მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კახეთის ხმა
2006-10-02
რუსეთს გაეროში მშვიდი დღეები არ ელოდება
გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე საქართველო, უკრაინა, Aზერბაიჯანი და მოლდავეთი (ბლოკ სუამ-ის ფარგლებში) გადაწყვიტეს, მათ მიერ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის შექმნილი ორგანიზაციისათვის ლეგალური სტატუსი მიენიჭებინათ. სწორედ ამ მიზნით გაიმართა გასულ კვირას ზემოხსენებული ქვეყნების საგარეო სამქეთა სამინისტროების ელმძღვანელთა შეხვედრა.

სუამ-ის წევრთა შორის საქართველო ყოველთვის გამოდიოდა, როგორც საკუთარი ინტერესების ყველაზე შეურიგებელი დამცველი (სხვათა შორის, ამ ინტერესებს, რატომღაც, ანტირუსულად მიიჩნევენ). ბლოკის წევრებმა გადაწყვიტეს, მშვიდობისმყოფელთა კორპუსის შექმნაზე მუშაობა დაეჩქარებინათ, თუმცა ამჯერად მოლდავეთმა, თავისი ნეიტრალური სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავა. რეგიონული ბლოკის გაეროს სესიაზე ჩასვლა ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხში. რუსეთში, უბრალოდ, ვერ გაურკვევიათ, კონკრეტულად რა შედეგს ელიან მეამბოხე ქვეყნები.

დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიუ-იორკში განაცხადა, რომ კიშინოვში, მაგალითად, საეღთაშორისო საზოგადოების ადეკვატურ რეაქციას ელოდებიან; კონკრეტულად კი, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეშფოთება უნდა გამოხატოს კონფლიქტების მოუგვარებლობით და ისიც აღნიშნოს, რომ ამაში ნეგატიურ როლს თამაშობს რუსეთი. იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე თანამეგობრობა, გასულ კვირას საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა მოლდავეთის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრააციის მინისტრმა Aნდრეი სტრატანმა. თავისი ქართველი კოლეგებისაგან განსხვავებით, იგი მოერიდა ანტიმოსკოვურ რიტორიკას, აი, მიხეილ სააკაშვილმა კი პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი ქართული ტერიტორიების ბანდიტურ ანექსიაში.

მოლდავეთის პოზიცია სესიის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე დააფიქსირა, აგრეთვე, პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა: "გაეროში ჩვენი ძალისხმევის მიზანია დნესტრისპირეთის პრობლემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლა და არა იმ კონსტრუქციულ მიღწევებზე უარის თქმა, აქამდე რომ მივაღწიეთ".

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავამჯდომარე კოტე გაბაშვილის აზრით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება იმ ფაქტს, რომ საქართველომ და სუამ-ის სსხვა ქვეყნებმა შეძლეს და ასეთი დაჟინებით პირველად მოითხოვეს გაეროში გაყინული კონფლიქტების საკითხის განხილვა. იგი არ იზიარებს თავისი რუსი კოლეგების აზრს იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ასეთ ტრიბუნაზე მსგავსი პრობლემების განსახილველად გამოტანა საკითხის პოლიტიზირებაა. პირიქით, მას იმედი აქვს, რომ აფხაზეთის, მთიანი ყარაბახის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საკითხები სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით უნდა გადაიჭრას. რუსეთი, რომლის სამშვიდობო კონტინგენტი წლების განმავლობაში მხოლოდ ამუხრუჭებდა კონფლიქტების მოგვარებას, უნდა შეეგუოს რეალობას და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა.



კალენდარი
მაისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი