მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
წელს როგორი კუდი გამოუჩნდება ფარშავანგს?

გახსოვთ ალბათ შარშანდელი წლის ბოლოს საახალწლო პროგრამებს ქართული ტელეარხები რა პომპეზურ რეკლამას უწევდნენ. ისიც გემახსოვრებათ, როგორ გაგვიცრუვდა იმედი. ცხადია, ამ ახალ წელსაც ვერ ავარიდებთ თვალს ცისფერ ეკრანს, თუმცა ახალი პროგრამების ხარისხი და მომზადების დონე შესაძლოა, მერე გაკილვის საგნად იქცეს.

ისევ დიდი მზადებაა. აქამდე გულხელდაკრეფილი კინორეჟისორები, ტელეკომპანიების დაკვეთით, საახალწლო ფილმებს იღებენ და როგორც ბევრი მათგანი ამბობს, ამით ბავშვობის ოცნებას ისრულებს- თუმცა არ აზუსტებენ, მაგრამ... შესაძლოა, საახალწლოდ ეკრანზე "ნაცარქექიას", "ხუთკუნჭულას", "კომბლეს" ან თუნდაც "სამი გოჭის" ინტერპრეტაციებს ვიხილავთ... არ ვიცი სხვა რის გადაღებაზე უნდა ეოცნებათ ჩვენს რეჟისორებს...

სულ ცოტაც და, ვნახავთ, როგორი კუდი გამოუჩნდება ფარშავანგს. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს რეჟისორ გოგი ქავთარაძესთან, რომელიც გარდა იმისა, რომ საახალწლო პროგრამაზე მუშაობს, საგანგებოდ ემზადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 25 წლისთავისათვის. ყოველივე ამის შესახებ ის თავად მოგახსენებთ.

- ცხადია, ადამიანს საზოგადოებისა თუ ცალკეულ პიროვნებისგან პატივი ყოველთვის სიამოვნებს, მაგრამ საპატრიარქოს ჩემდამი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია. მოგეხსენებათ, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო თარიღი სრულდება და ქართული ეკლესია დიდ სამზადისშია. ჯერ კიდევ მშენებარე წმინდა სამების ტაძარში გაიმართება საზეიმო წირვა-ლოცვა, რისი დასრულების შემდეგაც ჩემი ხელმძღვანელობით შესრულდება ამ სიტუაციის შესაფერისი საკონცერტო პროგრამა. უკვე კეთდება სცენა ტაძრის ეზოში, სადაც მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად ლექსებს წაიკითხავენ გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვები.

- თქვენ თურმე საახალწლო ფილმსაც იღებთ, "ქეთო და კოტეს" ვარიანტს...

- ვმუშაობ სამსაათიან საახალწლო ფილმ-მასკარადზე. "ქეთო და კოტეს" მსგავსად, მთელი სამი საათის განმავლობაში 30 დარბაზში ვიმოგზაურებთ, 30 კარს შევაღებთ და ქართული კულტურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროებში მიღწეულ წარმატებებს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს. "მაკარის" როლს მე ვითამაშებ და მაყურებელს შევუძღვები თითოეულ დარბაზში.

- უკვე წარმოდგენილი მაქვს, ვინ გეყოლებათ მასკარადზე მოწვეული. რაღაცნაირ კარუსელს ჰგავს საახალწლოდ სხვადასხვა ტელეარხის ეთერში ერთი და იმავე ხალხის გამოჩენა.

- ახალ წელს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, როგორ, რა სახით წარუდგენ შოუს მაყურებელს.

- თქვენ ძალიან სახიფათო სიტყვა ახსენეთ. შოუ საქართველოში ლამის სიცრუისა და გაიძვერობის სიმბოლოდ იქცეს ბრიტანელი ნამძევლარის გამო. ბატონო გოგი, გავიგე, რუსთავის თეატრში ახალ სპექტაკლს დგამსო- იბსენის პიესას "ბრძოლა ხელისუფლებისათვის". მაინცდამაინც ეს ნაწარმოები რატომ შეარჩიეთ. ჩვენში არსებული სიტუაციის გამოძახილია, თუ უბრალოდ, ხელოვანის სურვილი?

- ერთიც და მეორეც. უფრო კი ქვეყნის მდგომარეობამ შთამაგონა ამ პიესის დადგმა. ცუდია, როცა მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე კვლავ სახელმწიფოებრივი ძლიერების პრობლემებზე გვიწევს ლაპარაკი და ვერა და ვერ ვახერხებთ, ახალ წელს გაწონასწორებულნი, მშვიდნი, იმედითა და ხალისით სავსენი შევხვდეთ. იბსენის პიესაში აღწერილია დრო, როცა მეფე მოჰოჰოჰისანმა დავით აღმაშენებელივით გააერთიანა ნორვეგია და იმ დღიდან დაიწყო ქვეყნის აღმავლობა. ამჟამად იგი, მოსახლეობის კეთილდღეობის მხრივ, ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. იმედი მაქვს, საქართველოსაც ეღირსება კეთილდღეობა.

- პიესაში ქვეყნის ხელისუფალის პრობლემაა დასმული, რაც ჩვენთვისაც მეტად აქტუალურია...

- იბსენის პიესაში ლაპარაკია ქვეყნის პატრონობაზე და კარგად არის ახსნილი, რომ ყველას არ აქვს ქვეყნის მართვის უფლება. კაცს ღმერთმა უნდა დააკისროს ერის გადამრჩენის მისია.

- სპექტაკლის პრემიერა როდის გექნებათ?

- მიუხედავად ფინანსური და უამრავი სხვა პრობლემისა, ძალიან გვინდა 27 მარტისთვის შედგეს პრემიერა. 27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. მოველაპარაკეთ სომხეთის სახლმწიფო თეატრს- ამ საზეიმო დღეს ერთად აღვნიშნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლის პრემიერა შედგება საზღვარგარეთ, ერევანში.

- თქვენ, როგორც მსახიობი და რეჟისორი, სახელმწიფო პრემიაზე ხართ წარდგენილი. დღეს ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად ზოგიერთი უარს ამბობს ჯილდოზე. თქვენც იმ რადიკალურ ოპოზიციას ხომ არ მიეკუთვნებით?

- არა. როცა ჩემი შემოქმედების შეფასება ხდება. როგორ შეიძლება უარი ვთქვა ჯილდოზე?

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი