მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველო
2002-12-03
ამერიკულ-ჩინური მცირე დავა

ორი წლის წინ ჩინურმა ოფიციალურმა პრესამ განაცხადა, დროა ჩვენ, ჩინელებმა, ჩვენი ხელით შევიქმნათ "საჰაერო ძალების #1 მანქანაო". ასეთი წოდება აქვს თვითმფრიანვს, რომლითაც სახელმწიფოს მეთაური მოგზაურობს. საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ბოინგზე, რომელიც ჩინელებმა ამ საპატიო მიზნისათვის შეისყიდეს, მოსასმენ-გადამცემი აპარატურა აღმოჩნდა და ჩინელები იძულებულნი გახდნენ ეგლიჯათ და ეგლიჯათ სალონის კედლებში დამონტაჟებული მრავალგვარი დანიშნულების ხელსაწყოები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ "ხოჭოები" აღარ დარჩა. დარჩა თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ჩინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად თვითმფრინავი გამოუსადეგარი გახდა.

ორივე მხარემ საჭიროდ ჩათვალა მაქსიმალურად დაემალა ან შეერბილებინა მომხდარი, რადგან ამერიკელებიც და ჩინელებიც დაინტერესებულნი არიან კეთილ ურთიერთობათა განვითარებაში ამ დღევანდელსა და ხვალინდელ ორ სუპერძალას შორის. ჩინური პრაქტიკა თავისი პირველი პირის მოგზაურობათა პრობლემის მოგვარებისა - ჩვეულებრივი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავის დაქირავება, მისი გადაკეთება ახალი მიზნისათვის და შემდეგ მისთვის ისევ პირვანდელი სახის მიცემა - არ აკმაყოფილებს ზოგი ჩინელი მოქალაქის თავმოყვარეობას. ასევე არ მოსწონთ მათ არც "სამხედრო-საჰაერო ძალების #1 მანქანის" ამერიკელებისაგან ყიდვის და არც მისთვის ამ აგრეთვე ამერიკული წარმოშობის "ტიტულის" მინიჭების ფაქტი. ჩინელმა საზოგადოებამ არ იცის (ბუნებრივი ინტერესის მიუხედავად), როდის დაიდგა "#1"-ის სალონში ზემოხსენებული მოსასმენი აპარატურა, ვის მიერ დაიდგა იგი და როგორ გახდა ცნობილი მისი არსებობა. ეს არც აშშ-ის საზოგადოებრიობამ იცის. არსებობს ვერსია, რომ პირველი ცნობა მის შესახებ ჩინელებს ამერიკელმა მიაწოდა.

ჩინეთის უშიშროების სამსახურებს, ბუნებრივია, მომხდარის გამო ჩრდილი ადგება. არაერთი ოფიცერი დაიკითხა. მაგრამ მრავალრიცხოვან ვერსიათა შორის ერთი ფრიად უცნაურიც ტრიალებს: "ხოჭოები" თვით ჩინელებმა ჩააყენესო. საქმე ის გახლავთ, რომ, მაო ძე დუნის პირადი ექიმის ცნობით (რომელიც მან თავის მოგონებებში შეიტანა), მაო ძე დუნის სამყოფელში, მის პირად რკინიგზის ვაგონში, მის სტუმრების მისაღებ ოთახებში და ა. შ. "ხოჭოებს" მისივე თანამებრძოლები აყენებდნენ, რათა თავი და ქვეყანა დაეცვათ უკვდავი "თავმჯდომარის" მეტისმეტად ჭირვეული პოლიტიკის მოულოდნელობათაგან. მართალია, მაოსებრი "პარანოიული" (გიჟური) პოლიტიკა ჩინეთის სინამდვილიდან კარგა ხანია, რაც გამქრალია, მაგრამ მისი მეორე თვისება - მისი უკიდურესი ფარულობა და გასაიდუმლოებულობა - დღესაც ძალაშია, ასე რომ ქვეყნის მეორე, მესამე და მომდევნო პირებს უსათუოდ სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რას ფიქრობს ან რა გუნებაზეა პირველი პირი, რომელსაც ხელი სახელმწიფო საჭეზე უდევს.



კალენდარი
მარტი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი