მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
მთელს საქართველოს მოენატრები...

კოტე მახარაძეს ბედმა არგუნა ის, რაც ოდითგანვე მხოლოდ ღმერთების ხვედრი თუ გახლდათ - სიცოცხლეშივე მისი პიროვნება მითოსის შარავანდედით შეიმოსა.

ეჰ, მუხთალია წუთისოფელი, მუხთალი, მაგრამ ის მაინც გაძლევს უნიკალურ შანსს, სძლიო გარდაუვალს და მარადისობაში გადაიჭრა, შემდეგ კი მითებში დავანებულმა "მთვარის შუქზე მთებისა ჩრდილი"-ვით, მოეფინო შენს ქვეყანას. ეს რომ შეძლო, სულ ცოტა, ბეწვის ხიდზე ერთხელ მაინც უნდა გაიარო, ბატონმა კოტემ კი, ვინ მოთვლის, რამდენი ბეწვის ხიდი გაიარა და გავიდა...

მონობის დროს, გამარჯვებას მოწყურებულ ერს ხომ შენი ბაგიდან აქვს მოსმენილი, რომ "არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს". ის ცამეტი მაისი ხომ, ბატონო კოტე, შენც გამოსჭედე... ისეთი ჭექა-ქუხილის დამხეცება მხოლოდ ზევსს თუ შეეძლო და, როგორ გაგვინათდა იმ შორეულ 18 ნოემბერსა თუ 13 მაისს საქართველოს ზეცა.

ქართული ფეხბურთი და კოტე მახარაძე ხომ ერთი მთლიანი პოემაა, რომელთა დაშორიშორება, ვითარცა იალბუზის ორი მწვერვალისა, - აბსურდია!

ნოდარ ახალკაცს - ქართული ფეხბურთის ბერმუხას როს მუმლნი დაესხნენ, როგორ დაუტიე და როგორ მიმოფანტე გესლიანი, ბოროტი მკბენარნი. მერე, თქვენი იუბილეს ღამეს, ნოდარ ახალკაცი მესიზმრა და მთხოვა, კოტე მახარაძეს, ჩემი სახელით, მიულოცეო, დაგირეკეთ და როგორი გულამოვარდნილი დუმილით მისმენდით, როგორი გულჩაწყვეტა გამოსჭვიოდა თქვენს ბგერებში!..

ბედმა მეც მარგუნა ერთი ლამაზი ეპიზოდი. პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში, როცა საქართველოს ნაკრები პოლონელებს უნდა შერკინებოდა (ყოველ შემთხვევაში, ასე ვთვლიდით ჩვენ), სასტუმროს ერთ ნომერში მოგვიწია სამი დღე და ღამე ცხოვრება. ის სამი დღე და ღამე ფანტასმაგორია იყო, ფანტასმაგორია, გაუთავებელი დიალოგით გასხივოსნებული, რომელიც შემდგომში, ჩვენდაუნებურად, გრძელდებოდა და მჯერა, რომ მარად გაგრძელდება, ხოლო ის სამი დღე და ღამე, გატარებული დიდ მაესტროსთან ერთად, უდავოდ უდრის ცხოვრების მრავალ წელს.

ბატონო კოტე! ფრაზა, დიუსელდორფიდან გადმონაცემი - "წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისშიო" - ხომ დაუვიწყარია, მაგრამ პერიფრაზი მსურს მისი. თქვენმა სულმა იცოდეს, დღეს, თბილისში მწუხარებაა, მწუხარება კოტე მახარაძის გარდაცვალებისა და მინდა, დამიჯეროთ - საქართველოს მოენატრებით, ძვირფასო ბატონო კოტე!

ავტორი: ნოდარ კობერიძე


კალენდარი
მაისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი