მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
25 წლის წინ ქართველი პატრიარქების სახელოვანი გზა ირაკლი-ილია ღუდუშაურ-შიოლაშვილმა გააგრძელა.

სულიერი მწყემსმთავრისგან, ღვთისმბრძოლი ან ღვთის გარეგანი ხელისუფლების პირობებში, ორი გზა არსებობს უფლისა და სამშობლოს მსახურებისა- აშკარა და გაცხადებული დაპირისპირება, ან ფორმალური თანხმობის საბურველქვეშ საზეო და მამულიშვილური საქმიანობა. ერთიცა და მეორეც ერისა და მამულის გადარჩენის საშუალებაა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ბოლშევიკურ რეჟიმში მოღვაწე წინაპარი პატრიარქების ცხოვრებიდან, პირველის მაგალითად ჰყავდა ამბროსი ხელაია და მეორისა- კალისტრატე ცინცაძე. უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატე ცინცაძის გზა ირჩია: საქართველოს ეკლესია ბეწვის ხიდზე გადაატარა და აარიდა ეკუმენურსა და რჯულგანდგომილების განსაცდელებს, უკანასკნელი წლები კი ივერიის ეკლესიას გაბრწყინების ხანად უქცია.

უკანასკნელი ათწლეულის მოღვაწეობით საქართველოს მწყემსმთავარს გაცილებით მეტი საფუძველი აქვს იმ სიტყვების წარმოთქმისა, რომლებიც მას უთქვამს 1992 წლის 25 დეკემბერს:

"მადლობა ღმერთს, რაც კი უფლისგან მითხოვია, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ქართველი ერისთვის და არა პირადად ჩემთვის, ყოველთვის მიმიღია".

და ამიტომაც არის, რომ როდესაც უდიდესი ქრისტიანული ქვეყნები "ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა", საქართველო იულიანური ჟამთასვლით მტკიცედ დგას იმ ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე, რომლის დიდებით მაღიარებლებს იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლი აღდგომა ღამეს სანთლებს უნთებს ქრისტეს საფლავზე!

იდგა დიდი მეუფე ჩვენი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს საზეიმო წირვაზე ამ წმინდანის სახელობის ტაძარში ("ვორონცოვზე") და ლოცავდა ერსა და მამულს, ლოცავდა საღმრთო სიტყვითა და მწყემსმთავრის სათნო გულით. იდგა მრევლი და ისმენდა, იდგა მრევლი და თვალს არ აშორებდა უწმიდესსა და უნეტარესს, რომელიც უზესთაესს ავედრებდა ყველას, ყველა კი იმ წუთებში, აშკარა იყო, ერთხმად მის დღეგრძელობას ითხოვდა უფლისგან.

შეისმინე საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით

ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. წელს კი საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებაც მიიღო (139 ხმით 1-ის წინააღმდეგ) და წინადადებით მიმართა პრეზიდენტს არსებული ატრიბუტიკის ისტორიულით შეცვლასთან დაკავშირებით. ასეთად კი მიჩნეული იყო ხუთჯვრიანი დროშა და ბაგრატოვანთა ღერბი.

რაც შეეხება აღნიშნული დროშის მერიის თავზე აღმართვას და მისი კურთხევის საკითხს, ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა. თბილისის საკრებულომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ხუთჯვრიან დროშასთან დაკავშირებით და ეკლესიისგან ითხოვა მისი კურთხევა. სასულიერო პირთაგან, როგორც ხუთჯვრიანი დროშის, ისე სხვა დროშების კურთხევა თავისთავად პრობლემატურ საკითხს არ წარმოადგენდა.

აქ სადავოა ალბათ ის, გაირკვეს, თუ რისი უფლება ჰქონდა საკრებულოს და იურიდიულად რამდენად გამართლებული იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ეს კი საპატრიარქოს კომპეტენციის სფეროს სცილდება და ამასთან დაკავშირებით ეკლესიის სახელის გამოყენება არასწორია.

ვფიქრობთ, არასწორია იმის განცხადებაც, თითქოს ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკურია, რომ იგი ფრანცისკანელთა ორდენის სიმბოლიკას უკავშირდება და მას ქართულ სინამდვილესთან შეხება არა აქვს. ცნობილია, რომ ფრანცისკანელთა ორდენი XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა, საქართველოში კი ხუთჯვრიანი რელიეფური გამოსახულება დაცულია, მაგ. ბოჭორმის წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხევლის ფასადზე, ცენტრში. ეს ტაძარი X ს-ის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ფრესკული მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშია. ბოჭორმა განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში სამეფო ნიშნით აღბეჭდილი კახეთის მთავარი ციხესიმაგრე იყო, სადაც ინახებოდა წმ. გიორგის მარჯვენა ხელი.

პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებული პუბლიკაციები მოწმობს, რომ შესაძლებელია მოძიებულ იქნეს ახალი მასალები, რომელიც ქართული ჰერალდიკის შესახებ ჩვენს ცოდნას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ვფიქრობთ, სათანადო კომისიამ დროულად უნდა შეისწავლოს და შეაჯეროს ყველა მონაცემი და ურთიერთთანხმობით გადაწყვიტოს ისტორიული დროშის და, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფო დროშის საკითხი.

ვედრება ჩვენი, უფალო- უმყოფე შენს ერს შენი რჩეული საჭეთმპყრობელი.

აღსაყდრების 25 წლის იუბილეს გილოცავთ, თქვენო უწმინდესობავ, ჟამთა სიმრავლეს გისურვებთ "კვირის პალიტრის" მკითხველთა და სრულიად ქართველთა მეოხად.



კალენდარი
მაისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი