მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
11x11
2011-08-30
ისტორიული მატჩის გამოხმაურება
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე ტური სამუდამოდ შევა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. საუბარია ამ შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" დაპირისპირებაზე. როგორც იცით, მანკუნიანელებმა მეტოქე 8-2 გაანადგურეს, ამგვარი შედეგი კი ისტორიულია. დიახ, აქამდე ორი ინგლისური გრანდის ურთიერთშეხვედრებში ათი გოლი არასოდეს გასულა და პლუს ამას, მანკუნიანელებს ლონდონელები ექვსბურთიანი სხვაობით არასოდეს დაუმარცხებიათ. მოკლედ, "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულმა დაპირისპირებამ ინგლისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და შესაბამისად, შეფასებებიც მრავლად გაკეთდა. პირველ რიგში ალბიონური სპორტული გამოცემების პოზიცია იყო საინტერესო. თითქმის ყველა გაზეთსა თუ ჟურნალს ერთი მთავარი სათქმელი ჰქონდა - "არსენალის" ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის კრიტიკა. "დეილი მეილი": "ვიცით, ძალიან ბევრს გაუკვირდა დაფიქსირებული შედეგი, მაგრამ ვფიქრობთ, ლონდონელთა განადგურებაში გასაკვირი არაფერი ყოფილა. მოდით, გადავხედოთ შემადგენლობას. "კანონირთა" რიგებში რამდენიმე ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია. მართალია, ახალგაზრდების ნაკლებობა არც მასპინძელთა შემადგენლობაში შეინიშნებოდა, მაგრამ აქ ერთი დიდი სხვაობაა - ფერგიუსონის გუნდი იყო ბევრი ფიქრის, ვარჯიშისა და შეთამაშების შემდეგ დაკომპლექტებული, ხოლო ვენგერს უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან ივან გაზიდისი და ალიშერ უსმანოვი, რომ ვარსკვლავების, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელების გასხვისება არ შეიძლება. შესაძლოა, მათ განაცხადონ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, თავად მოთამაშეებმა მოინდომეს წასვლაო, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება გასასამართლებელი საბუთი. სამირ ნასრიმ ჩვენთან საუბარში ახსნა, რომ მხოლოდ იმიტომ უნდოდა წასვლა გუნდიდან, რომ ხელმძღვანელები არაფერს აკეთებდნენ "არსენალის" გასაძლიერებლად. მოკლედ, ჩვენ, ყველამ ერთად შეგვიძლია თითი გავიშვიროთ ლონდონური გუნდის ხელმძღვანელებისკენ, რომლებმაც ერთ დროს მრისხანე გრანდი ასეთ დღეში ჩააგდეს".
რაც შეეხება "სანს", ამ გამოცემის ჟურნალისტები კიდევ უფრო მკაცრად მიუდგნენ საკითხს: "მოგიწოდებთ "არსენალის" ყველა ერთგულ ქომაგს, სასწრაფოდ დაიწყეთ საპროტესტო გამოსვლები "არსენალის" იდიოტი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, თუ არ გინდათ, რომ თქვენი საყვარელი კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონლიგაში იხილოთ. ის ფაქტი, რომ "მეთოფეები" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდებოდნენ, წინასწარვე ცნობილი იყო, თუმცა არავინ ელოდა ბიჭების ასეთ უსუსურობას. არც ერთ ფეხბურთელს ბრძოლის ჟინიც კი არ ეტყობოდა. როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ გუნდის მმართველობით სტაფში, სადაც ყველას ფეხებზე ჰკიდია გუნდის მომავალი, არამედ სამწვრთნელო შტაბში. არსენ ვენგერი უკვე წლებია ვერ ახერხებს "არსენალთან" ერთად მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვებას და ალბათ, აქამდეც უნდა წასულიყო...". რაც შეეხებათ თავად მწვრთნელებს, ალექს ფერგიუსონმა თამაშამდე კბილი გაჰკრა ვენგერს, მე რომ "მანჩესტერში" ექვსწლიანი "მშრალი" პერიოდი მქონოდა, აქ ერთ წამსაც არ გავჩერდებოდიო, მაგრამ ნამატჩევს როგორც ჩანს, დაინდო ფრანგი კოლეგა და გასაქილიკებელი არაფერი უთქვამს. პირიქით, ფერგიმ მუსიე ერთგვარად ანუგეშა კიდეც: "დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საღამოს სამი ქულა ჩვენ დაგვრჩებოდა, მაგრამ რაღა დაგიმალოთ, ანალოგიურ შედეგს არ ველოდი. პრინციპში, "არსენალის" მარცხს გარკვეული გამართლებაც აქვს, რადგან გუნდს ერთდროულად რვა წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ასეთ პირობებში კი, რთულია წარმატებას მიაღწიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენი მეტოქე "მანჩესტერია". მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მათ ჩემი ყველა მითითება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს და ბოლომდე დაიხარჯნენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ისიც, რომ გაჩარხული ტრანსფერები გამართლებულია. დე ხეამ, ფილ ჯონსმა და განსაკუთრებით ეშლი იანგმა, თავიანთი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს. მიუხედავად უდიდესი სიხარულისა, ამ მატჩმა ცუდი შედეგიც მოგვიტანა - დაშავდა დენიელ უელბეკი, არადა, სეზონის სტარტს ახალგაზრდა თავდამსხმელი დიდებულ ფორმაში შეხვდა და გოლებსაც იტანდა. ჯერჯერობით არ ვიცი, რა სირთულისაა მისი დაზიანება, თუმცა იმედი მაქვს, რომ უახლოესი შეხვედრისთვის ის უკვე მზად იქნება". რთული მისახვედრი არ არის, რომ არსენ ვენგერი ძალიან ცუდ განწყობაზე იყო და დანა კბილს არ უხსნიდა. პრეს-კონფერენციაზე მას პირველ რიგში ის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა გუნდის დატოვებას: "რთულ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ გაქცევა არ მიფიქრია და ახლაც ასე იქნება. კლუბში დავრჩები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ. დამეწრმუნეთ, ძალიან ბევრი ამ მარცხის გამო თავს ლაფს დაგვასხამს, ვიცი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგვატარებენ, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. პირადად მე ღრმად მწამს, რომ ძალიან მალე გუნდი ბევრად უკეთესად ათამაშდება. ჩემთვის "არსენალის" დატოვება ძალიან რთულია, მთელი ჩემი გამოცდილება ამ კლუბის კეთილდღეობას შევალიე და აქედან ფეხს იქამდე არ მოვიცვლი, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებთ. საუბარი იმის შესახებ, დაფიქსირდებოდა თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" სხვაგვარი შედეგი, მოედანზე სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი რომ ყოფილიყვნენ, სისულელეა. მათ გადაწყვიტეს წასვლა და ჩვენ არავის ვექაჩებით. მიუხედავად ყველაფრისა, მუშაობას გავაგრძელებთ და დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე". სხვათა შორის, ამ მატჩთან დაკავშირებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი უნდა გაგაცნოთ. უეინ რუნიმ BBჩ-სთან საუბარში მეტად უცნაური და რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური განცხადება გააკეთა, რის გამოც შესაძლოა მას ფინანსური სანქციები დააკისრონ: "არაფერია იმაზე დიდი სიამოვნება, როდესაც გოლს იტან "არსენალის" კარში და შემდეგ ამ გუნდის გულშემატკივრების მომტირალ სახეებს უყურებ. როდესაც მეკითხებიან, უეინ რა გიყვარს ყველაზე მეტად, ჰამბურგერი, ჩიფსები, ფლეისთეიშენი თუ კინოთეატრში წასვლა, მე ვპასუხობ - ყველაზე მეტად "არსენალის" კარში გოლის გატანა მსიამოვნებს. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ამ საღამოს სამჯერ შევძელი ლონდონელთა დამწუხრება. ჩემს ვერც ერთ დარტყმულს შესნი ვერაფერს მოუხერხებდა, რადგან ყველა გასროლა აუღებელი იყო. აქამდე არასოდეს შემისრულებია "არსენალის" კარში ჰეთ-თრიკი და იმედი მაქვს, რომ ეს უკანასკნელი არ იქნება". დიახ, სწორედ ამ არაეთიკური და არაჯენტლმენური გამონათქვამების გამო შესაძლოა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "შრეკს" ფინანსური სანქციები დააკისროს.




კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი