მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ქართული საახალწლო ტრადიციების დიდი ნაწილი წარმართულია: ჩიჩილაკის ჯოხის "უნზრახ ოჯახში" შეგდება დიდ უბედურებას მოასწავებდა

საქართველოში ახალ წელთან ბევრი წარმართული ტრადიცია იყო დაკავშირებული - "ბასილას", "ჩიჩილაკის", "ღორის თავის" კულტი... ქართველი მეკვლე წარმართული ხანის ქურუმს განასახიერებდა, ხოლო ახალი წლის კერა - მის წმინდა სამსხვერპლოს.

ჩიჩილაკის კულტი

ჩიჩილაკის კულტი საქართველოში ეთნოგრაფიულად, განსაკუთრებით - გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული. მაგალითად, ძველ სამეგრელოში ჩიჩილაკის ტრადიცია ასეთი იყო: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მეგრელები საჩიჩილაკოდ ტყეში თხილის ჯოხს მოჭრიდნენ და წყალში დაალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამით ჩიჩილაკის ჯოხს ზედ კერის ცეცხლზე დაატარებდნენ, რომ მის ქერქს "ტკაცატკუცი" დაეწყო. შემდეგ ზედა კანს გააცლიდნენ და ჩიჩილაკის თლას დაიწყებდნენ. გრძელ თეთრწვერიან ჩიჩილაკს, ჩვეულებისამებრ, რთავდნენ ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით. ხილთა შორის ჩიჩილაკს შეიძლებოდა ვაშლი ან მსხალი დაკლებოდა, მაგრამ ბროწეული კი აუცილებელი იყო.

საახალწლო ჩიჩილაკს სამეგრელოში ძველად ერთ კვირას ინახავდნენ, შემდეგ სამკაულს შემოაცლიდნენ, თეთრ წვერს ცეცხლზე შეტრუსავდნენ და გამურულ ჯოხს "უნზრახ ოჯახში" შეაგდებდნენ. ამიტომ იმ ღამეს ყველგან ფრთხილობდნენ, რომ გამურული ჩიჩილაკის ჯოხი არავის შემოეგდო, რაც ოჯახისათვის დიდ უბედურებას მოასწავებდა.

ეს ჩვეულება სამეგრელოში წარსულს ჩაბარდა. ქართველი ეთნოგრაფის სერგი მაკალათიას აზრით, ჩიჩილაკი წარმართული ხანიდან უნდა მომდინარეობდეს. თავისი გრძელი და ხუჭუჭა წვერით იგი მზის ღვთაების სიმბოლო იყო, რომლის ხელის შეხებით ქართველი მეკვლე, ბაბილონელ მეფეთა მსგავსად, მომავალს წინასწარმეტყველებდა.

გარდა ამისა, ჩიჩილაკს თხილის ჯოხისაგან აკეთებდნენ და მისივე ტოტებით ამკობდნენ, რაც უდავოდ მზის ღვთაების თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული.

მაგალითად, აფხაზები თხილს დღესაც წმინდა ხედ თვლიან და კვერებით ულოცავენ. საზოგადოდ, ხეთა თაყვანისცემა დაკავშირებულია მნათობთა თაყვანისცემასთან. თხილის ხე-ბუჩქი, როგორც ნოყიერი ნაყოფის მქონე, მზის ღვთაებისადმი იყო შეწირული. ძველ საბერძნეთში ღმერთებს იმ ხისგან აქანდაკებდნენ, რომელიც მისადმი იყო შეწირული. მაგალითად, ზეთისხილის ხისგან ღვთაება ათენას აქანდაკებდნენ. დიონისეს - ვაზისაგან, აპოლონს - პალმისაგან და ა. შ. მუხა ზევსის სადგომი იყო, პალმა აპოლონის... ამიტომ შესაძლებელია, თხილის ხე, ქართულ მუხასთან ერთად, მზის ღვთაების სადგომად იყო საქართველოში მიღებული, რომელიც შემდგომ ახალ წელს - მზის ღვთაების დღესასწაულზე ჩიჩილაკის სახით იქნა განსახიერებული.

ბასილას (წმ. ბასილი) კულტი

ძველ საქართველოში, ისევე როგორც ყველა წარმართულ ქვეყანაში, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ (ახ. წ. აღ-ით IV საუკუნე) ახალი წლის დღესასწაული დაუკავშირეს წმ. ბასილი დიდის ხსოვნას და, შესაბამისად, ყველა წარმართული ხანის დღესასწაული იმ დროიდან გადმოქრისტიანდა. უკანასკნელ დრომდე ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისაგან გამომცხვარი "ბასილას" ქანდაკებაც. ქრისტიანულ დოგმატიკით ყოვლად შეუძლებელი იყო მისი წარმომავლობა IV საუკუნის შემდგომ პერიოდს დაკავშირებოდა, მით უმეტეს, რომ მართლმადიდებლურ - დიოფიზიტური აღმსარებლობით, ყოველგვარი ქრისტიანული კერპების და ქანდაკებების აგება მკრეხელობად იყო გამოცხადებული. მაშ, საიდან უნდა წარმომდგარიყო ქართულ საახალწლო სუფრაზე "ბასილას" ქანდაკების ტრადიცია?

ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის სერგი მაკალათიას აზრით, "თავდაპირველად ბასილა არა წმ. ვასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება უნდა ყოფილიყო, ბასილას კვერები კი - მასთან დაკავშირებული ღვთაებანი, რომლებსაც ჩვენი წინაპარნი შორეულ წარსულში შვიდ მნათობთა სახით თაყვანს სცემდნენ.

მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ვასილის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე მდებარე მზის ღვთაების ქანდაკებას ბასილა ეწოდა".

სხვათა შორის ამას ერთგვარად ადასტურებს ის ტრადიციებიც, რომლებიც ძველ აღმოსავლეთში "მზის ღვთაების" კულტთან იყო დაკავშირებული.

მაგალითად, ძველ ბაბილონში ახალი წელი მარდუქის - მზის ღვთაების დღესასწაული იყო. მარდუქის კერპს, ისევე, როგორც ბასილას, ცომისაგან ამზადებდნენ და ადამიანის სახით და ცხოველთა ნაწილებით აქანდაკებდნენ. ძველ ეგვიპტეში ოსირისის (მზის ღვთაება) დღესასწაულზე, რომელიც 6 იანვარს იმართებოდა, ამ ღვთაებას ადამიანის სახით ცომისაგან აქანდაკებდნენ და მდინარეზე ჰყავდათ დასვენებული. ყოველივე ეს აშკარად მოუთითებს იმ ურთიერთობების ცხოველმყოფელობაზე, რაც ძველ ქართულ ტომებს ძველი აღმოსავლეთის ხალხებთან აკავშირებდა.

ღორის თავის კულტი

ისტორიულად ძველ საქართველოში (გარდა მისი გამაჰმადიანებული ნაწილებისა) ახალი წლის სახალხო სუფრაზე საპატიო ადგილი ღორის თავს ეჭირა, სამეფოზე კი - გარეული ტახის თავს. გარეული ტახის თავი იყო გამოსახული, აგრეთვე, მეფე გიორგი I-ის ფულზეც.

ძველ აღმოსავლეთში ღორი, საზოგადოდ ერთგვარ ტოტემად ითვლებოდა. მაგალითად, ეგვიპტეში ღორებს პატივით ეპყრობოდნენ და მათი ხორცის ჭამაც აკრძალული იყო, რადგანაც, ეგვიპტელების რწმენით, ღორმა ადამიანს მიწის ხვნა ასწავლა.

საქართველოში ღორის კულტს, სხვა ცხოველებთან შედარებით, ახალი წლის დღესასწაულის დროს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. წარმართულ საქართველოში ფრიად გავრცელებული იყო ხეთა თაყვანისცემა, განსაკუთრებით მუხისა, რომელიც საზოგადოდ, მზის ღვთაების სადგომად ითვლებოდა. ამასთანავე, წმინდა მუხნარის ხეივანს განსაკუთრებით ღორები ეტანებოდნენ, რომლებიც მისი წმინდა ნაყოფით იკვებებოდნენ. ამიტომ ეს ცხოველებიც, მორწმუნეთა შემეცნებით, ხელუხლებლად და მუხის ღვთაებისადმი შეწირულებად ითვლებოდნენ.

აქედან გამომდინარე, წარმართულ საქართველოში, სადაც გავრცელებული იყო მუხის თაყვანისცემა, ღორებს წმინდა ცხოველებად თვლიდნენ და მორწმუნეთა შორის მათი ხელის ხლება და ხორცის ჭამაც სასტიკად იკრძალებოდა. ხოლო, წელიწადში ერთხელ, ახალ წელს ღორებს მზის ღვთაებას მსხვერპლად სწირავდნენ.

ჩვენი წარმართი წინაპარნი, ღორებს წმინდა მუხას რომ სწირავდნენ, ამას, სხვათა შორის, სამეგრელოში დღემდე დაცული სალოცავი კაპუნობა და დოდგიმირის არსებობა მოწმობს.

ამ სალოცავს ხალხური თქმულება მარტვილის წმინდა მუხას უკავშირებს. ძველად, როდესაც მეგრელები მარტვილის მუხას თაყვანს სცემდნენ, მას მსხვერპლად თურმე ღორებს სწირავდნენ. დაკლულ ღორს სხვა სანოვაგესთან ერთად შიგ მუხაში შედგამდნენ და ამიტომ, თვით სალოცავს "დოდგიმირი" ეწოდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ანდრია მოციქულმა ეს წმ. მუხა მოაჭრევინა, აღნიშნული სალოცავიც ხალხმა თავის ოჯახებში გადაიტანა...

ამ თქმულებიდან ირკვევა, რომ ღორი მუხის (მზის) ღვთაებისადმი ყოფილა შეწირული. ამიტომ წარმართულ საქართველოში ღორი, როგორც წმ. მუხის ნაყოფით მსაზრდოებელი ცხოველი, მორწმუნეთა შორის ერთგვარ ტაბუდ ითვლებოდა, ანუ ღვთისაგან აკრძალულად, როგორც, ფშავ-ხევსურეთში, სადაც ღორის ხორცის ჭამა ხატისაგან აკრძალულია. მხოლოდ ქურუმებს თუ შეეძლოთ ღორის მსხვერპლად შეწირვისას მისი ზოგიერთი ნაწილის მირთმევა.

მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებისას, მრავალი წარმართული წესების შეცვლასთან ერთად, ღორსა და სხვა ცხოველებზეც დადებული ტაბუ თანდათანობით მოისპო და მათი ხორცის ჭამაც გაქრისტიანებულ მორწმუნეთა შორის ნებადართული გახდა.

ამას, სხვათა შორის, მოწმობს ჩვენში დარჩენილი ერთი თქმულება ღორისა და წმ. ბასილის შესახებ: "ერთხელ, თურმე, წმინდა ბასილი წირვად იდგა და იმ დროს მას ღორმა ახლოს გაურბინა. ღორს მუცელში ეშმაკი ჰყავდა და მისი ხორცი არ იჭმეოდა. წმ. ბასილი ხელში ჯვრით ღორს გამოეკიდა და სწორედ იმ დროს მიეწია, როდესაც ღორი წყალში გადახტომას აპირებდა. წმ. ბასილმა მოასწრო და კუდზე ფეხი დააბჯინა. იმავ წამში ეშმაკი ღორიდან გადმოხტა და წყალში გადავარდა. მაშინ ბასილმა ღორი აკურთხა. ამიტომ აქვს ღორს კუდის ბოლო გაბრტყელებული".

ამრიგად, შეიძლება ითქვას, ახალ წელთან დაკავშირებულმა სამმა უმთავრესმა - ბასილას, ჩიჩილაკის და ღორის თავის ტრადიციებმა, მთლიანად წარმართული ხანის საქართველოდან მოაღწია ჩვენამდე.

ავტორი: კახა ნაციხვარელი


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი