მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კახეთის ხმა
2006-10-02
წყალდილობამ წნორში სახლები დატბორა

გასულ კვირას სიღნაღის რაიონს კოკისპირულმა წვიმამ პრობლემა შეუქმნა. წვიმა შუაღამეს დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდა. სტიქიამ ღამით წნორის რამდენიმე ქუჩაზე სახლები დატბორა, გზები კი წნორშიც და მეზობელ სოფლებშიც ძალიან დააზიანა. ახლად მოხრეშილი გზები ხელახლა გასაკეთებელი გახდაო, - გვითხრა ბოდბისხევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - მიხა ტუხაშვილმა. ხელახლა გახდა მოსახრეში გზები წნორშიც. ქალაქში უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობს, კომუნალური სამსახური მთელი დღის მანძილზე ჩახერგილი გზების აღდგენას ცდილობს. საქმე ისაა, რომ ქვიშა და ნაშალი მიწა ღვარმა წნორის ცენტრშიც ჩამოიტანა. ასფალტიდან მუშებმა შვიდი მანქანა მიწა ახვეტეს. ახლად დაგებული წნორი სიღნაღის ტრასაზეც ქვა-ღორღია გადმოტანილი.

- გზების გარდა წყალსატევიც დაზიანდა. საცავი მიწა სულ ჩარეცხილია. გზებიც ახლიდანაა მოსახრეში. არადა, ახლა წნორის ცენტრში ტროტუარების მოპირკეთებას მოვრჩით. ღვარმა მთელი მიწა ცენტრში ჩამოიტანა. ეს ორი დღეა, გზების გასუფთავებაზე ვმუშაობთ, - ამბობს წნორის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე გია ნაცვლიშვილი.

სიღნაღის რაიონში ამ ხუთ წელიწადში უკვე მესამე წყალდიდობაა, თუმცა მასშტაბებით გასულ წლებში მომხდარ სტიქიას ვერ უტოლდება, მაგრამ წნორელები ამბობენ, რომ ასეთი ზარალი მათ მაშინ არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, 2002 წელს წყალდიდობამ მთლიანად დაანგრია წყლის კოლექტორი ბოდბისხევში. წნორის რკინიგზის ხიდთან რკინაბეტონის ფილები მაშინ ოცი მეტრის სიმაღლეზე ერთმანეთზე იყო დაწყობილი. ამ კოლექტორის მშენებლობა ოცდაათი წლის წინ, რამდენიმე მილიონი მანეთი დაჯდა იქამდე სანამ აქ სოფლის ახალი ქუჩები გაშენდებოდა. ახლა ამ მონაკვეთს ყოველი წყალდიდობის დროს საშიშროება ემუქრება. ღვარი წვიმიან ამინდში პირდაპირ გზებზე მოედინება. ასეთი ღვარების დროს ამ სოფელში ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. 1982 და 1989 წლებში. მამაკაცები მანქანიანად გაიტაცა. 2003 წელს მსგავსი წყალდიდობა ვაქირისა და ანაგის საზღვარზე მოხდა. წყალმა ორი ხიდი დაანგრია და სატვირთო მანქანა გაიტაცა. მძღოლი სასწაულით გადარჩა. გზები დღემდე ისეა დახრამული, ერთი ხიდის აღდგენაც მოხერხდა.

სოფელ ბოდბისხევში დღემდე იხსენებენ თანასოფლელი ავლიპ ზურაბაშვილის დამსახურებას. ირწმუნებიან, რომ მისი გავლენა თუ არა, აქ კოლექტორს არავინ გააშენებდა. არადა, წვიმის დროს სოფელი სულ საშიშროების წინაშე იყო, ამიტომ უმეტესობა გორაკებზე ცხოვრობდა. ახლა სოფელი იმ ადგილებშია გაშენებული, სადაც ადრე ხევები იყო. ახლა კოლექტორი დანგრეულია და წყალი ისევ სტქიურად მოედინება, ამიტომ ამ დასახლებებს საშიშროება ემუქრებათ.

იმედია, არჩევნებში ჩაბმული კანდიდატები სოფლის გასაჭირს არ დაივიწყებენ და, თუ სოფელს პრეზიდენტი ესტუმრება, არ ეტყვიან, ისე ვართ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო. არადა, კარგად მართლა არ არიან: გზები ისევ ჩაიხერგა, ხევი კი უარესად გაივსო მიწით.

ავტორი: ნინო ჭაბაშვილი


კალენდარი
ივლისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი