მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
"სიხარულმა ზურგი მაქცია"

შიო მღვიმელი. თბილი სახელი. ბავშვობიდან გამოყოლილი მშობლიური გრძნობა. მას სევდიანი ცხოვრება ჰქონდა. მისი შემოსავალი ლექსებიდან აღებული ფული იყო. გროშებზე ცხოვრობდა მთელი მისი ხუთსულიანი ოჯახი.

შიო მღვიმელის ქალიშვილი ქალბატონი ქეთევან ქუჩუკაშვილი თბილისში, კოსტავას ქუჩის 60 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მამას ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს.

- მამა ძალიან უბრალო ადამიანი იყო, არასოდეს წუწუნებდა. დედაც ასეთივე იყო. მათი წერილები წრფელი და სუფთაა. დედას წერილი არ ჰგავს საცოლის წერილებს, უფრო დასავით არიგებს. ღმერთო, უფრო მეტის ღირსები იყვნენ ცხოვრებაში.

მამა არავის აწუხებდა, არც მეგობრებს, არც ნაცნობებს, გაჭირვებაზე არასოდეს ლაპარაკობდა, მაგრამ დაღონებული იყო ხოლმე. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ გიორგი ქუჩიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, თედო სახოკია, ია ეკალაძე, სანდრო რაზიკაშვილი, სანდრო შანშიაშვილი და სხვები. უფრო ხშირად მოდიოდა გიორგი ქუჩიშვილი. მისი სტუმრობა ძალიან გვიხაროდა, განსაკუთრებით კი მამას.

ერთხელ დედა და ჩემი დები ავადმყოფის სანახავად წავიდნენ, მე და მამა დავრჩით. ცივი საღამო იყო. მოვიდნენ გალაკტიონი და გიორგი ქუჩიშვილი, მამამ გამოიტანა ქოთნით ლობიო, მწნილი, პური და ღვინო... დიდხანს, ღამის სამ საათამდე ისხდნენ, ღვინოს წრუპავდნენ და საუბრობდნენ.

- ნიკო აღნიაშვილმა მამას სამუშაო გამოუნახა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებულ წიგნის მაღაზიაში. ოცდაორი წელი იმუშავა. ბოლოს წიგნები მოპარეს და დანაკლისი აღმოუჩინეს. მამამ იცოდა, ვინც გააკეთა, მაგრამ არ თქვა. დანაკლისი თვითონ აანაზღაურა. რომ ეთქვა, მე მეწყინებოდა. არ თქვა, ასე დაწერა "ბავშვებს ეცუღლუტათო", კი არ მოეპარათ, ეცუღლუტათო. ერთი წლის შემდეგ დაიბარეს, დანაკლისი ამდენი არ იყო და მოდი იმუშავეო, მაგრამ აღარ დაბრუნებულა.

1925 წელს ახალგაზრდები მამას შეპირდნენ, რომ იუბილეს მარტში გადაუხდიდნენ. ჩვენთვის დიდ სიხარულთან ერთად მცირე შემოსავალიც იქნებოდა. რამდენიმე მარტი გავიდა, მაგრამ იუბილე არ გადაუხადეს.

გაუსაძლისი შეიქნა ჩემი ცხოვრება, პენსია მხოლოდ 14 ლარია, 22 ლარი მაქვს დახმარება, 22 ლარს კიდევ მწერალთა კავშირი მაძლევს. ვწუხვარ, მამას ვერაფერი გავუკეთე. იქნებ როგორმე გამონახონ ერთი ოთახი, მხოლოდ ერთი ოთახი დამხმარე სათავსოების გარეშე. მთავაზობდნენ გარეუბანში, მაგრამ მინდა, რომ აქვე ახლოს, შიო მღვიმელის ქუჩასთან იყოს. აქ ხომ მამას სულია. მე სულ მარტო ვარ ხოლმე, სიბნელის მეტი არაფერი შემოდის ჩემი ფანჯრიდან.

"ხვალ, მე რომ ბინა ვიყიდო და შიო მღვიმელის მუზეუმზე ზრუნვას შევუდგე, ჯერ იმ ორ ოთახს აღვადგენ, რომელშიც ვცხოვრობდით.

ჯერ ჩრჩილისგან შეჭმულ ფარდაგს გავაკრავ კედელზე და ზედ იისფერ, შვინდისფერ და მწვანე ხავერდის ჩარჩოებში ჩასმულ ილიას, რუსთაველისა და რაფიელის სურათებს დავკიდებ.

კედელთან მიდგმულ ტახტს გადავაფენ ხალიჩას, იმასაც დაბერებულს, დროისაგან გაცვეთილს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ახლობელს.

ტახტის გვერდით საწერ მაგიდას დავდგამ:

საწერი მაგიდის უჯრები დაცლილია და რაც უჯრებში ეწყო ცელოფანის პარკში უწესრიგოდ არის ჩაყრილი. პარკი მაგიდის ფეხებთან მიუდგამთ.

- უჯრაში ჩავდებ თედო სახოკიას პარიზიდან გამოგზავნილ შვიდ წერილს. მიხეილ თამარაშვილის წერილს რომიდან - ფოტოები სჭირდება ქართული ეკლესიის ისტორიის ფრანგულად გამოსაცემად.

მოგონებას ალექსანდრე ყაზბეგზე. "დილიდან შუადღემდე წ.კ.გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებულ წიგნის მვაღაზიაში ზის და უაზროდ ფურცლავს წიგნებს, ერთ ჭიქა წყალს თუ მომთხოვს, ან მკითხავს, შენ რას აკეთებო" (ქეთევან ქუჩუკაშვილის მოგონებათა წიგნიდან).

- ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. მეზობლის ბავშვებთან თამაში მიყვარდა. მიყვარდა ხატვა, წიგნების კითხვა. მამას ეგონა, რომ მხატვარი გამოვიდოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენთან ია ეკალაძე მოდიოდა ხშირად, მამას ეტყოდა, აი ამ გაზაფხულს ვეღარ გაუძლებენ და წავლენო... თურმე ბოლშევიკებზე საუბრობდნენ.

გაზაფხული რომ დადგებოდა მამას ჩემი უფროსი დები თამარი და ნინო 10-11 წლისანი, გაზაფხულის სანახავად მიყავდა. ჩვენთვის მაშინ გაზაფხული ახლა სადაც სახელმწიფო ტელევიზიის შენობაა, იმ ფერდობზე იწყებოდა. წაიყვანდა მხოლოდ ერთი დღით, მეორე დღეს მამას უკვე კორექტურა მიჰქონდა გაზეთში ჩასაბარებლად. ჩემი დები ისე იგონებდნენ ამას, როგორც დღესასწაულს.

"და ბოლოს წასვლა გადაწყდებოდა.

აღმართში ვიწრო ბილიკს მივდევდით,

საბურთალოზე გადაწვებოდა

ყაყაჩოებით სავსე მინდვრები".

- ერთხელ ნიკა აგიაშვილის დამ, გოგუცამ ჩემი თავი გააცნო დოდო აბაშიძეს - ქეთო ქუჩუკაშვილიაო. ბატონმა დოდომ ცივად დამხედა, ასეც იყო მოსალოდნელი. შიო მღვიმელის შვილიაო, - დაუმატა გოგუცამ. ბატონმა დოდომ პირჯვარი გადაიწერა. შიო მღვიმელისადმი დამოკიდებულება ასე გამოხატა. როგორ მომეწონა ბატონი დოდოს თავისდაუნებური პირჯვრის გადაწერა და როგორ გამიხარდა.

ქალბატონი ქეთევანი მარტოა, მოგონებებით ცხოვრობს, უჭირს. თუმცა, დიდი მადლობით მოიხსენიებს ქარელის რაიონს, რომელმაც სოლიდური თანხა გამოუყო და ქირის ფულს იმით იხდიდა. ახლა ედუარდ შევარდნაძის შუამდგომლობით მიღებული თანხით იხდის ქირას. მარტოობას უმსუბუქებს გულისხმიერი მეზობელი, ქალბატონი ლიანა ქველიძე, რომელიც დიდი სითბოთი და სიყვარულით ეპყრობა, ყურადღებას არ აკლებს დეიდა ქეთოს.

"როგორ ვუძლებ ამდენ მარტოობას, რაც არ მიგრძვნია ჩემი დების გვერდით, ხოლო, როცა სამნი ვიყავით, ჩვენი ოჯახი თითქოს პატარა სახელმწიფო იყო.

- მიჭირს, ყოველდღე მიჭირს. მამას არქივი სინესტის გამო ნადგურდება. ვის არ მივმართე, მაგრამ ვერავინ მიშველა. ალბათ ძალიან უჭირს ქვეყანას. მაგრამ მამას მუზეუმს მაინც გავხსნი.

ავტორი: ნანი ითაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი