მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2009-04-02
ვანო ფიქჩერსი წარმოგიდგენთ
გაზეთ რეზონანსის რედაქტორი

ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვანო მაგარია. თანაც, უბრალოდ მაგარი კი არა, ძალიან მაგარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო ამ ბოლო დროს იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული. თანაც, მაინცდამაინც რესტორნებში, მაინცდამაინც ფარული კამერების წინ და მაინცდამაინც - გარკვევით ასახელებდნენ გვარ-სახელებს, პოლიტიკოსებს... მოკლედ, სცენარია ისეთი - გადაირევი. შესრულების მანერა - უბადლო, მსახიობები - ნატურალური, თანაც ამა თუ იმ პარტიის წევრი, ოპერატორული სამუშაო - არაჩვეულებრივი. ყველა კადრი ეთერში არაჩვეულებრივად ჩანს.

არა, კი ველოდებოდით, მაგრამ თუ შვიდი ნოემბრის შემდეგ ასე დაიხვეწებოდა ქართული პოლიციური კინოს შედევრები, აღარ გვეგონა. შესაძლოა, მომავალ წელს ოსკარების ცერემონიალზე საქართველოს შსს-მ გაიმაჯვოს, ისეთი ნამუშევრები წარუდგინა საზოგადოებას.

მე ჩემი თავი და საქართველოს მოსახლეობა მეცოდება, ამდენ ემოციებს რომ ვეღარ გავუძლოთ, თორემ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში რომ უფრთო ანგელოზები დაფრინავენ, ეს კარგად ვიცოდით სულ მცირე. ბოლო ოცი წელიწადი მაინცაა ახლა ვანოს სცენარისა და ფილმების მიხედვით ყველა მეექვსე ქართველი არა მარტო უმუშევარია, არამედ ტერორიზმისკენ მაინც აქვს მიდრეკილება. აქციებზე აღარაფერს ვამბობ - ეს სენი 20 წელია, შეგვეყარა და ყოველი მეორე ქართველი მაინც აქციების გზით შეეჩვია საქვეყნო პრობლემების გადაჭრას. მაპატიონ, მაგრამ სცენარის მიხედვით, ბურჯანაძის პარტია, ლამისაა, ალ ქაედას არ ჩამოუვარდება შეიარაღების მხრივ. აი, ახლა შახიდი ქალები გვაკლია და ამ ხარვეზსაც გამოასწორებს ჩვენი ხელისუფლება 9 აპრილამდე.

ისე, დამოუკიდებლობის მოპოვების პარალელურად 9 აპრილი გლოვის დღეა და ყოველთვის მეეჭვებოდა, რომ ამ დღეს დაწყებული რაიმე საქმე კარგად დასრულდებოდა, მაგრამ რა ჩანაფიქრი აქვს ოპოზიციას, არ გვიმხელენ და რა ვქნათ? თანაც გაირკვა, 9 აპრილს სავსემთვარეობაც ყოფილა, რომ აღარაფერი ვთქვათ მძიმე მარხვაზე. მოკლედ, ქართველები ყველაფერში ორიგინალურები ვართ, მაგრამ თუ კი ვინმე ვანო ფიქჩერსის პროდუქციის ხანგრძლივი ყურებისა და ამ მოვლენების გაძლების შემდეგ ამ ქვეყანაში ნორმალური დარჩება, მართლაც გადავიღოთ ერთი სურათი მაინც ზაფხულში ერთად. მეშინია, რომ სურათზე ვეღარ მოვხვდები, რაკიღა ამ ყველაფრის ნახვა და ანალიზი სამსახურებრივად მევალება, მაგრამ მაინც... ქართველი ადამიანის ძირითადი თვისება ხომ ოპტიმიზმია... ამ ბოლო ხანებში იმაშიც დავრწმუნდით, რომ ვანო მაგარია. მთავარია, რაში. და მგონი, ისეთი პოლიტიკური ძალები გვყავს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი მასაჟისტებით 2013 წლამდე კი არა, შესაძლოა, უფრო დიდხანს გვყავდეს ხელისუფლების სათავეში.

ახლა ცოტა უფრო სერიოზულად. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც დღემდე გვაქვს სახელისუფლებო თუ ოპოზიციური წრეებიდან, ხელისუფლება საპრეზიდენტო სკამს არა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებს კი დათმობს. ოპოზიციაც ცოტა დაბნეული და წელში გატეხილია. ხელისუფლებამ იცის, რომ აშშ-ის სიმპათიები ნინო ბურჯანაძისაკენ იხრება და სწორედ ამიტომ მიიტანეს მასზე პირველი იერიში. ახლა თუ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო არჩევნებსა და კოალიციურ მთავრობას შესთავაზებენ, შესაძლოა, ნაწილმა ცოტა ხანში მადლობაც კი თქვას. შესაძლოა, ეს ყველაზე რაციონალური გამოსავალია პოლიტიკური ძალებისათვის, მაგრამ ხალხისათვის არც პეტრეს პავლეთი შეცვლას და არც საპარლემენტო არჩევნებს შედეგი არ ექნება, სანამ სახელმწიფოში რიგითი ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტები არ შეიქმნება. არადა, რომ არ ჩანს? რა იქნებოდა, ვანო და მისი გუნდი ამ კუთხითაც რომ მაგრები ყოფილიყვნენ.

მართალია, ძველ რომში ხალხს პურით და სანახაობით აჩუმებდნენ, მაგრამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში მხოლოდ სანახაობა გვაქვს უფასო. თან იმ დოზით, რომ ტვინი გაანალიზებას ვერ ასწრებს. თუმცა ეს არც არის საჭირო - სახელისუფლებო ტელევიზიები მყისვე მოგართმევენ გამზადებული რეცეპტით შეკაზმულ ხელოვნებათა მოსაზრებებს.

მოკლედ, სანახაობა გრძელდება... ამ გაზაფხულზე არ მოვიწყენთ... მთავარია, რომ იქ, სადაც წარწერაა - პოლიცია - ფილმებს მიეწეროს - ვანო ფიქჩერსი წარმოგიდგენთ... მთელი საქართველოს ცხოვრებას ლაივში.

ავტორი: ელისო ჩაფიძე


კალენდარი
ივლისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი