მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
სად დაიკარგა პოპულარული ტელეწამყვანი

მართლა აპირებს თუ არა გრანდიოზული ქორწილის გადახდას 14 იანვარს, დაკარგა თუ არა ხმა და ა.შ. ჭორებით გაბეზრებული ინგა გრიგოლია ჩემი რესპონდენტია და სიამოვნებით გვესაუბრება სხვადასხვა თემაზე.

- მახსოვს ჭორების მიმართ საკმაოდ გულგრილი იყავი, რამ გამოიწვია შენი ასეთი მგრძნობიარობა?

- ჭორიც არის და ჭორიც. ისეთ სისულელეებს ვიგებ, გული მიწუხს,- არც ვთხოვდები, არც ხმა დამიკარგავს და არც სხვა რამ მაწუხებს. ჯანდაბას, იჭორაონ. მაგრამ იცი, რა მაოცებს? რომ ვაკვირდები, ვამჩნევ, ბოლო დროს საზოგადოებას თითქოს მოთხოვნილებად ექცა უსიამოვნო ამბების გაგება.

- მსმენელი, მაყურებელი და მკითხველი მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას ხომ არ მივაჩვიეთ?

- სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საზოგადოებას სკანდალური, სენსაციური, მყვირალა თემები უფრო აინტერესებდა, მაგრამ ალბათ აჯობებდა, ჟურნალისტებს მსმენელ-მკითხველისთვის უმეტესად დადებითი შინაარსის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს საზოგადოების ფსიქოლოგიაზე უეჭველად მოახდენდა ზეგავლენას. თუმცა ისიც საეჭვოა, უამრავი სოციალური პრობლემით გაბეზრებული მოსახლეობა უწყინარი თემებით შეიქციო და გააბრუო.

- ხომ შეიძლება პოზიტიური თუ ნეგატიური ინფორმაცია ან თემა ისე მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ უკურეაქცია არ გამოიწვიოს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. ახლა ბევრი დრო მაქვს რაღაცებზე დასაფიქრებლად და გასაანალიზებლად. ხალხს მართლაც ძალიან უჭირს, ამ შემთხვევაში სულიერ შეჭირვებას ვგულისხმობ. დღის განმავლობაში უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებ მათგან და ეს საოცრად მთრგუნავს.

ვაღიარებ, რომ რასაც წინათ ვაკეთებდი, აღარ მაინტერესებს, დავაფიქსირე, რომ ხალხი უმეტესად გასართობ გადაცემებს ეტანება. ამ ეტაპზე მაყურებელს სხვა რამ იტაცებს და ამიტომ მეც სხვა ტიპის გადაცემის გაკეთება მინდა, ისეთის, რომელშიც ორი მხარე კი არ შეეჯახება და დაჭამს ერთმანეთს, არამედ ახსნის: რა არის ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. დავაფიქსირებ ჩემ პოზიციასაც, ანუ კომენტატორიც ვიქნები. ალბათ იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მაყურებელი ეკრანზე გვიხილავს.

- განვლილი წლის მოვლენებს თუ გავაანალიზებთ, რას იტყოდით?

- რა იქნება მომავალ წელს, ეს ძნელი სათქმელია. მიმდინარე წელი კი პოლიტიკური მეტამორფოზებით, პოლიტიკური "ქორწინებებით" მართლაც გამაოგნებელი გამოდგა. გავოცდი, როცა ერთად დასხდნენ ირინა სარიშვილი და ზურა ჟვანია. გამახსენდა, როგორ ასხამდნენ თავს ლაფს ერთმანეთს ჩემს ეთერში. მათ მიემატა "ახლებიც" და გავოგნდი: არსებობს პოლიტიკური მორალი- ჩემთვის გაუგებარია, ერთი თვის წინ კაცს ნაძირალა უწოდო და მერე მასთან ერთად ქვეყნის შენება დააპირო. ამიტომაც, აღარ ვენდობი ამ ხალხს. ალბათ იგივე გრძნობა ეუფლება საზოგადოებასაც.

- რაც დადასტურდა კიდეც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების არჩევნების ჩაშლისას. ხალხი მართლაც აღარ ენდობა პოლიტიკოსებს.

- ეს ცუდია, მაგრამ ფაქტი! ისევ კულუარულ ინფორმაციებს დავუბრუნდები. მომავალ წელს შევარდნაძე-სააკაშვილს შორის გარიგებას ვარაუდობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი პოლიტიკური მღელვარების მოწმენი გავხდებით. როგორც ვიცი, შევარდნაძე ზოდელავას მოხსნას აპირებს. ისიც გავიგე, შეიძლება დავით სალარიძე გახდეს თბილისის მერიო. აი, ნახავთ, პოლიტიკური სანახაობა არ მოგვაკლდება, თუმცა მთავარია, საზოგადოებისთვის ნაყოფი გამოიღოს ყოველივე ამან.

- ინგა, ძალზე პოლიტიზებული ინტერვიუ რომ არ გამოგვივიდეს, ორიოდ კითხვა პირად საკითხებზე. განვლილ 2002 წელს როგორ შეაფასებ შენი პირადი ცხოვრების მიხედვით?

- მოუთმენლად ველოდები ამ წლის გასვლას. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში- სამსახური, პირადი ურთიერთობები, სახლიც კი... ნაქირავებში გადავედი. არც ცვლილებებს უჩანს ბოლო. სული მიმდის ახალი წლის მოლოდინში.

ძალზე საზეიმო განწყობა მაქვს და ახალ წელთან დაკავშირებით ახლა ერთ კურიოზს გიამბობთ. ეს იყო ბავშვობაში. მასწავლეს, 12 საათზე, 31 დეკემბერს, ქაღალდზე რაიმე სურვილს დაწერ, დაწვავ, ჩაყრი შამპანურში და სანამ 12 საათი გასრულდება, უნდა დალიოო. მე და ჩემმა დაქალმა ელვის სისწრაფით შევასრულეთ გაფრთხილება და შამპანური გადავკარით. რა თქმა უნდა, ის სურვილი არ ამსრულებია. იქნებ იმიტომ, რომ დამწვარი ქაღალდი სასაზე მიმეკრო. კინაღამ მომახრჩო. ერთი სიტყვით, ძალიან მიყვარს ახალი წელი, კიდევ აღდგომა და ამ დღეებში მუდამ საზეიმო განწყობა მეუფლება.

მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით, რომელიც ძალიან მომწონს და მიყვარს, მე, ინგა გრიგოლიამ, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი და შევახსენო, რომ მე კვლავ მათთან ვარ, ამჯერად "კვირის პალიტრის" მეშვეობით.

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
მარტი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი