მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
სამძიმარი: ჰრანტ მათევოსიანი

გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთი გამოჩენილი მწერალთაგანი, რომელმაც თავისი მშობლიური სომხეთის გარეთაც ბრწყინვალე პროზაიკოსის სახელი დაიგდო.

ჰრანტ მათევოსიანი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და აღიარებული, მაგრამ მწერლად მის დაბადებას "ქართულად" არა გვგონია მსგავსი პრეცედენტი ქონდეს. საქმე ის არის, რომ, როგორც ერთმანეთს მიმსგავსებული ტყუპისცალები იბადებიან ერთმანეთის მიყოლებით, ასე იბადებოდნენ მისი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები სომხცურად და ქართულად - ორიგინალი და თარგმანი. ამ "პროცესს" ორი ძირითადი გარემოება განაპირობებდა: პირველი ის, რომ იყო და არის (ღმერთმა დიდხანს ამყოფოს) ისეთი მთარგმნელი, როგორიც ზეზვა მედულაშვილია, ხოლო მეორე - მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია, საბჭოთა სინამდვილეში შექმნილი ეს უპრეცედენტო დაწესებულება, რომელიც სანთლით ეძებდა ნიჭიერებს, ეხმარებოდა ყოველმხრივ, რათა ასევე ნიჭიერი შემოქმედი არ გამოგვრჩენოდა არც სამეზობლოში და არც მთელ სამყაროში, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ კოლეგიამ რუბრიკით - "სომხური ლიტერატურის ბიბლიოთეკა" - სულ მცირე ხანში უახლესი სომხური ლიტერატურის ორი გამორჩეული მწერლის წიგნები დადო - ჰრანტ მათევოსიანის "აგვისტო" (რომელსაც მალევე მოჰყვა "მწვანე მინდორი") და პარუირ სევაკის "იქმენინ ნათელი"; ორივე წიგნმა - "აგვისტო" და "იქმენინ ნათელი" - სომხეთში ჩარენცის სახელობის პრემია დაიმსახურა და საქართველოში - მაჩაბლისა.

თხემით ტერფამდე ეროვნულია იგი; მან კარგად იცის, რომ ათადან-ბაბადან არსებული ჭიდილი ბოროტისა და კეთილისა და მისი გამოხატვა ყველგან შეიძლება, მაგრამ შენი სატკივარი შენ თვითონ უნდა თქვა... სხვათა "მასალით" ხელოვნების ქმნილება ვერ შეიქმნება... შენ უნდა წერდე, ხატავდე და ძერწავდე მხოლოდ "სომხურად", ოღონდ ისე, რომ იგი საყოველთაო ქმნილებად აქციო, თორემ მსოფლიოს გამოცდილებისა და მისი კეთილი გავლენის გარეშე განა რამე კი შეიქმნებოდა ღირებული!.. ასეთი იყო მისი მრწამსი...

საოცრად ცოცხალია და მართალი მისი ლიტერატურული სამყარო; მისი პერსონაჟების ხასიათი, მათი ცხოვრებისეული სევდა და სიხარული, ერთი შეხედვით, ისე იხატება მის შემოქმედებაში, რომ დაკვირვებული თვალი თუ არა, შესაძლოა, არცთუ იშვიათად, გამოგეპაროთ კიდეც მეტად მნიშვნელოვანი ქვეტექსტები... მისი გამორჩეული იუმორი...

ყველაფერი ღმერთის შექმნილია, ყველაფერს სული უდგას, ასეთია მისი მწერლური კრედო...

ბუნებასთან ისეა შერწყმული, თითქოს ყველასი და ყველაფრის ენა იცის...

ჰრანტ მათევოსიანის შემოქმედების შესახებ საქართველოში ბევრი დაიწერა და კვლავაც დაიწერება, მაგრამ ჩვენს ამ დაგვიანებულ სამძიმარს ერთი გულისტკივილიც ახლავს - საერო სატკივარში ერთმანეთს ყოველთვის მთელი დელეგაციებით ვედექით ხოლმე მხარში. ვიზიარებდით ერთმანეთის ჭირსა და ლხინს.

ჩვენი ხალხების მხარდამხარ ადგომა ღვთით არის...

ამას უკეთურის ხელი არ შეეხება...

დიდი მწერალი სამშობლოს არ უკვდება, მისი უკვდავება მშობელი ერის თანაზიარია უკვდავებაში...

უფალმა ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

ამინ!

ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ აჯიაშვილი, გურამ ბარნოვი, გურამ ბენაშვილი, ზაალ ბოტკოველი, ბათუ დანელია, ანა კალანდაძე, გენო კალანდია, ზაურ კალანდია, რენე კალანდია, იმირ მამედლი, ზეზვა მედულაშვილი, ბენიკ სეირანიანი, ჟორა სნხჩიანი, ლია სტურუა, გივი შაჰნაზარი, თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, გიგლა ხუხაშვილი, ბესიკ ხარანაული.



კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი