ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ასეულობით კანდიდატი ემზადება.
ხალხის მხარდაჭერის მიღების მსურველთა შორის ქალებიც არიან. ჩვენი ინფორმაციით, კახეთის რეგიონის 8 რაიონის საარჩევნო ოლქში ქალთა მონაწილეობა შედარებით აქტიურია. თუ გასულ წლებში ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილობა მხოლოდ ამომრჩევლის რანგში შემოიფარგლებოდა, წელს ეს სურათი ნაწილობრივ შეიცვალა, რადგან ქალი კანდიდატების რიცხვმა მოიმატა.
ქალები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და, შესაძლოა, მათ მეტოქე კანდიდატ მამკაცებს აჯობონ, ასეთ პროგნოზს აკეთებს ორგანიზაცია "ქალთა ხმის" ხელმძღვანელი ჯილდა ნიბლაძე, რომლიც პარალელურად ეუთოს პროგრამის OSCE/ODIR -ის ტრენერიცაა კახეთის რეგიონში. მას ამ განხცადების საფუძველს კახეთის მასშტაბით ჩატარებული მონიტორინგი აძლევს, რომლის მიხედვით ქალი კანდიდატების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შესამჩნევი გახდა.
როგორც წესი, არჩევნებში ქალთა მონაწილობა საქრთველოში ყოველთავის აქტიური იყო, ოღონდ ქალები ამომრჩევლებად, დამკვირვებლებად, საარჩევნო ადმინისტრაციებში მონაწილე პერსონებად გვევლინებოდნენ. როგორც ჩანს, ამ სტრეოტიპის დანგრევას ხელი ნაწილობრივ პოლოტიკური პარტიების გენდერულმა პოზიციამ და ახალმა საარჩევნო კანონმა შეუწყვეს, რის მიხედვითაც ქალებს მონაწილეობის მეტი შანსი მეცათ.
"ქალები დროს უსწრებენ," ასე ფიქრობს ერთ-ერთი კანდიდატი ქალბატონი ციცინო ფიცხელაური, რომელიც ახმეტის საარჩევნო სიაში ნაციონალური მოძრაობის სიით მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი ციცინო კახეთში ერთადერთი ქალი კანდიდატია, რომელიც პარტიულ სიაში უპირობო გამსვლელთა შორისაა.
ოპოზიციური და სამთავრობო პარტიების მიერ წარდგენილთაგან რეგიონის მასშტაბით ქალი კანდიდატების მონაწილობის მაჩვენებელი უხეშად რომ შევაფარდოთ მამაკცი კანდიადატების რიცხვს, 90-10% ზეა. ასეთი უმცირესობის მიხუედავად კახეთის მაგალითზე ეს თანაფარდობა მაინც პროგრესულ ნაბიჯად ითვლება.
ასე მაგალითად, 2003 წლის საპალამენტო არჩევნების დროს კახეთის 57 კანდიადატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიადტი დარეგისტრირდა.
ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, უდავოა, რომ ქალთა აქტივობა გაიზარდა, თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი. მით უფრო, რომ არ ვიცით ამ 90/10 თანაფარდობის შემთხვევაში, რა ნაწილი მოხვდება საკრებულოში.
"თვითმმართვლობის არჩევნებში მონაწილობის დროს ქალ კანდიდატებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, მათ საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს. გასული თვის განმავლობაში განხორციელდა შეხვედრები, გამოვცემთ ბუკლეტს, მოვაწყვეთ მათი მხარდამჭერი აქციები, ხელს ვუწყობთ მათ მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე. მიმაჩნია, რომ მათი ძირითადი მოვალეობაა მაქსიმალური მონაწილეობის მიღება შეძლონ. ქალ ამომრჩევლებს კი მოვუწოდებ, ხმა ქალ კანდიდატებს მიცენ."- აცხადებს ჯილდა ნიბლაძე.
რა არის ქალი კანდიდატების მთავარი მესიჯი, ეს ცალკე კვლევის მიზანია, თუმცა თუ მათ საარჩევნო კამპანიას თავალს გადავავლებთ, მთავარ მესიჯად წესრიგი, პატიოსნება და სამართლიანობა რჩება.
მაგალითად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოფელ კარდენახში მარინა დოლენჯაშვილის მთავარი საარჩევნო მესიჯი სწორედ საარჩევნო უფლებების დაცვა გახდა, როდესაც "სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონალურ ორგანიზაციას საარჩევნო წესების დარღვევის გამო მიმართა. ქალები თავიანთი უფლებების დაცვისათვის იბრძვიან და მართლაც რომ დიდ სამასახურს უწევენ საზოდაგოებას. მაჩნია ნანა დევიძეს.
"მე, მაგალითად, როგორ ამომრჩეველმა, მინდა მხარი ჩვენი სოფლის ქალ კანდიდატს, ქალბატონ ნუნუ კარდენახიშვილს დავუჭირო, რადგან მან სოფლისათვის ბევრი კარგი გააკეთა, მიმაჩნია, რომ რაიონის საკრებულოში მისი მონაწილეობა ბევრ სასიკეთო საქმის განხორცილებას დაუდებს სათავეს. თანაც მჯერა, რომ ქალს მეტად შესწევს უნარი გაჭირვებილი ხალხის მხარდამჭერი გახეს." მიაჩნია 65 წლის ლამარა სოსებაშვლს.
ამ პირობის შესრულების უნარის მქონე ადამიანების მოხვედრა საკრებულოში მართლაც მთავარი აუცილებლობაა. თანაც ერთია, რომ პირობა დადო და მეორეც, ისინი შეასრულო. ქალებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ თუ ძალაუფლებას მიიღებენ, კარგი მესაჭეები არიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კარგი საფუძველი გახდება.















































































