მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
როგორ დაუკავშირდა ხათუნა იოსელიანი ნარკომაფიას, აჩი მეფარიძე კი- კრიმინალურ სამყაროს...

ზაზა ხალვაშს კინოსტუდიის შენობაში მრავალი წელი აქვს გატარებული- სწორედ აქ შეიქმნა მისი არაერთხელ დაჯილდოებული ფილმები- "იქ, ჩვენთან", "მიზერერე"... ამჯერადაც აქ მუშაობს, ოღონდ ცოტა განსხვავებულ- ტელესერიალის რეჟისორის ამპლუაში. ტელეკომპანია, რომელიც მაუწყებლობას, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში დაიწყებს და სხვა საინტერესო გადაცემებთან ერთად ზაზას სერიალსაც შემოგვთავაზებს კინოსტუდიის მოზრდილ ტერიტორიაზეა განლაგებული- სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება... შენობაში შესვლისთანავე ერთბაშად სევდაც მოგეძალებათ და სიხარულიც... სიხარული იმიტომ, რომ თანდათან ისევ ცოცხლდება მიჩუმებული დერეფნები, ისევ საქმიანად შედი-გამოდიან ოთახიდან ოთახში... სევდა კი იმიტომ, რომ აქ ფილმებს აღარ იღებენ- აქ ტელეპროდუქციას ქმნიან...

სერიალი, რომელსაც ზაზა ხალვაში გადაიღებს, ძალიან საინტერესო და დღეს ჩვენთვის საკმაოდ აქტუალურ თემას ეხება- "მზირი" (ასე ჰქვია ფილმს) საზღვარსა და მესაზღვრეების ცხოვრებაზეა.

- "მიზერერეს" შემდეგ ვეღარაფერი გავაკეთე, მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი- საოცარი სევდა დამეუფლა, კინოს გადაღების დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ უსახსრობის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ ზაფხულს მშობლიურ აჭარას მივაშურე- გადავწყვიტე, ცოტა დამესვენა, კინოზე ფიქრი თავიდან ამომეგდო...

აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა კოლეგამ- ოთარ შამათავამ დამირეკა და მითხრა- თუ ფილმის გადაღება გინდა, სასწრაფოდ ჩამოდიო. მეგონა, მხატვრულ ფილმს მთავაზობდა. რომ ჩამოვედი, გავიგე, თურმე უნდა მემუშავა ტელესერიალზე, რომელიც მესაზღვრეთა ყოფას ასახავდა...

- და ფილმს ერქმევა "მზირი"...

- "მზირი" ძირძველი ქართული სიტყვაა და მესაზღვრეს ნიშნავს. "მზირში მივდივარ"- ასე ამბობდნენ ქართველი მესაზღვრეები ოდითგან...

- სცენარი უკვე არსებობდა?

- მხოლოდ მონახაზი და რამდენიმე სასიგნალო სერია. სხვათა შორის, ძალზე ნიჭიერი დრამატურგი, ირაკლი სოლომანაშვილი წერს სცენარს. სულ 12 სერია იქნება. სამწუხაროდ, დრო შეზღუდული გვაქვს, ირაკლი ვეღარ ასწრებდა და დიალოგების ავტორად ასევე ძალიან ნიჭიერი სცენარისტი- ლაშა იმედაშვილი დაემატა.

- რა ჟანრის იქნება "მზირი"?

- მე მას სასაზღვრო დეტექტივს ვუწოდებდი...

- მსახიობები არჩეული გყავთ?

- ნელ-ნელა გამოიკვეთა სამსახიობო ანსამბლი- ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცემა ისეთ მსახიობებთან ვიმუშაო, როგორებიც არიან: გივი ბერიკაშვილი, ზურა ყიფშიძე, ნინო ხომასურიძე, ბაია დვალიშვილი, თამუნა ქოთილაიძე, მაკა შენგელია, ხათუნა იოსელიანი, რომელიც საოცრად დაგვეხმარა და შეიძლება იდეის თანაავტორადაც მოვიხსენიოთ. ის ნარკომაფიის ერთ-ერთი ლიდერის სახეს შექმნის. მთავარ როლს განასახიერებს ნიკა თავაძე. სერიალში მონაწილეობას მიიღებს აჩი მეფარიძეც...

- ვის როლს ანდობთ აჩის?

- ჯერჯერობით, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს- ალბათ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს განასახიერებს.

- აქტიორული ნიჭი თუ აქვს?

- ნაკლებად, მაგრამ სწორედ ეგ პარადოქსი იქნება საინტერესო და არა მხოლოდ მაყურებლისთვის- უპირველესად ალბათ, მისი იმიჯისთვის... ვაპირებთ ია ფარულავას მოწვევასაც. გვინდა საინტერესო როლი შევთავაზოთ- ერთი სიტყვით, ნიჭიერ ადამიანებს ვაგროვებთ...

- მესაზღვრეების ცხოვრებას თუ გაცნობიხართ ოდესმე?

- მე საზღვართან ახლოს დავიბადე და გავიზარდე- აჭარაში. როცა ფილმებს ვიღებდი, არაერთხელ გამჩენია სურვილი, ეს თემა შეძლებისდაგვარად განმევრცო, მაგრამ არ მომეცა ამის საშუალება... სერიალში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე წარიმართება მოქმედება, რადგანაც ჩვენი ტერიტორიის ეს მონაკვეთი დღეს ყველაზე მეტად დასაცავია.

- გადასაღები ობიექტები სად გექნებათ?

- რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. მესაზღვრეებთან ერთად მოვიარეთ ეს ტერიტორია შვეულმფრენით თუ ფეხით. დიდ დახმარებას გვიწევს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტი და პირადად ბატონი ვალერი ჩხეიძე. თავისი სასწავლო პოლიგონი დაგვითმო და კოხტა საგუშაგო კოშკი ავაგეთ- კარვებიც დავდგით. ისეთი კარგი გამოვიდა, შეიძლება შემდგომში მართლაც გამოიყენონ მესაზღვრეებმა.

- რამდენად დაცული იქნება გადამღები ჯგუფი?

- სწორედ ის, რომ გადაღებები საჯარისო ნაწილში გვექნება და მესაზღვრეებისა და ჯარისკაცების გვერდით ვიმუშავებთ, უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევს.

- როდის დაიწყება გადაღება?

- იანვრის პირველი რიცხვებიდან. კვირაში თითო სერიას ვაჩვენებთ მაყურებელს. ეს არ იქნება ტრადიციული სერიალი- გადავიღებთ თორმეტ დამოუკიდებელ ნოველას, რომლებშიც საერთო პერსონაჟები მიიღებენ მონაწილეობას. ახალი სერია რომ გაიგო, არ იქნება საჭირო წინას შინაარსის ცოდნა.

ავტორი: ეკა მახარაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი