მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-02
აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიებს ეპატრონება - სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში მცხოვრები გლეხები და ფერმერები დახმარებას ითხოვენ

სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში მცხოვრები გლეხები და ფერმერები დახმარებას ითხოვენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გაზაფხულზე, წყალდიდობის გამო, მდინარე ალაზანი კალაპოტს იცვლის, მარჯვნივ იწევს და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის დიდი ნაწილი აზერბაიჯანს რჩება.

საქმე მხოლოდ გლეხებისა და ფერმერების საკუთრებაში არსებული მიწების დაცვას არ ეხება. ტერიტორიებს ვკარგავთ. საკუთარი ძალებით მოსახლეობა მდინარის ნაპირს ვერ ვამაგრებთ, ვერც იმას მივაღწიეთ, რომ მთავრობიდან ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს. ადგილობრივ და სამხარეო ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, წერილებიც გავგზავნეთ, მაგრამ უშედეგოდ. ალაზანი ყოველდღე ანადგურებს ჩვენს სავარგულებს და გვაზარალებს - აცხადებენ ფერმერები. მათივე თქმით, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედიდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყარომდე აზერბაიჯანის მხარეს დღედაღამ მუშაობს მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანელები მდინარის მარცხენა სანაპიროს ამაგრებენ.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად მიმდინარე წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე თანხა გამოიყო. ამ თანხით დაგეგმილია მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაც, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორიაზე. სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა.

ავტორი: თამარ მახარაშვილი


კალენდარი
ივნისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი