მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ხსოვნა: ზურაბ ჩხენკელი

ქართულმა სამეცნირო საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა რომანულ-გერმანული ენებისა და ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი და მთარგმნელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ახალგაზრდობის ღირსეული აღმზრდელი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ზურაბ ჩხენკელი.

ქვეყნის ინტელიგენციას გამოაკლდა შეუბღალავი სახელის, სამაგალითო ადამიანობისა და ზნეობის პიროვნება.

ზურაბ ჩხენკელი დაიბადა 1936 წელს, ქალაქ თბილისში, ცნობილი პედაგოგისა და მოღვაწის მიხეილ ჩხენკელის ოჯახში, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლშევიკურ ტერორს ემსხვერპლა. მიუხედავად ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლებისა, მან მტკიცედ შეინარჩუნა სულიერი სიმაღლე. წარმატებით დაამთავრა თბილისის I ვაჟთა საშუალო სკოლა, ხოლო შემდგომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარი იქვე, საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე შეუდგა სამეცნიერო მოღვაწეობას.

1970 წელს, პროფესორი ზურაბ ჩხენკელი სათავეში ჩაუდგა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გერმანული და ფრანგული ენების კათედრას, სადაც ღირსეულად იღვაწა სიცოცხლის ბოლომდე. ფასდაუდებელია პროფესორ ზ.ჩხენკელის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში გერმანულენოვანი სწავლების განვითარების საქმეში, რამაც შემდგომ სათანადო ნიადაგი მოუმზადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანულენოვანი ფაკულტეტის დაარსებას, სადაც გერმანელ მეცნიერებთან ერთად იგი დიდ ძალისხმევას იჩენდა ახალგაზრდა ეროვნული კადრების აღზრდაში, ეკონომიკური სამართლის სპეციალობთ. ბატონი ზურაბის ლექციები მაღალი პროფესიული ოსტატობის ნიმუში იყო. იგი დახვეწილი ინტელიგენტობით და უბადლო ერუდიციით ხიბლავდა სტუდენტობას, რითაც უდიდეს პატივისცემას და მოწიწებას იმსახურებდა.

პროფესორ ზურაბ ჩხენკელის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები სტუდენტი ახალგაზრდობისა და გერმანული ფილოლოგიის სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებად იქცა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობისას, პროფესორმა ზურაბ ჩხენკელმა დიდი შრომა გასწია საინჟინრო ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საუნივერსიტეტო გაზეთს, საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტს. თანამოაზრეებთან ერთად, გასული საუკუნის 80-იან წლებში, მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლიტერატურულ ალმანახ "პარალელს", სადაც იბეჭდებოდა ქვეყნისა და ხალხის ეროვნული თუ სოციალური სატკივარი, რაც იმ დროისთვის თავგანწირვის ტოლფასი იყო. ბატონი ზურაბი ღირსეულად წარმოადგენდა ქართულ ჟურნალისტიკას საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირში.

სამაგალითო იყო პროფესორ ზურაბ ჩხენკელის თავდადებული საქმიანობა ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის მეგობრობის, ისტორიული ტრადიციების განმტკიცებასა და განვითარებისათვის. როგორც საქართველო-გერმანიის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმისა და გოეთეს საზოგადოების საქართველოს განყოფილების პრეზიდიუმის წევრი, ძალასა და ენერგიას არ იშურებდა ამ დიდი, მამულიშვილური მისიის შესასრულებლად.

პროფესორი ზურაბ ჩხენკელი იყო ინიციატორი იმ მრავალმხრივი ურთიერთობებისა, რომელიც დამყარდა გერმანიის ცნობილ უნივერსიტეტებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს შორის. მისი დამსახურებაა გერმანიის ქ.კარლსრუეს საუნივერსიტეტო, სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა კეთილ ტრადიციად ქცეული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების დამკვიდრება ჩვენს ქვეყანასთან.

პროფესორი ზურაბ ჩხენკელი რომანულ-გერმანული ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტთა ფართო წრეებში აღიარებული იყო, როგორც ნიჭიერი მთარგმნელი, რომელმაც ქართული ლიტერატურა გაამდიდრა მსოფლიოს არაერთი სახელგანთქმული მწერლის თხზულებათა თარგმანებით. ბატონი ზურაბის ლიტერატულ-შემოქმედებითი მოღვაწეობა შთაგონებული იყო მისი დიდი წინაპრების - ალექსანდრე აბაშელისა და ნოე ჩხიკვაძის სახეებით.

წავიდა ჩვენგან მაღალი მორალური ღირებულებების ადამიანი, რომლის მოქალაქეობრივი ცხოვრების წესი ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახური იყო. იგი მაგალითს აძლევდა გარშემომყოფთ თავისი მაღალი სულიერებით, თანადგომითა და ოპტიმიზმით. იმედით შეჰყურებდა ახალგაზრდობას, რომლის მრავალი თაობის აღზრდასა და ჩამოყალიბებას მიუძღვნა მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე.

პროფესორ ზურაბ ჩხენკელის - ღირსეული მამულიშვილის, მეცნიერის, აღმზრდელისა და მოღვაწის ნათელი სახელი დიდხანს იცოცხლებს ქართული საზოგადოების მეხსიერებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი



კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი