მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
დიდი მეცნიერი და ღირსეული მოქალაქე

ძალიან ძნელია გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა საყვარელ კაცს, უმცროს მეგობარს, რომელთანაც მთელი სიცოცხლე ურთიერთზრუნვასა და ურთიერთსიყვარულში გაქვს გატარებული.

ზურაბ სარჯველაძემ - ფუტკარივით მშრომელმა, უკეთილშობილესმა კაცმა - წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერებაშიცა და საზოგადოებაშიც. ზურაბ სარჯველაძის ამ ქვეყნიდან წასვლა ქართული ენათმეცნიერებისათვის ისეთივე მძიმე დარტყმად იქცა, როგორიც თავის დროზე გ.მაჭავარიანის გარდაცვალება იყო.

ზურაბ სარჯველაძე ჩვენი დიდი მასწავლებლების ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის ტიპის მკვლევარი იყო, კაცი, რომელიც დღესა და ღამეს მეცნიერულ პრობლემებზე ფიქრში ატარებდა, მუდამ ეჩქარებოდა, მუდამ მოსწრებაზე იყო, არც ერთი უქმად გატარებული წუთი, არც ერთი ცარიელი ადგილი მის შემოქმედებით აღსავსე ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ შექმნა მან, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, უზარმაზარი მეცნიერული მემკვიდრეობა - 150-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 30-მდე გამოქვეყნებული მონოგრაფია თუ ლექსიკონი. და მაინც, ზურაბ სარჯველაძის შრომების ღირსება განისაზღვრება არა იმდენად მათი სიმრავლით, რამდენადაც პრობლემათა აქტუალურობითა და მაღალი პროფესიონალიზმით. ზურაბ სარჯველაძეს დიდმა ნიჭმა, უშრეტმა ენერგიამ და კვლევა-ძიების თანამედროვე, მოწინავე მეთოდებით აღჭურვილობამ საშუალება მისცა, შეექმნა პირველხარისხოვანი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგში, ამიტომვე იქცა მისი არაერთი ნაშრომი სპეციალისტთა სამაგიდო წიგნად.

ფასდაუდებელია ზურაბ სარჯველაძის წვლილი ძველი ქართული ენის სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პრობლემათა შესწავლის საქმეში: ძველი ქართული ენის გრამატიკის საკითხები იქნება ეს, ლექსიკისა, სალიტერატურო ენის ისტორიისა, პალეოგრაფიისა თუ - სხვა. შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ჩვენს მეცნიერებაში ძნელად თუ მოიძებნება ავტორი, რომელსაც ძველი ქართული ენის პრობლემათა შესწავლაში იმდენი წვლილი ჰქონდეს შეტანილი, რამდენიც - ზურაბ სარჯველაძეს.

არანაკლებია ზურაბ სარჯველაძის დამსახურება ქართველურ ენათა შედარებითი შესწავლის საქმეში. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მან თავის გერმანელ კოლეგასა და მეგობართან ჰაინ ფენრიხთან ერთად შექმნა უზარმაზარი ნაშრომი "ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი", რომელიც ორჯერ გამოქვეყნდა საქართველოში, ქართულ ენაზე, ერთხელ კი - გერმანიაში, გერმანულ ენაზე. ამგვარი ნაშრომი მანამდე არც ქართულ ენაზე არსებობდა და არც გერმანულზე.

შეუდარებელი იყო ზურაბ სარჯველაძე, როგორც გამომცემელი. გარდა იმისა, რომ მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი უნივერსიტეტის შრომებისა და ქართული ენის კათედრის შრომების შექმნა-გამოცემაში, სათავე დაუდო საყოველთაოდ აღიარებულ ორ უმნიშვნელოვანეს პერიოდულ გამოცემას: "ქართველოლოგიურ ბიბლიოთეკასა" და "ენათმეცნიერების საკითხებს", რომელთა მნიშვნელობის გადაფასება აბსოლუტურად შეუძლებელია.

ზურაბ სარჯველაძემ თავის მეუღლესა და მეგობართან, ირინე მელიქიშვილთან ერთად შექმნა კიდევ ერთი შეუდარებელი სამყარო, ეს არის მისი ბრწყინვალე ოჯახი - ორი შვილით, მათი მეუღლეებითა და ხუთი შვილიშვილით.

ერთი სიტყვით, ზურაბ სარჯველაძე ამქვეყნად თავდადებული შრომისათვის, მეცნიერების, ერის და ქვეყნის სამსახურისათვის იყო მოვლინებული. ამაზე მეტყველებს მისი უაღრესად პატრიოტული პუბლიცისტიკაც.

და მაინც, ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება ზურაბ სარჯველაძის ამ ქვეყანაზე არსებობისა იყო მოყვასის სიყვარული, ნათესავებისა და მეგობრებისთვის თავდადება და თავდაუზოგავი ზრუნვა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ადამიანი ამ ქვეყანაზე ვერც ვერაფერს გასცემს და ვერც ვერაფერს მიიღებს იმაზე დიდსა და იმაზე ძვირფასს, ვიდრე ადამიანური სითბო და სიყვარულია. და აფრქვევდა ჩვენი ზურიკო თავის ირგვლივ უზომო სითბოსა და სიყვარულს და ამ სითბოსა და სიყვარულს ერთნაირად უნაწილებდა უფროსსაც და უმცროსსაც, დიდ კაცსაც და პატარასაც, ვისშიც კი სიკეთეს ხედავდა.

უდროოდ წავიდა ჩვენგან ნათელი და სპეტაკი კაცი, კეთილი და მიმტევებელი, სიკეთისა და სითბოს დაუმადლებელი მთესველი, სიმართლისათვის მუდამ ხმალშემართული და ბოროტების წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლი. წავიდა და დაგვიტოლვა უზარმაზარი სიცარიელე და გულის მოუშუშებელი ტკივილი. მსუბუქი იყოს ქართული მიწა შენს სპეტაკ მკერდზე, ჩემო საყვარელო ზურიკო!

ავტორი: ალექსანდრე ონიანი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი