მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
საქართველო - პოლიტიკური უდაბნო

ქართველი ხალხი 200 წელი იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფალი სახელმწიფოს აშენების ამოცანის წინაშე დადგა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ეროვნული სახელმწიფოს აშენება ძალიან ძნელი ყოფილა. დამოუკიდებლობა თურმე სულაც არ ნიშნავს თავისუფლებას. ძველი კავშირები, რომლებიც არ მოგვწონდა, დაირღვა, მაგრამ ახალი, სასურველი კავშირების ჩამოყალიბება ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვერც გარეთ, სხვა ქვეყნებთან და ვერც შიგნით, საკუთარ ხალხთან. საქართველო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი ე. ფრომი ამტკიცებდა, რომ თავისუფლება ერებსა და ადამიანებს დიდი ფსიქოლოგიური სიძნელეების წინაშე აყენებს და მათ "თავისუფლებისაგან გაქცევის ტენდენცია" უჩნდებათ. მაგრამ შემდგომ, უფრო ღრმა ანალიზის საფუძველზე, ნათელი გახდა, რომ ერებსა და ადამიანებს გაქცევის ტენდენცია უჩნდებათ არა თავისუფლებისაგან, არამედ დამოუკიდებლობისაგან. დამოუკიდებლობა თავისუფლების პირველ საფეხურს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ერი გამოდის სხვა სახელმწიფოს მორჩილებიდან, ხდება დამოუკიდებელი, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი მუშაობა სჭირდება, რომ თავისუფალი სახელმწიფო გახდეს. ერი თავისუფალი ხდება მაშინ, როცა იგი სახელმწიფოდ ყალიბდება, ურთიერთობაში შედის სხვა სახელმწიფოებთან, თავად სახავს თავის მიზნებსა და ამოცანებს და მათ მიხედვით იწყებს ცხოვრებას. ამ დროს ერი თავად ახორციელებს თავის საქმიანობას, თავისი აქტიობის ავტორი ხდება. თავისუფლების მოპოვების შემდეგ ერს სულაც არ უჩნდება ტენდენცია გაექცეს თავისუფლებას. დამოუკიდებლობის პირობებში, სანამ ერი თავისუფალი გახდება, ჩვეულებრივ, კარგავს საარსებო მინიმალურ საშუალებებს, რაც მას სხვისი ბატონობის ვითარებაში ჰქონდა. იგი ამ დროს თავს "უპატრონოდ", "უმწეოდ", "მიგდებულად" განიცდის. ასეთ ვითარებაში უჩნდება მას ტენდენცია გაექცეს დამოუკიდებლობას, მძიმე მდგომარეობას. დადგინდა, რომ დამოუკიდებლობისაგან გაქცევის სამი გზა არსებობს, მეოთხე - თავისუფლებისაკენ მიდის.

დამოუკიდებლობიდან გაქცევის ერთ-ერთი გზა უკან, ძველ მდგომარეობაში დაბრუნებაა. ჩვენს ქვეყანაში იგი გამოიხატა, როცა ხელისუფლებამ და გარკვეულმა პარტიებმა საქართველოს უკან, რუსეთის წიაღში დაბრუნება სცადეს. მათ ჩამოაყალიბეს ლოზუნგები: "სქართველოს არ შეუძლია რუსთის დახმარების გარეშე"; "მხოლოდ რუსეთის დახმარებით შეგვიძლია ჩვენი სიძნელეების დაძლევა" და სხვა. ამავე დროს ახდენდნენ ძველი მდგომარეობის იდეალიზაციას.

დამოუკიდებლობისაგან გაქცევის მეორე გზა ახალი პატრონის ძიებაა. ეს ტენდენცია ხელისუფლებისა და მრავალი პარტიის საქმიანობაში გამომჟღავნდა. ისინი აცხადებდნენ: "ახალი, ძლიერი მფარველის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებელი ცხოვრება; ჩვენ რომ გადავრჩეთ, უნდა შევიდეთ ევროპის ქვეყნების, ან ამერიკის მფარველობაში". ეს გზა ძიებაა ახალი ბატონისა, რომელიც დაგიფარავს და გიპატრონებს.

დამოუკიდებლობისაგან გაქცევის მესამე გზაა ე.წ. "ნევროტული ფუსფუსი". ამის გამოხატულება არის ხელისუფლებისა და გარკვეული პარტიების მცდელობა შექმნან სერიოზულობის შთაბეჭდილება თავიანთი საქმიანობის შესახებ, აკეთონ თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისათვის, იფუსფუსონ. ჩვენში ამის მაგალითებია: "აბრეშუმის გზის აღდგენა"; "ნაციონალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა"; "მეგობარი ქვეყნების სისტემის ჩამოყალიბება" და სხვა. ასეთი სასარგებლო და უსარგებლო საქმიანობანი ხშირად სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების რანგში არის აყვანილი, თუმცა ასეთ ამოცანას სულაც არ ემსახურებიან.

დამოუკიდებლობისაგან გაქცევის ამ სამი ტიპის აქტივობას ერი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ არ მიჰყავს. თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა გულისხმობს ხელისუფლების აქტივობას დაიწყოს შესატყვისი თანამშრომლობა მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებთან, შექმნას სახელმწიფო მართვის სათანადო ორგანოები, განსაზღვროს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო დარგები, გაითვალისწინოს ერისა და ეთნიკური ჯგუფების მოთხოვნები. ამ მიმართულებით ჩვენმა ხელისუფლებამ თითქმის არაფერი გააკეთა. ჩვენს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და ჩვენი ქვეყანა მძიმე ეთნოკონფლიქტებშია ჩართული. ეთნოკონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ხელისუფლებას ნათელი წარმოდგენა არა აქვს ერის ბუნებისა და მისი უფლება-მოვალეობის შესახებ. ამის გამო იგი თავისი ხალხისა და ეროვული უმცირესობის მიმართ არასწორ პოლიტიკას ახორციელებს.

ერს ხშირად განსაზღვრავენ როგორც ადამიანთა გაერთიანებას ერთ სოციალურ ჯგუფში. ასეთ გასაზღვრებაში იგულისხმება, რომ ერში გაერთიანებამდე ადამიანებს უკვე ჰქონდათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ენა, კულტურა, ადათ-ჩვევები, გარკვეული რწმენა და სხვა. მაგრამ აღნიშნულ თვისებებს ადამიანები მხოლოდ ერის წიაღში ცხოვრების გამო იძენენ. ერში გაერთიანებამდე მათ ვერ ექნებოდათ ეს ადამიანური ნიშნები, ე.ი. ისინი ვერ იქნებოდნენ ადამიანები. ამიტომ დებულება, რომ ერი ადამიანების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, მიუღებლად უნდა ჩაითვალოს. ინდივიდები მხოლოდ ეროვნულ წიაღში ცხოვრების შედეგად ყალიბდებოდნენ ადამიანებად. ამავე დროს ისიც ნათელია, რომ ერი ამ ერის წარმომადგენელი ადამიანებისაგან შედგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერიცა და ადამიანებიც მთლიან პროცესში, ერთდროულად ყალიბდებოდნენ. ადამიანებმაცა და ერმაც ამ სოციალურ პროცესში შეიძინეს სულიერება. შემდგომში ისინი თავისი სპეციფიკური კანონების მიხედვით ვითარდებოდნენ და ამავე დროს, ინარჩუნებდნენ შინაგან კავშირს. დღესაც ცოცხალი ინდივიდი, პოტენციური ადამიანი, ნამდვილ ადამიანად და პიროვნებად მხოლოდ გარკვეული ერის წიაღში ცხოვრების გამო ყალიბდება.

ავტორი: შოთა ნადირაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი