მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
11x11
2011-08-30
რომის ჰაერი ისტორიითაა გაჟღენთილი
ერნანესს დიდი იმედი ჰქონდა, რომ "ლაციოს" სერია A-ს სადებიუტო სეზონშივე მოაპოვებინებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მაგრამ თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და დასკვნით ეტაპზე პრინციპული მატჩები წააგეს. რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად, ბრაზილიელი ნახევარმცველი ბიანკოჩელესტეს ერთგული დარჩა და დანაკლისის ანაზღაურებას, კალჩოს მოახლოებულ პირველობაზე აპირებს.

- მოგწონთ რომში ცხოვრება?
- თავიდან მეგონა, რომ იტალიელები ზედმეტად სერიოზულები, ცივსისხლიანები და დაუნდობელნი იყვნენ, მაგრამ მალევე საპირისპიროში დავრწმუნდი. თანამემამულეებისგან დიდად არ განსხვავდებიან. ჩემს მეუღლე ერიკას ბრაზილიის დატოვების გაგონებაც არ სურდა. ახლა კი გაიძახის, რომში თავს უბედნიერესად ვგრძნობო.
- დედაქალაქში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?
- ღია ცის ქვეშ განლაგებულმა ისტორიულმა ძეგლებმა. სკოლის პერიოდში რომის იმპერიაზე, მის მეომრებზე და მიღწევებზე უამრავ ლიტერატურას გავეცანი, მაგრამ ეს მაინც მოგონილი მეგონა. საკმარისი იყო აქაურობისთვის თვალი შემევლო, აზრი უმალ შემეცვალა. ჰაერი ადრინდელი ისტორიითაა გაჟღენთილი.
- მოსახლეობაზე რას იტყვით?
- პირდაპირები არიან და სულ მიმეორებენ - ერნანეს, მეტი გოლი გაიტანეო!
- "რომას" ფანები როგორ გხვდებიან?
- კონფლიქტში არავისთან შევსულვარ. მცნობენ, მაგრამ უმრავლესობა, გასაგები მიზეზის გამო, არ იმჩნევს. მეზობლად ჯალოროსოს თავგადაკლული ფანი ცხოვრობს. როცა 0:2-ზე წაგებული დერბის შემდეგ შევხვდი, გამიცინა და ორი ზეაღმართული თითი მიჩვენა.
- რითი განსხვავდება ბრაზილიური და იტალიური გუნდების ცხოვრება?
- "სან პაულუში" ხშირად ყოფილა, რომ ბაზაზე მატჩამდე ორი დღით ადრე ვიკრიბებოდით და სპეციალური პროგრამით ვემზადებოდით. იტალიაში გაცილებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს, რომელსაც ოჯახთან ერთად ვატარებ. ამასთანავე ბრაზილიაში, იტალიისგან განსხვავებით, იშვიათად ხდება, რომ თანაგუნდელები ვარჯიშის შემდეგ ერთად სადილობენ.
- ფეხბურთელები შეადარეთ.
- სერია A-ში შეტევების შესაჩერებლად ბევრ უხეშ ილეთს იყენებენ, რაზეც მსაჯები ხშირ შემთხვევაში თვალებს ხუჭავენ. ჩემს სამშობლოში ამ მხრივ უკეთესობაა და ამადაცაა, რომ მატჩები გაცილებით თვალსასეიროა.
- რომში ჩასულს საწყის ეტაპზე ჯონ ტრავოლტას მაისური გეცვათ. რა გითხრათ თანაგუნდელებმა?
- საცინრად ამიგდეს. არადა, ზოგადად კლასიკური ჩაცმულობა მიზიდავს. მიყვარს შარვალ-კოსტუმით სიარული, ოღონდ ჰალსტუხის გარეშე.
- რა გიშლით ნერვებს?
- ძალადობა, განსაკუთრებით მოზარდებისადმი.
- რაზე გწყდებათ გული?
- როცა ნიჭი უკვალოდ იკარგება. ჭკუიდან ვიშლები, როცა ამ დუხჭირ ყოფაში ზოგიერთები მილიონებს შოულობენ და ათას სისულელეში ხარჯავენ. დავუშვათ ფინანსების განკარგვა არ იცი. შე დალოცვილო, ადექი და კეთილ საქმეს მოახმარე.
- რამდენადაც ცნობილია, მორწმუნე ბრძანდებით და თქვენი ძალა ბიბლიაში მდგომარეობს. მართალია, რომ ამ საღმრთო წიგნს ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც კითხულობთ?
- მორწმუნე კი ვარ, მაგრამ გზად არ დავატარებ. ისიც ჭორია, რომ თითქოს მამაჩემი პასტორია. არის ორი ვარიანტი, ზეციური ძალების, ანაც მეცნიერების რწმენა. ტექნიკური მიღწევების წყალობით ბევრი რამ შევიტყვეთ, მაგრამ არა ყველაფერი. ის რაც არ დადასტურებულა, უნდა ირწმუნო. ჰოდა, ბიბლიის მწამს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თანამედროვე პირობებში ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ცდილობს თავისი აზრები სხვას მოახვიოს. ამის თავიდან დასაღწევად სწორედ ბიბლია არსებობს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბიბლია და რელიგია ერთმანეთისგან განსხვავდება. რელიგია გვეუბნება - დაესწარი საღმრთო მესას კვირაში ერთხელ და ღმერთი შენთან იქნება. ვთვლი, რომ ეს საკმარისი არაა. ბიბლიაში კი რწმენა და სიყვარული გაერთიანებულია.
- როცა თანაგუნდელი ან მეტოქე ჩხუბობს, არ იმჩნევთ თუ ვითარების დასტაბილურებას ცდილობთ?
- თუ უცენზურო სიტყვებს ხმარობს, მირჩევნია კონფლიქტში არ შევიდე. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა მიჭირს. სიტუაციას გააჩნია.
- "ლაციოში" პირველივე პრეს-კონფერენციაზე ისეთი გამართული იტალიურით ისაუბრეთ, გვეგონა რომ ამ ენას თავისუფლად ფლობდით, მაგრამ...
- (იცინის) საქმე ისაა, რომ მაშინდელი ტექსტი გაზეპირებული მქონდა.




კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი