მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
11x11
2011-08-30
ნეიტრალთა სამზადისი
"ნაპოლის" საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში, შვეიცარიელმა ნახევარმცველებმა ბლერიმ ჟემაილიმ და გიოკჰან ინლერმა ნეაპოლურ ყოფაზე, სამომავლო მიზნებზე და ერთად თამაშზე ისაუბრეს.

- სხვადასხვა იტალიურ გუნდში ასპარეზობით, კალჩოს ჩემპიონატს გაუშინაურდით. ამიერიდან ორივე "ნაპოლის" სამსახურში იქნებით.
ჟემაილი: კამპანიურ გუნდში გადასვლას ჩემს კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევ. "ტორინოში" და "პარმაში" გარკვეული გამოცდილება დავაგროვე, რაც მაღალ დონეზე ბურთაობაში დამეხმარება.
ინლერი: არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ "უდინეზესა" და "ნაპოლის" შორის უზარმაზარი სხვაობაა. გულშემატკივრებს დიეგო მარადონას ნეაპოლური ეპოქა დღემდე ახსოვთ. ამბიციურობითაც გამოირჩევიან, რის გამოც მათთან საერთო ენის გამონახვა გამიადვილდა.
- "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელი ტიფოზებში უზომო პოპულარობით სარგებლობს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
ჟემაილი: გამუდმებით ავტოგრაფების დარიგება და ფოტოების გადაღება მოსაბეზრებელია, მაგრამ რას ვიზამთ, ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ახლახან ჩატარებულ ამხანაგურ მატჩს 40 ათასი ქომაგი დაესწრო. არადა, კარგად იცით, იტალიის მასშტაბით ამ მხრივ რა პრობლემაცაა.
ინლერი: "ამასთან "ნაპოლიში" გადასვლისას წინასწარ უნდა იყო შეგუებული.
- შვეიცარიის ნაკრებში მხარდამხარ თამაშობთ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის ფაქტი, რომ გუნდშიც ერთად იქნებით?
ჟემაილი: ეს ყველასთვის მომგებიანია. ოტმარ ჰიცფელდს ჩვენს შეთამაშებაზე დროის დაკარგვა აღარ მოუწევს.
ინლერი: ბლერიმს საკმაო ხანია ვიცნობ და მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭული ვუგებთ. თუ ვალტერ მაცარი ძირითად შემადგენლობაში ორივეს დაგვაყენებს, "ნაპოლის" დიდ სარგებლობას მოვუტანთ.
- მომდევნო სეზონი საკმაოდ მომქანცველი იქნება.
ჟემაილი: გეთანხმებით. აქეთ სერია A, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, იქით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. ხანდახან კვირაში რამდენიმე მატჩის გამართვა მოგვიწევს. გუნდში 26 მეტნაკლებად თანაბარი ძალის ფეხბურთელი ირიცხება და მწვრთნელი პერიოდულად, ძალების აღსადგენად, როტაციას მიმართავს. სანერვიულო არაფერია.
ინლერი: მხარ-თეძოზე წამოწოლას სიბერეშიც მოვასწრებთ. სანამ ახალგაზრდები ვართ, ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ. "უდინეზეში" წნეხში და გადატვირთულ რეჯიმში თამაშს შევეჩვიე და ამ მხრივ არც "ნაპოლიში" გამიჭირდება. მთავარია, ძალები სათანადოდ გადავანაწილოთ.




კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი