მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
ამერიკა, ევროპა და ირანი. რომელი კურსი აირჩევა ირანის მიმართ?

დღეს ამერიკელებისა და ევროპელების მიზნები ირანის მიმართ ერთია: "დაარწმუნონ", რომ ზედმეტი შფოთი არ შექმნას არც თავის შიგნით, არც მეზობლობაში, და დათანხმდეს განსაკუთრებით სახიფათო იარაღების კონტროლის იმ ზომაზე, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი. ამ მიზნის მიღწევის გზებს ამერიკელები სხვაგვარად ხედავენ, ევროპელები - სხვაგვარად. პირველნი იმედს ამყარებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებზე, მეორენი - მოლაპარაკებებსა და ვაჭრობაზე, რაშიც ისინი, სხვათა შორის, საკუთარ მოგებასაც ხედავენ. ევროპელები თვლიან, რომ ბუშს ირანი არ უნდა დაესახელებინა "ბოროტების ღერძი" სახელმწიფოების (ჩრდ. კორეა, ერაყი, ირანი) რიცხვში და შიშობენ, ბუშის პოლიტიკა, ზოგადად, ძალიან შორს არ წავიდეს "ერთმხრივი მოქმედების" (ანუ ევროპელთა უკითხავად მოქმედების) მიმართულებით, რისთვისაც მათ საკუთარი მოტივებიც აქვთ (სახელდობრ, ის, რომ ევროპას არ ხვდება წილი მსოფლიო გავლენის იმ გაფართოებაში, რასაც ამერიკელები თავისი სააზიო პოლიტიკის გააქტიურებით აღწევენ). რომელი ამ ორ კურსთაგანი უფრო შედეგიანია, ჯერჯერობით არ ჩანს, ირანის შიგნით მისი დღევანდელი მმართველი ხათამი ყველანაირად ცდილობს, ირანს უფრო დემოკრატიული და, ამდენად, უფრო პრესტიჟული იერი მისცეს. მეორეს მხრივ კი კლერიკალურ-დიქტატორული (დღეს მეტ-ნაკლებად უჩინარი) ძალები ცდილობენ, ყოველივე იმ არხში მოძრაობდეს, რომელიც 1979 წლის "ისლამურმა რევოლუციამ" შექმნა. ამ ძალების უკან, როგორც მათი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამანკი დგას.

თუ, ხათამის წყალობით, ამ ბოლო წლებში ირანის პოლიტიკამ უფრო თანამედროვე სახე მიიღო, ეს, ჟ. "THE ECONOMIST"-ის აზრით, ევროპული ტაქტიკის დამსახურება უფროა, ვიდრე ამერიკულისა. ირანელებმა ხელი აიღეს ევროპაში თავშეფარებული თავისი დისიდენტების ხოცვაზე, ასევე ბრიტანეთის მოქალაქე ავტორის მკვლელობისკენ მოწოდებაზე, რომელმაც მათი რელიგიური გრძნობები შელახა თავისი თხზულებით. ირანმა აგრეთვე შეაჩერა თავისი მცდელობა, შფოთი ჩამოაგდოს შიიტ მუსლიმანებსა და სუნიტური ხელისუფლების მყოლ მუსლიმანურ ქვეყნებს შორის, როგორნიც არიან პაკისტანი, საუდის არაბეთი ან ბაჰრეინი. მაგრამ მეორის მხრივ, ამერიკული მიდგომის ნაყოფად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ირანი დათანხმდა დასავლეთისადმი დახმარებაზე ავღანეთის ომის დროს და რომ მან დახურა ირანში ფუნდამენტალისტი ავღანელი ლიდერის ჰაქმათიარის წარმომადგენლობები.

თუმცა ირანის საგარეო პოლიტიკამ ერთგვარი შერბილება განიცადა ხათამის წყალობით, მისი ორივე მთავარი მიუღებელი პუნქტი ძალაში დარჩა. ერთია ტერორისტული ჯგუფების დახმარება, მეორეა მასობრივი განადგურების იარაღის ფარული წარმოებისათვის მზადება. პირველი პუნქტის ერთგულება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვიგულისხმებთ სიტყვაში "ტერორიზმი". ირანი, მართალია, მხარს უჭერს ლიბანურ "ჰიზბულას", მაგრამ ეს უკანასკნელი თავს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად თვლის და არა ტერორისტულად. ადგილობრივი მასშტაბის უწესრიგობებში მონაწილეობა მაინც სხვაა, ვიდრე "ანტიამერიკული ინტერნაციონალური ტერორიზმის ხელშეწყობა", რასაც ირანს ბრალად სდებენ.

რაც შეეხება სახიფათო შეიარაღებათა ძიებას ირანის მიერ, ამაზე ამერიკელებს და ევროპელებს ერთი აზრი აქვთ. მას შემდეგ, რაც ერაყთან ომში რამდენიმე ასეული კაცი დაკარგა, კარგად შეიარაღებული მტრული ქვეყნებით გარშემორტყმულ ირანს ძალიან დიდი მისწრაფება აქვს, ასეთი იარაღები ჰქონდეს. მეორე მხრივ, ირანს ხელმოწერილი აქვს შეთანხმებებზე, რომ არ იქონიებს ბირთვულ, ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ იარაღს. ასე რომ, იგი ვერ გაექცევა, ადრე თუ გვიან, იძულებას, რომ ამ მიმართულებებით მყარ საერთაშორისო კონტროლს დაექვემდებაროს.

"THE ECONOMIST" ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი პოლიტიკა ირანის მიმართ იქნება ამერიკული და ევროპული მიდგომის კომბინაცია, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ორს თავისი მოქმედება შეთანხმებული ექნება. ყველაზე დიდი "ჯილდო" ირანისათვის, თუკი იგი დასავლელებს დაეთანხმა, იქნება მასზე დღეს დადებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა ანუ მისთვის თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების საშუალების მიცემა. ეს ამერიკელების ხელშია. ირანის მოხსენიება "ბოროტების ღერძ" სახელმწიფოთა რიცხვში (ბუშის მიერ), თავისთავად, შეიძლება ირანელებისთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყოს, რომელიც მათ გონიერებისკენ მოუწოდებს. კარგი იქნება ხათამის ხელისუფლების გაძლიერებისათვის ხელის შეწყობაც. მართალია, ირანელები "დედის რევოლუციურ რძესთან ერთად" იწოვენ იმ აზრს, რომ ამერიკა "დიდი სატანაა", მაგრამ მათი მენტალიტეტის შეცვლა შეუძლებელი არაა.



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი