მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმერეთის მოამბე
2002-02-28
ერიდეთ უვარგის პროდუქტებს! "არც მეწარმე, არც მოქალაქე და არც სახელმწიფო არაა

დაინტერესებული ჯანსაღი პროდუქტების რეალიზაციით. ჩვენ ვაკეთებთ მაღალი დონის ანალიზს, მაგრამ ის არავის არ სჭირდება"

ყველა თვალსაზრისით საზღვრებდაუცველ ქვეყანას პრობლემები უსაზღვროდ მოეძალა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, საქართველოში სიღატაკის დაძლევის პროგრამაზე "სიამაყით" მუშაობენ ისინი, ვის გამოც ხალხის მდგომარეობა უკიდურეს გაჭირვებამდე მივიდა. ყოველდღიური ლუკმა-პურის შოვნით შეწუხებულ მოქალაქეს ნაკლებად რჩება იმის განწყობა, ამა თუ იმ პროდუქტის შეძენის დროს მისი ვარგისიანობა გულდაგულ შეამოწმოს. ეს ერთის მხრივ გასაგები და მეორეს მხრივ შემაშფოთებელი რეალობა ასახვას ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰპოვებს. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის ლაბორატორიის ერთ-ერთმა მოქალაქემ თხოვნით მიმართა კარაქის ვარგისიანობის დადგენის თაობაზე. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ოთხი წლის ბავშვი სწორედ იმ კარაქით მოიწამლა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტშია შეძენილი. ცნობისათვის: მიმდინარე წლის მანძილზე ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ძლიერი მოწამვლის შემდეგ მოქალაქემ ლაბორატორიას მიაკითხა. ჩვენ ვესაუბრეთ ლაბორატორიის უფროსს, ლია ჩომახიძეს.

- ქალბატონო ლია, რის საფუძველზე ტარდება თქვენს ლაბორატორიაში უვარგისი პროდუქტების შემოწმება?

- სანიტარული ზედამხედველობა ადრეულ წლებში გეგმიურად იგეგმებოდა, რაც ითვალისწინებდა ყოველთვიურ კონტროლს ამა თუ იმ ობიექტზე. არათუ პროდუქტები, არამედ წყალი, ჰაერიც კი მოწმდებოდა. ამ ეტაპზე ყველა ეს პროცესი შეჩერებულია. ჩვენი ექიმ-ინსპექტორები კონტროლს განცხადებების საფუძველზე ახორციელებდნენ. 1 აგვისტოდან დღემდე სულ სამი განცხადება შემოვიდა. ეს სიმცირე განპირობებულია იმით, რომ მოქალაქე მხოლოდ მწვავე ფორმით მოწამვლის შემთხვევაში მოგვმართავს. ჩვენ მიერ დაფიქსირდა ძეხვით, კარაქით, რძის ფხვნილით (განსაკუთრებით ბავშვების) ინტოქსიკაციის შემთხვევები.

- რამდენად არის ზუსტი ლაბორატორიის დასკვნა და რა პირობებში მუშაობთ?

- მიუხედავად იმისა, რომ კვლევისათვის საჭირო ნიადაგები ძვირადღირებულია, ჩვენ ამ მხრივ პრობლემები არა გვაქვს. აქ მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები მუშაობენ. გვაქვს თანამედროვე აპარატურა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ანალიზი მაღალი დონის არის. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს არავის არ აინტერესებს. არც მეწარმეს უნდა, რომ მის მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტი შემოწმდეს და არც სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ მოქალაქეები ჯანსაღი პროდუქტებით იკვებებოდნენ.

XXX

რამდენად რეგულირდება ეს საკითხი კანონით, ვინ აგებს პასუხს ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტებით რეალიზაციაზე, ამ კითხვებით მივმართეთ ქუთაისის მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს ტარიელ სვანაძეს:

- ბატონო ტარიელ, კანონით რა უფლებები ენიჭება თქვენს სამსახურს და რა გიშლით ხელს მუშაობაში?

- ერთია უხარისხო, არასრულფასოვანი პროდუქტი (მაგალითად, როცა კარაქს ცხიმი აკლია) და მეორეა ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტი (მაგალითად, როცა კარაქი მიკრობებითაა დაბინძურებული).

ქვეყანაში არის სრული ქაოსი პროდუქტების შემოტანისა და რეალიზაციის მხრივ. ანალიზი რომ აიღო, სასამართლოს ნებართვა გჭირდება ობიექტში შესვლაზე, რაც ძალიან შეზღუდულია. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მალფუჭებად პროდუქტებთან დაკავშირებით. რუსეთიდან შემოტანილი არაჟანი, ძეხვეულობა, კარაქი ხშირად უვარგისია. არავინ იცის, სად და რა პირობებში მზადდება ისინი. მე არ მინდა სხვა ქვეყნის პრესტიჟი შევლახო, მაგრამ ფალსიფიკატორები მთელს მსოფლიოში არიან. ზოგჯერ ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნიდან შემოდის უვარგისი პროდუქტი, რომ გაგიკვირდებათ. ფალსიფიკატორისათვის ეროვნება, მიწა, სამშობლო არ არსებობს. მოსახლეობას ვურჩევ, რომ უპირატესობა საქართველოში დამზადებულ პროდუქტებს მიანიჭოს. იმერეთში 6-ჯერ დაფიქსირდა ე.წ. "კრესტიანსკოე", ოქროსფრადშეფუთული (ნალჩიკის) კარაქით მძიმე მოწამვლის შემთხვევა. დამერწმუნეთ, რომ ქუთაისში არის რამდენიმე ფირმა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

- კანონით რა ოდენობის ჯარიმა ეკისრება ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტს, თუ გამოვლინდა, რომ ის უვარგის პროდუქტს ჰყიდის?

- ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არის 9 ლარი. მთავარი ის გახლავთ, რომ შეიძლება გამოვლინდეს ერთი ობიექტი, მაგრამ არაა გამორიცხული, მსგავსი პროდუქტი სხვაგანაც იყიდებოდეს. აღრიცხვის მოუწესრიგებლობა ყველა გლობალური საკითხის აღრევას იწვევს. ასე რომ, ერთი სავაჭრო ადგილის ან ობიექტის მიკვლევით მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მაინც შეუძლებელია. პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი - ბრუნვიდან წუნდებული და არასაიმედო პროდუქტების ამოღებისა და განადგურების თაობაზე. ამ კანონის მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა და არის თხოვნა, რიგგარეშე მისი განხილვისა. ჩემთვის ცნობილია, რომ კომიტეტებში უკვე დაიწყო ამ მხრივ მუშაობა. როცა კანონი გამოვა, დანდობა არ იქნება. უმკაცრეს ზომებს მივიღებთ. ის, რაც ბაზრების მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება, შემზარავია. გასაგებია, რომ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას თავისი არსებობის გადარჩენა ვინმეს უბედურებაზე ააგოს. უვარგისი, მალფუჭებადი პროდუქტები ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებს, მომავალ თაობას უქმნის. კანონი მოგვანიჭებს უფლებას, რომ ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქტები ობიექტებიდან ამოვიღოთ და გავანადგუროთ.

- დღესდღეობით რისი უფლება გაქვთ?

- ამ ეტაპზე მხოლოდ მითითების უფლება გვაქვს, უნდა შევატყობინოთ ამა თუ იმ ობიექტს, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტი უვარგისია. თუ ის არ შეწყვეტს მის რეალიზაციას, სასამართლო უწესებს ჯარიმას 75 ლარის ოდენობით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანს, ვიდრე ძლიერი ფორმის მოწამვლა არ დაუფიქსირდება ან ჯგუფური მოწამვლის ფაქტი არ იქნება და ვიდრე არ დადგინდება, კონკრეტულად რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ასეთი შედეგი (ან უნდა მოკვდეს ადამიანი), მანამდე პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისმება. ამ პერიოდში კი შესაძლოა ამავე პროდუქტით ათობით ადამიანი მოიწამლოს.

ესაუბრა ია იაშვილი

ავტორი: გურამ ხურციძე


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი