მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქიზიყი
2009-12-28
ლესბოსელებზე, მოზარდებისა და სასულიერო პირების ჰომოსექსუალიზმზე...
მსოფლიოს გენიოს ქალთა არცერთი სახელი არ შემოუნახავს, მამაკაცების ჩამოთვლა კი ყველა დარგში შეგვიძლია

ყველას სმენია სოდომისა და გომორის გარყვნილებათა ქალაქების შესახებ. ეს იყო ადგილები, სადაც თავაშვებული ღრეობები და ორგიები არავის უკვირდა. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა არსებობაც პირველად აქ გამოიკვეთა. დამეთანხმებით, ბისექსუალიზმი, ანუ ერთი სქესის ორი ადამიანის ინტიმური ურთიერთობა უდიდესი ცოდვაა იმის გაუთვალისწინებლად, თუ რომელ რელიგიას აღიარებს წყვილი. დეგენერაცია არის ადამიანის სულიერი გადაგვარება, დეგრადაცია, რაც ძალიან რთული დასანახია ჩვეულებრივი მოკვდავის თვალით, რადგან როგორც წესი, ისინი არასოდეს საუბრობენ საკუთარ პათოლოგიებზე.

საკუთარი სქესიდან გამომდინარე დავინტერესდი ლესბოსელებისა და ბისექსუალების ცხოვრებით, მათი ისტორიული ფესვებით, ფსიქოლოგიით. ძირითადი მასა პროპაგანდის მსხვერპლია. მათ სკოლასა თუ ინსტიტუტში გამუდმებით უნერგავენ ე.წ. ,,სტაჟიანები, თითქოს ორალური სექსი დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ქალი გარდა იმისა, რომ სუსტი სქესია, ცბიერი ეშმაკისთვის მშვენიერი სამიზნეც ყოფილა. არ იფიქროთ, ყველა ქალში პათოლოგიურ გადახრას ვეძებდე, მაგრამ, როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, ნებისმიერ ადამიანში დევს თავისივე სქესისადმი ლტოლვა, ოდნავ მაინც.

თუ მონასტრების სტატისტიკას გადავხედავთ, დიდ უცნაურობას წავაწყდებით. მამათა მონასტრებში ბერების ოდენობა ყოველთვის სჭარბობდა მონაზვნებს. იბადება ძალზე ლოგიკური კითხვა _ რატომ? ქალისგან განსხვავებით მამაკაცთა დიდ ნაწილს უჭირს მამათმავლობის დაფარვა. ამას საზოგადოების ულმობელობაც ემატება, ან ის, რომ ოჯახის შექმნა ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის. მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა მონასტრისა. ქალი კი ადვილად ირგებს ნორმალური, პროდუქტიული ადამიანის როლს. საკუთარ დემონებთან ეკლესიის კედლებში ბრძოლას თავს არიდებს.

პატარაობიდანვე პროტესტი მიჩნდებოდა რელიგიის და ჩემს შემთხვევაში ქრისტიანობის მიმართ ქალის კულტთან დამოკიდებულებაში; მიუღებლად მივიჩნევდი იმ შედარებით აუცილებელ თავმდაბლობას, რასაც ეს მრწამსი ითხოვდა. ჩემს კითხვებს ნაწილობრივ ახსნა მოვუძებნე. მაშინ, როცა ციცერონი თავის ,,რიტორიკაში ამბობს - ,,მამაკაცის ვნებას შეიძლება ერთადერთი ცოდვა მოჰყვეს, ხოლო ქალის ვნება ყველა ცოდვის გამომწვევია-ო... არ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ დავაფიქსირო არა მარტო მის, არამედ მრავალი ფილოსოფოსისა თუ საზოგადო მოღვაწის მიმართაც, რომლებიც ალმაცერად უყურებენ ქალს. ფრანგული ანდაზაც გვაფრთხილებს _ ეძიეთ ქალი-ო!... ნუთუ ესეც იმას ნიშნავს, რომ სუსტი სქესი ბოროტების შეუცვლელი იარაღია ქვეყნად? ამ შემთხვევაში მეც უმწეო ვარ მათ არგუმენტებთან ბრძოლაში. ფაქტების დამოწმების შემდეგ არსებული ვითარება სხვა კუთხით დავინახე. ამდენი ბოროტების თავმოყრა და ისიც ქალში, უმშვენიერეს ქმნილებაში ცოცხალ არსებათა შორის? თუმცა, დეგენერაცია არც ძლიერ სქესს ინდობს. თუ ერთგან სექსუალური გარყვნილების მაღალი კონცენტრაციით გვევლინება, მამაკაცთა შორის, გარდა ჰომოსექსუალიზმისა, ფსიქიკური აშლილობაც მკვიდრდება. თუმცა, საზოგადოებასთან მათ აგრესიული დამოკიდებულება არ აქვთ, რაც სუსტ სქესს ახასიათებს.

მსოფლიოს გენიოს ქალთა არცერთი სახელი არ შემოუნახავს, სამაგიეროდ, მამაკაცების ჩამოთვლა ყველა დარგში შეგვიძლია: აინშტაინი, ვან-გოგი, ჰიტლერი და სხვა... მათი 90% ფსიქიკურად არანორმალურია და არა მარტო ფსიქიკურად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს. მათი უმეტესობა სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ დანაშაულებშია ბრალდებული.

არატრადიციული ორიენტაციის აღმოცენება არაჯანსაღ გარემოში ხდება. გადავავლოთ თვალი დღევანდელობას: გარყვნილების პირველწყარო _ პრესა და ტელევიზია ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელთათვის შეუზღუდავია. ამ სიბინძურეებისადმი ინტერესს უმეტეს შემთხვევაში მოზარდი იჩენს. ეს კი ბავშვის ნაადრევ ფსიქოლოგიურ მომწიფებას იწვევს. ცნობიერებაში ეხლიჩება ჩამოყალიბებული სამყარო და მას როგორც პიროვნებას _ თრგუნავს. უჩნდება სურვილი გაემიჯნოს გარემოს. მოზარდი ინდიფერენტული ხდება საპირისპირო სქესის მიმართ და გაუკუღმართებულ ცხოვრებას იწყებს. ამას ემატება ოჯახური კონფლიქტები, ქუჩა, ხშირად ნარკოტიკები... თუ ადამიანის ფსიქიკა ლმობიერია, ნებისმიერ ჭაობში ადვილია მისი ჩათრევა. თუმცა, დიდია ალბათობა, სრულიად შემთხვევით, ნორმალური ადამიანის ფსიქოლოგიაც შეარყიოს საკუთარ თავში მოულოდნელად აღმოჩენილმა სექსუალურმა გადახრამ!

მიზეზს ვეძებთ? იქნებ ესეც ჩვენში, საზოგადოებაშია? მათ სწორედ ჩვენ ვაქცევთ იმად, რანიც არიან... ყველა უცოდველი ჩნდება, დედის მუცელში არავინ ყალიბდება კრიმინალად. თუ მას მემკვიდრეობით მოსდევს ეს გენები, რატომ არ შეიძლება მისი წინაპარი სოციუმის მსხვერპლი ყოფილიყო? ფაქტია, ფსიქოლოგია რელიგიასთან მჭიდრო კავშირშია. მრწამსი ადამიანური წარმოსახვის პირმშოა. არავის ვეკამათები, რომ არსებობს რაღაც უხილავი ძალა, რასაც ჩვენ მოკვდავნი ღმერთს ვუწოდებთ და რასაც უფალი, ალაჰი, შივა და ა.შ ჰქვია, მაგრამ დედამიწაზე ბოროტება ყოვლისმომცველი კლანჭებით მაინც აღწევს.

სასულიერო დაწესებულებებს ვგულისხმობ (ანუ, შუამავალს ხალხსა და უფალს შორის) _ რომის პაპმა გრიგორი VII-მ დააკანონა უშვილობის აღთქმა _ ცელიბატე. ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, აბა რატომ გაკეთდა ასე?

მღვდლები ხშირად დათრგუნული ჰომოსექსუალისტები არიან და დეგენერაციის გარკვეულ ზღვარზე დგანან... ნიცშე, რომლის ფილოსოფიამაც ფაშიზმის საფუძვლები წარმოშვა, პასტერის შვილი იყო. მან საგიჟეთში რამდენიმე წელი დაჰყო. ჰიტლერი დედის ჩაგონებით ბავშვობიდან მღვდლობაზე ოცნებობდა. ანასტას მიქოიანი ყველა წმენდას გადარჩენილი ერთადერთი მღვდლადნაკურთხი რევოლუციონერი გახლდათ; ლესბოსელ პოეტ მარინა ცვეტაევას ჰყავდა მღვდელი ბაბუა, რომელიც ცოლად ჰომოსექსუალ ებრაელს გაჰყვა და სარეცელს ასევე პოეტ სოფია პარნოკთან იყოფდა; კომუნიზმის ფუძემდებელი კარლ მარქსი რაბინების შთამომავალი იყო, თან მასონი; მწერალი ჯონათან სვიფტი მღვდელი იყო, მაგრამ ანტირელიგიურ წიგნებს წერდა (საბოლოოდ ის გაგიჟდა). ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ სასულიერო პირების შთამომავალთა შორის ყველა არანორმალური როდია. ყველაფერს უბრალო შემთხვევითობა რომ ვუწოდოთ და ეს ფაქტები უგულებელვყოთ, რელიგიის ისტორია მაინც გვამხელს, რომ უშვილობის აღთქმის შემოღებამდე და მერეც, ცელიბატს არაერთი პაპი არღვევდა. ანუ მსოფლიო ხალხთა საყვარელი უფლის მსახურიც სრულიად გამიზნულად სცოდავდა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით: 939 წელს აქტის დროს გული გაუსკდა ლეონ VII-ს; იოანე VII საყვარლის ქმარმა ცემით მოკლა (705-707); მისი ბედი გაიზიარა იოანე IX-მაც (898-900); 1471 წელს კი სექსუალური აქტის დროს მამაკაც პარტნიორს ხელებში ჩააკვდა პავლე II-ე (1464-1471); უმაღლესი სასულიერო პირების ასეთი საქციელი ყოველგვარ ზნეობის ჩარჩოებს სცილდება. 1983 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ (1978-2005) სიკვდილმისჯილის შეწყალება ითხოვა, რომელიც 4 შვილის მამის მკვლელობისთვის დაკავებული ჰომოსექსუალი იყო. ესეც შემთხვევითობაა? იქნებ პაპმა სულიერი საერთო გამოძებნა რეციდივისტ მამათმავალთან?

პ.ს. სამყაროს შექმნის დღიდან ორ ძალას _ ბოროტსა და კეთილს, უსამართლობასა და სამართალს შორის მუდმივად მიდის ბრძოლა. შეტაკება დღესაც გრძელდება. ყველა რელიგია ამ ორი მხარის ჭიდილზეა აგებული და ყველა კეთილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს...

მე მხოლოდ ფაქტები მოვიყვანე, დანარჩენი თავად განსაჯეთ. ბოლოს კი დავსვამ კითხვას: როგორ ფიქრობთ, ბოროტსა სძლია კეთილმან???...

მოამზადა მარიამ კოჭლამაზაშვილმა

 

 



კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი