული სოციალური ფონი და გამგეობის მიერ ამ მიზნით გაწეული მუშაობა:

ტყიბულის რაიონში 2001 წლის ნოემბრისათვის 9981 პენსიონერია. მათგან მუშაობს 370 პენსიონერი. 113 მომუშავე პენსიონერი პენსიას იღებს ფონდიდან, ხოლო 257 სამუშაო ადგილიდან. ყოველთვიურად საჭირო საპენსიო თანხა 165,5 ათას ლარს შეადგენს. 28 ნოემბრის მონაცემებით სრულდება სექტემბრის თვის პენსიების გაცემა (აკლია 13,9 ათასი ლარი). საპენსიო თანხების დავალიანება გასული წლის მიხედვით ასეთია: 1998 წელი - 562 ათასი, 1999 წელი - 872 ათასი, 2000 წელი - 462 ათასი, სლ - 1896 ათასი ლარი.

მ/წლის ივლისიდან ჩატარდა პენსიონერთა ხელახალი რეგისტრაცია (მონიტორინგი), რომელსაც დაექვემდებარა 10373 პენსიონერი, რეგისტრაცია გაიარა სხვადასხვა მიზეზების გამო 85 პენსიონერმა. მ/წელში პენსიის დანიშვნა გადაანგარიშებაზე მიღებულია 449 განცხადება.

ტყიბულის რაიონში აღრიცხვაზე იმყოფება 544 მარტოხელა და უმწეო პენსიონერი, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ ე.წ. საოჯახო დახმარებებს. ამ მიზნით ყოველთვიურად საჭიროა 12000 ლარი. მ/წელს მიღებულია 9 თვის საოჯახო დახმარება, ასევე მიღებულია და ახლა რიგდება 1999 წლის საოჯახო დახმარებების დავალიანება ორი თვის.

ტყიბულის რაიონში აღრიცხულია 721 ადგილნაცვალი პირი, რომელთაგან 409 ორგანიზებულადაა განსახლებული. მათთვის ყოველთვიურად საჭიროა შემწეობის თანხა 9000 ლარი. ხოლო პენსია, ასევე გაცემულია 2700 ლარი. დღევანდელი მდგომარეობით გაცემულია სექტემბრის თვის პენსია, ასევე გაცემულია სექტემბრის თვის შემწეობის თანხაც.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაცემის მდგომარეობა ასეთია: სულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულია 1728 კაცი, მათ შორის 638 პედაგოგია. ყოველთვიური სახელფასო თანხა 70 ათასი ლარია, მათ შორის პედაგოგებზე 50 ათასი ლარი. სახელფასო დავალიანებები: 1998 წელი 115,9 ათასი ლარი, 1999 წელი - 223,1 ათასი ლარი, მათ შორის პედაგოგები: 103,3 ათასი ლარი, 2000 წელი 221,5 ათასი ლარი, მათ შორის პედაგოგები - 52,7 ათასი ლარი, 2001 წელი - 165,8 ათასი ლარი, მათ შორის პედაგოგები - 10,2 ათასი ლარი.

ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდში ტყიბულის რაიონის დაფინანსება 2001 წლისათვის შეადგენდა სულ 20500,0 ლარს. 11 თვის მონაცემებით რაიონს ჯანდაცვის ფონდის მხოლოდ 22% აქვს დაფინანსებული. 10 თვის განმავლობაში ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის დაფინანსების გეგმა 128,8 ათას ლარს ითვალისწინებდა, ფაქტიურად კი დაფინანსებულია 38,1 ათასი ლარი.

ტყიბულის რაიონის გამგეობას 2001 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ჰქონდა სოციალური კუთხით რიგი შეღავათები: სულ ბიუჯეტში ამ კუთხით გამოყოფილი იქნა 14,8 ათასი ლარი. აქედან ერთდროული დახმარებისათვის - 6,8 ათასი ლარი, ომის მონაწიელეებისათვის - 3,0 ათასი ლარი, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - 2,0 ათასი ლარი. ნაკლებუზრუნველყოფილი ოჯახების დახმარებისათვის - 3,0 ათასი ლარი, უფასო სასადილო 100 კაცზე ერთჯერადი კვებით - დაფინანსება 0,5 ათასი ლარით.

დღევანდელი მონაცემები ამ კუთხით ასეთია: ომის მონაწიელეებს გაეწიათ 4,1 ათასი ლარის დახმარება, უმწეო ოჯახებს - 1900 ლარის, ლტოლვილებს - 100 ლარის. სულ გაწეულია 6100 ლარის დახმარება.

ადგილზე მდგომარეობის შესწავლით იკვეთება ასეთი სურათი:

სამამულო ომის ვეტერანი, ტერიტორიულ მთლიანობისათვის 98 მებრძოლი, ხოლო 16 სხ. სახელმწიფო ტერიტორიებზე მებრძოლი (ავღანეთი, ჩეხოსლოვაკია და ა.შ.) გამგეობის მიერ უზრუნველყოფილია ამ კატეგორიისათვის უფასო სამგზავრო ბილეთით რკინიგზასა და საქალაქო ტრანსპორტზე: შეხვედრაზე მათ დააყენეს საკითხი საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის უფასო ბილეთების შესახებ. ვეტერანები სარგებლობენ კომუნალური და სატელეფონო შეღავათებით. გამგეობის მიერ გათვალისწინებული იყო კომუნალური (სარემონტო) სამუშაოები, რისთვისაც გამოყოფილი იყო 40 ათასი ლარი. ეს თანხა გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების შესაკეთებლად. თანხიდან 24 ათასი უკვე მიღებული აქვს რაიონს, მისაღები აქვს 10 ათასი ლარი. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება წინასწარ შემოწმებული სახლების რემონტს.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის დადგენილებით ომის ვეტერანებისათვის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს 250 ლარის გაცემა, გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ტყიბულის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არ სახელდება პრობლემად "საფოსტო ბანკის" მომსახურება პენსიების გაცემის საკითხებში, ალბათ, მომავალში წინ წამოიწევს, რადგან 2002 წლიადნ პენსიის დარიგება უნდა აწარმოოს ტენდერში გამარჯვებულმა "ინტელექტბანკმა", "აგრობანკმა" და ბანკმა "რესპუბლიკამ". აღნიშნულ ბანკებს ტყიბულის რაიონში არ გააჩნიათ ფილიალი, ამიტომ გაურკვეველია, როგორ გადაწყდება საპენსიო თანხების დარიგების საკითხი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს: 2001 წლის აპრილიდან ტყიბული, როგორც მაღალმთიანი ზონა ჩაისვა უფასო ამბულატორიული მომსახურების პროგრამაში, რაც ითვალისწინებს უფასო პირველად სამედიცინო მომსახურებას და უფასო მედიკამენტებს (რა თქმა უნდა, გარკვეული თანხის ფარგლებში). მაღალმთიანი რეგიონის სტაციონალური სამედიცინო მომსახურების პროგრამით ყოველთვიურად 10-12 ავადმყოფი უფასოდ მკურნალობს სტაციონარში, აგრეთვე ადგილზე მოინახა რეზერვები პაციენტთა ორჯერადი კვებისათვის. ნაცვლად ერთჯერადი კვებისა, ამჟამად მიმდინარეობს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების რემონტი, ასევე თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოეწყო მისაღები განყოფილება, ქალთა კონსულტაცია და ბავშვთა პოლიკლინიკის განყოფილებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ რაიონში მკვეთრად იკლო შობადობამ, დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, პერიოდულად ფეთქებადასაშიშია ეპიდემიური სიტუაცია, არაა დამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა და, რაც მთავარია, ძალიან ცუდი მაჩვენებელია დაფინანსების მხრივ.

2001 წლის გეგმით უნდა ჩარიცხულიყო 1967551 ათასი ლარი, ჩაირიცხა 1617249 ლარი, ანუ 82%.

ცხადია ამ მაჩვენებლებით ვერ მოხერხდება რაიონის მოსახლეობის სრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანია მოსახლეობის ის კატეგორია, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება ადგილობრივი ძალებით. გასული წლების საპენსიო დავალიანებების შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა საპენსიო მომსახურების ცენტრებმა, რომლის მიერ ტყიბულის რაიონში გაწეული იქნა 2130 ათასი ლარის სხვადასხვა სახის მომსახურეობა. ამ ცენტრების მუშაობის გაგრძელების პერსპექტივა საკმაოდ დიდი რეზერვია ტყიბულის რაიონისათვის, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როცა გაურკვეველი დროით ღიად არის დატოვებული სახელმწიფოს მიერ ვალად აღიარებული საპენსიო დავალიანების დაფარვა.

საჭიროა დამატებით რეზერვების ადგილზე მოძიება, რათა პრაქტიკულად ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე რაიონში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა შეუმსუბუქდეს მოსახლეობას.

ტყიბულში არსებული სოციალური ფონი ერთ-ერთი უმძიმესია იმერეთის მხარეში. ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაბალი პროცენტით დაფინანსება აღნიშნულ სფეროებში უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომლის გამოსწორების მხრივაც გამგეობის მიერ გაწეული მუშაობა არადამაკმაყოფილებელია.

ტყიბულის რაიონის განათლების სისტემაში შემავალი სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ შესაძლებელია ითქვას შემდეგი:

ქვეყანაში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის ფონზეც ტყიბულის რაიონი უმწვავეს მდგომარეობაში იმყოფება, დამატებითი ობიექტური თუ სუბიექტური დაბრკოლებები შეუქმნა აღნიშნულ რაიონში განათლების სისტემას.

სამწუხაროდ, მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და სხვა საყოველთაოდ ხელისშემშლელმა ფაქტორებმა, განათლების სისტემის რეფორმის უწყვეტი განხორციელება, არამცთუ შეაფერხა, ფაქტობრივად შეაჩერა კიდეც.

დასაწყისში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოყოლებული 1989 წლიდან ბიუჯეტს არ გამოუყვია სასწავლო დაწესებულებების რემონტებისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაძენად თანხები, თუ არ ჩავთვლით 1996 წელს #1 საშუალო სკოლის შეკეთებისათვის გამოყოფილ 60 ათას ლარს.

დარგის შენობა-ნაგებობების, ავეჯისა და სხვა საშუალებათა მოვლის, შეკეთების და დანიშნულებისამებრ გამოყენების თვალსაზრისით ტყიბულის რაიონის განათლების განყოფილებას დადებითი მუშაობა აქვს ჩატარებული. რისი მიღწევა შესაძლებელი გახდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობით და კავშირებით, ამ მხრივ რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ჯეროვანი ყურადღება ექცევა დგამ-ავეჯისა და ტექნიკურ საშუალებათა მოვლასა და გამოყენების საქმეს.

განსაკუთრებით აღნიშვნას საჭიროებს საინფორმაციო-კომპიუტერული ცენტრის გახსნის საკითხი. განათლების განყოფილებამ შესძლო საკუთარი ძალებით სანიმუშოდ მოეწყო ცენტრი. როგორც სკოლები, ასევე სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი არიან საკმაო რაოდენობის შეშით, რის გამოც მეცადინეობები მიმდინარეობს ნორმალურ პირობებში.

თუმცა განათლების განყოფილებას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. გადაუდებელ ზრუნვას საჭიროებს საწირის საშუალო სკოლის, ციხიის არასრული საშუალო სკოლისა და სხვა სასწავლო დაწესებულებათა შენობების სათანადო წესრიგში მოყვანის საკითხი.

უნდა გამოიძებნოს საშუალებები სკოლამდელ დაწესებულებებში მოძველებული და ამორტიზებული სპეცინვენტარის (ჯამ-ჭურჭლის, თეთრეულის და სხვა) შესაძენად. დიდი ძალისხმევა დასჭირდება სკოლებს კომპიუტერული აღჭურვისათვის, რომლის გარეშეც თანამედროვე სასწავლო დაწესებულება წარმოუდგენელია.

დარგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მოსწავლეთა სასკოლო სახელმძღვანელოებით და სასწავლო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობა აქვთ ჩასატარებელი. მოსწავლეთა ერთი ნაწილი უზრუნველყოფილი არ არის საჭირო სახელმძღვანელოთი, დამხმარე ლიტერატურით და სხვა საშუალებებით.

სკოლებში შენარჩუნებულია სასკოლო ბიბლიოთეკები, მათი მუშაობა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ამის გამო ვერ ხერხდება მათი ეფექტური გამოყენება და აქედან გამომდინარე მცირეა მათი როლი სასკოლო ცხოვრებაში.

მოსწავლეთა ერთი ნაწილის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალზე დაბალია. იგი განსაკუთრებით იგრძნობა #2, 5, საწირის, ორპირის, ჯვარისის საშუალო და ახალსოფლის, ციხისის საბაზო სკოლებში. გასული წლის შედეგების მიხედვით ორპირის საშუალო სკოლის 269 მოსწავლიდან მხოლოდ 15-ია ოთხოსანი და ხუთოსანი, ხოლო ჯვარისის საშუალო სკოლაში ასეთ მოსწავლე 17-ია.

ერთგვარი სიძნელეები წარმოიშვა სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის საქმეში. არის არა ერთი ფაქტი იმისა, რომ სოფლებში საგნებს ასწავლიან არასპეციალისტი ან დაბალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. აღნიშნული საკითხის მოგვარებას ხელს უშლის ადგილობრივი კადრების უქონლობა.

განათლების განყოფილებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მოსწავლეთა მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებსა და ტურებში. მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვთ გაცნობიერებული ასეთი მუშაობის სიკეთე. განათლების განყოფილება მხოლოდ ასეთ კონკურსებში მიღწეული შედეგებით უნდა აფასებდეს თითოეული მასწავლებლის საქმიანობას.

მიმდინარე წელს მასწავლებელთა ხელფასები გაცემულია სრულად, ხოლო იანვრისა და ივლისის ხელფასები არა აქვთ მიღებული ტექნიკურ პერსონალს.

გასული წლების დავალიანება დარჩენილია მხოლოდ ოთხი თვის. აქედან 1999 წლის სამი თვე და 2000 წლის ერთი თვე.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საკითხი მოსწავლეთა კონტიგენტის შესახებ.

რაიონებიდან მოსახლეობის მასიურად გადინების გამო საგრძნობლად იკლო მოსწავლეთა კონტიგენტმა. თუ 1999 წელს რაიონის სკოლებში ირიცხებოდა 5546 მოსწავლე, 2001 წლისათვის ციფრი 4803-ზე დავიდა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს 4584-მდე შემცირდა.

განათლების განყოფილების საქმიანობის ნაკლია ისიც, რომ სისტემაში ჯერ კიდევ არ დაწყებულა სრულფასოვანი სასკოლო რეფორმა. სასწრაფოდ გადასაწყვეტია სასწავლო დაწესებულებების ქსელის ოპტიმიზაცია და რაციონალიზაცია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ რაიონში განათლების სისტემაში გაწელი მუშაობა არასაკმარისია, თვით ფაქტი, რომ რაიონში პრაქტიკულად არ განხორციელებულა განათლების რეფორმა, დამაფიქრებელია - რაშიც ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება გამგეობის პასიური პოზიცია დავასახელოთ.

რაიონის კულტურის განყოფილებაში გაერთიანებულია სახელოვნებო და სამხატვრო სკოლები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საქალაქო კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და სასოფლო კლუბები.

ქალაქში შექმნილმა მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ საგრძნობლად იმოქმედა ბიბლიოთეკის მუშაობაზე, თითქმის 10 წელიწადია ბიბლიოთეკა ახალი წიგნადი ფონდით, საბიბლიოთეკო ტექნიკური და პერიოდული პრესით არ შევსებულა, ხარვეზებია წიგნად ფონდში.

კულტურის განყოფილებამ მუშაკთა წახალისების მიზნით მთავრობის მაღალ ჯილდოზე წარადგინა დამსახურებული მუშაკები, რომელთაგან ორმა მიიღო მთავრობის უმაღლესი ჯილდო "ღირსების ორდენი", 15-მა ღირსების მედალი.

მიუხედავად გაწეული მუშაობისა არის რიგი საკითხები, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მუშაობის ხარისხზე.

1995 წლიდან დღემდე განყოფილების სტრუქტურებში შემცირებულია 78 საშტატო ერთეული, კლუბსა და ბიბლიოთეკაში მუშაკები 0,5 განაკვეთზეა, ამიტომ მათი მუშაობის ხარისხი არასაკმარისია, ვერ ხდება პროფესიული კადრებით ქსელის შევსება, რადგანაც დარგში არსებული უხელფასობა საყოველთაოდ არის ცნობილი.

ქალაქად კულტურის დარგში მუშაკთა სამართლიან საყვედურს იწვევს 1998 წლიდან დღემდე მოყოლებული უხელფასობა, სოფლად ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა და მათი საქმიანობის გააქტიურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადეობის ჩამოყალიბების საქმეში.

2001 წლის ნოემბრისათვის ტყიბულში რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარებულია 14 კავშირი. ამ ორგანიზაციათა სპექტრი მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ 2000-2001 წლებში დაფუძნდა ისეთი ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიზნები მიმართულია ტყიბულის განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების გადაწყვეტისაკენ.

აღსანიშნავია ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა საქართველოს ჰუმანიტარული ასოციაცია "ელფი". იგი აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის სახალხო კავშირთან, ჯანდაცვის ფონდთან, ქართულ ორგანიზაციასთან "ელკინა". მიუხედავად იმისა, რომ "ელფმა" ვერ მოახერხა რომელიმე დონორი ორგანიზაციისაგან დაფინანსების მიღება საკუთარი პროექტების განსახორციელებლად, საჭიროა აღვნიშნოთ მისი არაერთგზის მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში (ჰორიზონტი, ევრაზია), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზაცია მუშაობს და ეძიებს საშუალებებს პრობლემათა გადაჭრისათვის.

საზოგადოების ამ ერთ ორგანიზებულ ნაწილს (მხედველობაშია არასამთავრობო ორგანიზაციები), რა თქმა უნდა ესაჭიროება მძლავრი მხარდაჭერა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ფონდიდან, რათა მოხდეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება. ეს კი რეგულარული საქმიანობის აუცილებელ პირობებს შექმნის.

აქტუალურად დგას ასევე ტყიბულის არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო-მეთოდური უზრუნველყოფის საკითხი. ისევე, როგორც ამას ადგილი აქვს საქართველოს ყველა რეგიონში, რაც უფრო დაშორებულია რაიონი თბილისიდან, მით უფრო ნაკლებია ინფორმაციის ნაკადი (ეს რა თქმა უნდა, არამარტო ტყიბულის პრობლემაა), საინფორმაციო ვაკუუმის არსებობას უწყობს ხელს ინტერნეტის ხელმიუწვდომობა ამ რაიონში. ინტერნეტი დღეს ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელების და მოპოვების საქმეში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია დამწყები ორგანიზაციებისათვის ტრეინინგ-სემინარებში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციულ-სტრუქტურული განვითარების, საქმიანობის დაგეგმვის, დაფინანსების მოპოვების და ა.შ. საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის საზოგადოებრივი ცხოვრების სინამდვილეში მეტად კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი ამ დღეებში: "ასამ" საინფორმაციო-სამეცნიერო ასოციაციამ ქუთაისიდან, რომელიც რეგიონული ორგანიზაციაა, ტყიბულში გახსნა საინფორმაციო-სადისკუსიო კლუბი, რომლის მიზანია გააქტიუროს მოქალაქეთა მონაწილეობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში. "ასას" საქმიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას ტყიბულში. კარგი იქნება თუ ამ პროცესს მოჰყვება ეკოლოგიური ორიენტაციის საზოგადეობის შექმნა, რადგანაც გარემოს დაცვის საკითხები ტყიბულის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს. განსაკუთრებულ აქტუალობას ეს საკითხი იძენს თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მეტად დაწვრილებით ფლობს ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნების, მათი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, შეძლებისამებრ უწყობს ხელს მათ საოფისე ფართების გამოყოფაში. ასეთი ვითარება წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული თვით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთობლივი პროექტებისა და პროგორამების განხორციელების მიზნით.

კომისიის მიერ ტყიბულის რაიონის პროკურატურიდან და შს ტყიბულის რაიონული განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი მასალები 2000 წელს და 2001 წლის განვლილ პერიოდში კრიმინოგენური ვითარების, მართლწესრიგის დაცვისა და სამართალდამცავთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, რომლის ანალიზი გვიჩვენებს შემდეგს:

2000 წელს ქ.ტყიბულსა და მისი ზონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იქნა 85 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 68, ანუ 80,3%. ამასთან დანაშაულთა ძირითადი წილი მოდის სხვისი ქონების ქურდობის ფაქტებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს



კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი