მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კახეთის ხმა
2006-10-02
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, პირდაპირი გზით აირჩიონ თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების (რაიონებში) წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო.

საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრულველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 28.

საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება საქართველოს მასშტაბით, ყველგან, სადაც ვრცელდება საქართველოს სახელწიფო იურისდიქცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (IშFED) 1995 წლიდან განხორციელებული აქვს საქართველოში ჩატარებული ყველა ტიპის არჩევნებისა და რეფერენდუმის მართომასშტაბიანი მონიტორინგი. ამჯერად, ჩვენი ორგანიზაცია 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 3000 დამვირვებლის მეშვეობით დააკვირდება ქვეყნის მასშტაბით მის თითოეულ საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე.

(ISFED)-ის საარჩევნო კომპანიის ძირითადი მიზანია 2006 წლის 5 ოტომბრის ადგიოლობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფართომასშტაბიანი და მიუკერძოებელი მონიტორინგის განხორციელება და არჩევნების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

ამომრჩეველთა სიები

არსებობს ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიები, ასევე-სიის დანართი(გადასატანი საარჩევნო ყუთის სია). თითოეულ სიაში შეიტანება საარჩევნო ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შემდეგი მონაცემებით:

გვარი, სახელი;

დაბადების თარიღი(რიცხვი,თვე,წელი).

რეგისტრაციის ადგილი(მუდმივი საცხოვრებელის მისამართი);

საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ფაქტობრივი საცხივრებელი ადგილი(იძულებით გადაადგილებული პირისთის აღინიშნება დროებითი საცხოვრებელი მისამართი);

ამომრჩეველთა ეწრთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

ერთი ამომრჩეველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საარჩევნო უბნის სიაში.

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. მასში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიასნ სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვიტმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემზე. ხოლო ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მომსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

2006 წლის 5 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სგადაამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკო-ს "ცხელი ხაზის" (424242) ანდა ვებ-გვერდის: ჰტტპ/წწწ.ცეც.გოვ.გე/, ხოლო სექტემბრიდან საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანში გამოკრულ ამომრჩევლთა ერთიანი სიების მეშვეობით.

ამომრჩეველს უფლება აქვს ამომრჩეველთა ერთიან სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა ანუ 2006 წლის 12 სექტემბრისა, მოითხოვოს სიაში მის და მის ოჯახის წევრთა შესახებ არსებულ მონაცემში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მეოცე დღისა ანუ 2006 წლის 15 სექტემბრისა. ამომრჩეველს უფლება აქვს მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება რაიონულ/საქალაქო სასამართლოში ორი დღის ვადაში გაასაჩივროს. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ორი დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნებამდე 13-ე დღისაანუ 2006 წლის 22 სექტემბრისა, გადაწყვეტილება გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შედეგადაც ცვლილება დაუყოვნებლივ შეიტანება ამომრჩეველთა სიაში.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა აკრძალულია არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში ანუ 2006 წლის 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-12 დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილება შეიტანება სასამართლოს გადაწყვეტილებით. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამომრჩეველი იმყოფებოდა სტაციონარულ საავადყოფოში, გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდა და აქვს შესაბამისი ცნობები, ასევე გადმოკვეთა საზღვარი და აქვს პასპორტში ჩანაწერი. მსგავს შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ორი დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია ორ დღეზე ნაკლები - დაუყოვნებლივ. ასეთი ამომრჩევლების მონაცემები ფიქსირდება სპეციალურ სიაში. თუ კენჭისყრის დღეს ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მიღების მოთხოვნით მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციას, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნონ საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.

ამომრჩეველთა სპეციალური სია დგება იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც, ნაცვლად იმ საარჩევნო უბნისა, სადაც არიან რეგისტრირებულნი, ხმას სხვა საარჩევნო უბანში აძლევენ. ასეთი სახის სიები დგება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და მიეწოდება საუბნო საარჩევნო კომისიებს. ამომრჩეველთა სპეციალური სიის მიხედვით ხმას აძლევენ შემდეგი კატეგორიის ამომრჩევლები:

?საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

?ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში.

?ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

?საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები.

?ის ამომრჩევლები,რომელთაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ აქვს ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის, პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ ან აქვს ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. თუ იგი ერთიდაიგივე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე იცვლის ადგილსამყოფელს.

ამომრჩეველთა სიის დანართი(გადასატანი საარჩევნო ყუთის სია)დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. დანართში შეიყვანება მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელსაც:

?შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო კომისიაში მისვლა.

?იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

?სამკურნალოდ წევსდ საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბანი.

?სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში მომსახურე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საარჩევნო უბნიოდან შირსაა და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი.

?ამომრჩეველი, რომელიც იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ამომრჩეველს გადსატანი ყუთის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 2006 წლის 3 ოქტომბრის 18:00 საათისა.

არჩევნების დღეს კანონით აკრძალულია და არ განხორციელდება ამომრჩეველთა დამატებითი რეგისტრაცია, გარდა კანონით დადგენილი განსაკუთრებული/გამონაკლისი შემთხვევებისა, ამიტომ დროულად შეამოწმეთ ხართ თუ არა ამომრჩეველთა სიაში.

არჩევნების დღემდე არა უგვიანეს ორი დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათის გადაცემისას აცნობებს კენჭისყრის ჩატარების თარიღს, დროსა და ადგილს, ასევე, სიაში ამომრჩევლის ნომერს, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის თაობაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის საკონტაქტო ინფორმაციას.

ამომრჩევლის ბარათი უნდა გადაეცეს ამომრჩეველს არა უგვიანეს 2006 წლის 3 ოქტომბრისა, თუმცა, ამომრჩევლის ბარათის არქონა ხელს არ უშლის ხმის მიცემას.

არჩევნების დღე

საარჩევნო უბანში ხმის მიცემა იწყება დილის 8.00 საათზე. პირველი ამომრჩეველი ხელს აწერს შევსებულ და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ საკონტროლო ფურცლებს. ისინი თავსდება დალუქულ გადასატან და სტაციონარულ საარჩევნო ყუთებში. ამის შემდეგ პირველი ამომრჩეველი იწყებს ხმის მიცემას.

ბიულეტენის მისაღებად და ხმის მისაცემად ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

?საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

?საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

?ხოლო ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობით.

აკრძალულია ხმის მიცემა რომელიმე სხვა დოკუმენტით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა.

ხმის მიცემის პროცედურა

ამომრჩეველი საარჩევნო უბანში შესვლის დროს სპეციალური ხელსაწყოთი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველს უბანში სესვლამდე გაკეთებული აქვს მარკირება ან უარს ამბობს მარკირების გაკეთებასა და შემოწმებაზე, არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან რომელსაც მიეკუთვნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო ბიულეტენის მისაღებად ამომრჩეველი რეგისტრატორს წარუდგენს ზემოთ ჩამოთვლილი პირადობის დამადასტურებელი საბუთებიდან ერთ-ერთს. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ რეგისტრატორს შეაქვს წარმოდგენილი საბუთების დასახელება, ნომერი და მარკირებას უკეთებს ამომრჩეველს.

მარკირების პროცედურაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ ავს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე არ გაიცემა ბიულეტენი.

ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს არ აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამოწმებს ბიულეტენს სპეციალური ბეჭდით. ბიულეტენის გაცემას რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს. ხოლო, მარკირების შემდეგ ამომრჩეველი ხელს აწერს და ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას.

2006 წლის 5 ოქტომბერს ამომრჩეველი მიიღებს ერთ ბიულეტენს თბილისში, ხოლო მეორე ბიულეტენს დანარჩენ ყველა სხვა რაიონში/ქალაქში, ბიულეტენებში მოცემული იქნება არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა სია.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ ერთი პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატის თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგით ნომერს.

თუ შემთხვევით ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან იგი უნდა ჩააბაროს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მიიღოს ახალი. ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით უნდა ჩამოეჭრას კუთხე, გაუკეთდეს წარწერა "გაფუჭებულია" და შეინახოს ცალკე.

თუ რომელიმე პარტიამ/ბლოკმა ან კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, საარჩევნო ბიულეტენზე მისი დასახელების გასწვრივ საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა დასვას ბეჭედი წარწერით: "მოხსნილია არჩევნებიდან".

ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს სარჩევნო ბიულეტენს. აკრძალულია ხმის მისაცემ კაბინაში ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი და ითხოვს დახმარებას. ამ შემთხვევაში ამომრჩეველს უფლება აქვს ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, სხვა ამომრჩეველი, გარდა:

საარჩევნო კომისიის წევრისა;

კანდიდატისა;

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დამკვირვებლისა;

არ შეიძლება კაბინაში ერთდროულად იმყოფებოდეს ერთზე მეტი ამომრჩეველი. თითოეულმა ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის, თუნდაც ოჯახის წევრის ნაცვლად. ასევე, აკრძალულია ბიულეტენის საარჩევნო უბნის გარეთ გატანა ან მისი განადგურება.

შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი კეცავს ისე, რომ შუძლებელი იყოს მისი დანახვა, თუ ვის მისცა ხმა. დაკეცილ ბიულეტენს ათავსებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე მდებარე სპეციალურ კონვერტში და აგდებს საარჩევნო საარჩევნო ყუთში. არ შეიძლება საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა.

რა ორგანოებს ვირჩევთ პირდაპირი გზით 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში?

გადასატანი ყუთი

ამომრჩევლებს, რომელთაც კენჭისყრამდე 2 დღით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართეს შესაბამისი მოთხოვნით, უფლება აქვთ, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ გადასატანი ყუთის საშუალებით. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის უფლება აქვს ამომრჩეველს, რომელსაც:

შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში დამოუკიდებლად მისვლა;

იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;

წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბანი;

მსახურობს სამხედრო ნაწილში, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბანი;

იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

გადასატანი ყუთის საშუალებით კენჭისყრა იწყება დილის 9:00 საათზე. ყუთი ამომრჩევლებთან მიაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიასთან(ამომრჩეველთა სიის დანართი), საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებსა და კონვერტებთან ერთად. გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის მონაწილეთათვის არ გამოიყენება მარკირება. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა მთავრდება 19:00 საათზე. საარჩევნო უბანში გადასატანი ყუთი ბრუნდება 20:00 საათამდე.

ძირითადი კენჭისყრა მთავრდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი და იწყება ხმის დათვლის პროცედურა. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს, მათ შორის ნებისმიერ ამომრჩეველს, შეუძლია დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს თავისი შენიშვნა დააფიქსიროს ჩანაწერთა წიგნში მე-10 და მის მომდევნო გვერდებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.



კალენდარი
ნოემბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი