მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
ჩვენგან "მიმცხოვნების ჟამამდე" წავიდა

ზურაბ სარჯველაძემ თავისი წონადი, ფასდაუდებელი სიტყვა თქვა ქართულ მეცნიერებაში. ყველამ, ვისაც კი, რამდენადმე მაინც, ორგანული კავშირი აქვს ქართულ ენასთან, მის ისტორიასთან, პალეოგრაფიასთან, ლექსიკურ ფონდთან, ლექსიკოგრაფიასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მის სახელს პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით გამსჭვალული იტყვება. მისი ღვწის მასშტაბები მომავალში უფრო თვალნათლივ გამოჩნდება. მან უამრავი ძვირფასი, ფუძემდებლური ნაშრომი გამოსცა. ვთქვათ, ყველა ჩვენგანის სამაგიდო წიგნია "ძველი ქართული ენის სიტყვის კონა".

და კიდევ - მოვუსმინოთ: "მე შედგენილი მაქვს ვრცელი დოკუმენტირებული ლექსიკონი, რომელიც ნიადაგ ივსება და რომლის გამოქვეყნებასაც არ ვჩქარობ, თუმცა "ჟამსა მიმცხოვნებისა" ყველაფერი შეიძლება წამიერი იყოს". ვაგლახ, რომ, ეს ვითომ, სხვათა შორის, ძალზე სევდიანად, დიდი ტკივილით გამოთქმული შიში საფუძვლიანი აღმოჩნდა. მაგრამ მისი, როგორც მეცნიერის, სიცოცხლე გრძელდება მის უკვე გამოცემულ უამრავ ძვირფას ნაშრომში, აგრეთვე, მის სამუშაო მაგიდაზე დაწყობილ გამოკვლევებში, რომლებიც უეჭველად იხილავენ დღის სინათლეს.

ბევრმა, ძალიან ბევრმა დაკარგა, შეიძლება ითქვას, მთელმა ქართულმა მეცნიერებამ, მთელმა განათლების სისტემამ დაკარგა, მაგრამ ჩვენი - მისი თანაკურსელების ტკივილი მაინც სხვაგვარად გულისშემძვრელია. ის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩვენს თვალწინ, ჩვენს გვერდით ყალიბდებოდა იმად, რასაც ზურაბ სარჯველაძის ფენომენი ჰქვია, ყალიბდებოდა და ჩვენც გვაყალიბებდა. ხომ გვიყვარდა, თან გვერიდებოდა მისი. რატომ? იმიტომ, რომ ზურაბი ის კაცთმოყვარული, ზნეობრივი სიმაღლე იყო, რომლის დაუნახაობა, რომლისთვისაც გულგრილად ყურადღება, ვგრძნობდით, კარგს არაფერს მოგვიტანდა.

თავს არ ვიტყუებთ - ან რა აზრი აქვს თავის მოტყუებას - დღეს ჩვენც "მიმცხოვნების ჟამიდან" ძალიან შორს არ ვდგავართ, მაგრამ ჩვენ, მისი თანაკურსელები, და ჩვენი შვილები, რომლებსაც ის ხშირად მოფერებია და რომელთა წიგნიერებისა და სულიერი გასპეტაკებისთვის მან ბევრი გააკეთა, მას არასოდეს დავივიწყებთ. უბრალოდ, ამას ვერც მოვასწრებთ.

თანაკურსელების სახელით:

ლალი ავალიანი, ლია სტურუა, დამანა მელიქიშვილი, ლეილა ყუბანეიშვილი, ია დუდუჩავა, ელზა დოკვაძე, ჯუმბერ თითმერია, ბესიკ ხარანაული, ელდარ იბერი.



კალენდარი
მარტი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი