მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
"საახალწლოდ კლიენტები "ბამბანერკებსა" და შამპანურებს გვიტოვებენ": ქართველ მეძავებს არც ისე "ტკბილი" ახალი წელი ელით

ახალ წელს ქართველების უმრავლესობა შინ, ოჯახურ გარემოში ან ყველაზე ახლობელ მეგობარ-ნაცნობებთან ხვდება. ამ ბედნიერ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წარმომადგენლები - მეძავები, რომლებიც საახალწლოდ კვლავ აქტიურად "შრომობენ" და ამით "არსობის პურის" მოპოვებას ცდილობენ.

იმისათვის, რომ გაგვეგო, რა განწყობით ხვდებიან მეძავები შობა-ახალ წელს, მათი შეკრების ყველაზე პოპულარულ და ლამის ლეგალურ ადგილს - ცირკის მიმდებარე ტერიტორიას "ვესტუმრეთ". ცივი ამინდის მიუხედავად, მეძავთა ერთი ნაწილი ხუმრობისა და "ღადაობის" ხასიათზე აღმოჩნდა, მეორე ნაწილი, რომელიც იქვე დანთებულ ცეცხლთან ნაჩქარევად მოდუღებულ ყავას მიირთმევდა და გათბობას ცდილობდა, სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა. თუმცა, სახელი და გვარი არავინ გაამხილა.

ერთ-ერთი მეძავი, რომელიც 43 წლისაა (მას 23 წლის ვაჟიშვილი ჰყავს და დედის შესახებ არაფერი იცის), ცირკთან თავის ხუთკაციან "კუტოკთან" ერთად უკვე ცხრა წელია მუშაობს. "კუტოკში" ძირითადად თბილისელები არიან. ეს შემოსავლიანი პროფესია მას მხოლოდ იმიტომ აურჩევია, რომ საკუთარი პრობლემები აქვს გადასაჭრელი: "ადრე ხაჭაპურიც გამიყიდია, მაგრამ დღეში ორი ლარი არ მრჩებოდა. აქამდე პატიოსნად ვცხოვრობდი. მეძავობა კი საკმაოდ რისკიანი პროფესიაა, ცემა-ტყეპა იმდენი გვაქვს, რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია. ახალ წელს რა განწყობით უნდა შევხვდე? თუ ღმერთი გადმომხედავს, შემოსავლიანი დღეები უნდა მქონდეს, მაგრამ ის ან გადმომხედავს, ან არა..."

ცირკის ტერიტორიაზე მხოლოდ დედაქალაქელები მუშაობენ: "სოფლელებსა და მეგრელ მეძავებს, აქ არ ვაჩერებთ, ისინი ვაგზლისკენ გვყავს მიყრილი. კლიენტიც თუ მეგრელია მასაც არ ვიკარებთ. ეს იმიტომ, რომ აფერისტობაში არიან განთქმულები. მეგრელმა კლიენტმა საუნაში 180 ლარი ამომაცალა. კლიენტი ფრანგიც მყოლია, იტალიელიც და ზანგიც, მაგრამ ამისთანა რამ ჯერ არავის უკადრებია", - უთხრა გაზეთ "კვირას" მან.

.ცირკთან მომუშავე "გოგოების" განცხადებით, ისინი "პატრონიანები" არიან და ეს ადგილიც მათი ტერიტორიაა. "ჩვენ ყველა აღრიცხვაზე ვართ და მთაწმინდის ორგანოებს ვეკუთვნით. ვაკისა და საბურთალოს ქვეგანყოფილებები კი მუშაობაში ხელს გვიშლიან, "კლიენტებს წეწავენ". კლიენტები მაინც მოდიან და შეშინებული ძუკნა ძაღლებივით დაგვდევენ. როგორ შეიძლება "ორგანოებში" 18 წლის ბიჭებმა იმუშაონ? ჯერ ერთი, სულ "გაჩხერილები" დადიან და თანაც, არ უნდათ ქალების სიამოვნება დაიკლონ. როცა კაზინოში ფული გაუთავდებათ და 100-დოლარიან მეძავებზე ვეღარ "ქაჩავენ", იძახიან, სად ვიშოვოთ მუქთა "ბოზი", ფული, ბენზინი - ბოლო "პასადკა" ცირკთან აქვთ. რატომაც არა, მუქთა ყველას აწყობს", - აცხადებენ მეძავები.

რაც შეეხება საახალწლო "ფასდაკლებას", კიდევ ერთ-ერთი მეძავის თქმით, ისინი კლიენტებს კი არა, მეძავებს უნდა ეხებოდეს. ბოლოს და ბოლოს, ქალის შრომა ხშირად დაუფასებელია... "ყველამ იცოდეს, 31 დეკემბერს ჩვეულებრივად ვმუშაობთ, 1-2 იანვარს ვისვენებთ, 3-4-ში კი ფულიან კლიენტებთან ერთად "ვგრიალებთ", - ამ პერიოდში ისინი ძირითადად "ბამბანერკებს" და შამპანურებს გვიტოვებენ".

ავტორი: ელისო ხუბუტია


კალენდარი
მარტი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი