მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
პუტინს გენერლები აუბუნტდნენ

ჩრდილო კავკასიის ოლქის უკვე ყოფილი სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ტროშევი პირველი დიდჩინოსანი სამხედრო როდია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აშკარად დაუპირისპირდა.

1994 წელს გენერალმა ვორობიოვმა პრეზიდენტ ელცინს უარი განუცხადა ეხელმძღვანელა რუსი სამხედროებისთვის ჩეჩნეთში. ერთი წლის შემდეგ მის გზას დაადგა გენერალი ლებედი, 1997 წელს გენერალი ჩეჩევატოვი, ხოლო 2000 წელს კი გენერლები კაზანცევი და შამანოვი არ შეეპუენ რუსეთის პრეზიდენტს და არ შეასრულეს მისი ბრძანება.

რუსი გენერლების ურჩობა ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელიც ძალზე სახიფათოა რუსეთისნაირი ქვეყნისთვის. სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გენერალ ტროშევს გენშტაბის უფროსის კვაშნინის სახით ძლიერი ზურგი აქვს და მისი სახალხო დემარში პირველ რიგში თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც, თავის მხრივ, პუტინის კაცად ითვლება.

მეზობელ ქვეყნებში და მით უმეტეს რუსეთში მიმდინარე ასეთი საგანგაშო მოვლენა, რომელსაც შეიძლება "გენერალთა ბუნტი" ეწოდოს, გამორიცხული არ არის, მტკივნეულად აისახოს ჩვენზეც. თუკი ჩრდილო კავკასიის ოლქის სარდალი თავის სამინისტროს არ ემორჩილება, როგორ გგონიათ, იგი დაიზარებს საქართველოს საზღვრისპირა სოფლების დაბომბვის სიტყვიერი ბრძანების გაცემას?!

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გენერალ ტროშევს არ ასვენებს პოლიტიკური ამბიციები და არც მეტი და არც ნაკლები... პრეზიდენტობა სურს, ოღონდ ჯერ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკისა. საპრეზიდენტო არჩევნები ჩეჩნეთში მალე უნდა გაიმართოს, ამიტომაც გენერალ ტროშევს სულაც არ აძლევს ხელს შორეულ ციმბირში სამხედრო ოლქის სარდლობა.



კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი