მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქიზიყი
2009-12-28
კვირის პრესი #8 - რატომ ვერ სცნობს ხალხი გამგებლებს, ვინ დატუქსეს ლიდერებმა და ვინ არის სუპერ გაჭედილი?!

_ _ კვირის ფრაზა: რადგან ხალხი წუხდება ეხლა მაგის გულისთვის ყოჩიაშვილი ხომ არ გააჩერებს მუშაობას? - ვახტანგ კიკილაშვილი.

სიმართლე გითხრათ, ასეთი ბრიყვული განცხადება დიდი ხანია აღარ მოგვისმენია. კიკილაშვილის გამონათქვამი კვირის ფრაზად იქცა. მარტივად რომ ვთქვათ, ვახტანგ ბატონმა ბრძანა _ მერე რა, რომ ხალხი წუხდება, სულ არ გვადარდებს, მაგათ გამო ხომ არ გავჩერდებით, მთავარია ჩვენ ვიმუშავოთო...

_ _ კვირის სკანდალი: გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. საია-ს კახეთის ოფისი ირწმუნება, რომ კახეთში მცხოვრებთა 80%-მა არ იცის ვინ არის მისი რაიონის გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე. იურისტების განცხადებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა ცნობადობის მაჩვენებლის დაცემა მოსახლეობასთან ნაკლებად კონტაქტურობის შედეგია. კვლევა პროექტის ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში ფარგლებში ჩატარდა და მთელი კახეთი მოიცვა. მოქალაქეები გამოკითხულ იქნენ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში.

გამოვკითხეთ პედაგოგები, გლეხები, ფერმერები და ახალგაზრდები. საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა, - განაცხადეს საია-ს თელავის ოფისში.

_ _ კვირის გაჭედილი: გასულ კვირას ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წევრმა ნინაჩკა ფიროსმანაშვილმა გაჭედა და თანაც როგორ... გაჭედვაც არის და გაჭედვაც, მაგრააამ ეს რომ იყო, ნუ რა ვიცი, სუპერ გაჭედვა უნდა ვუწოდოთ. ღოგორც მოსალოდნელი იყო მემარჯვენე ნინო ფიროსმანაშვილის განცხადება სკანდალის მიზეზი გახდა. ქალბატონს სხდომაზე შეეშალა, მოულოდნელად თავი გაყიდა და ისეთი რამ თქვა, ჯერ სხდომაზე დამსწრე საზოგადოება გააშტერა, მერე თავისი პარტიის ლიდერები აღაშფოთა. ქიზიყის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დედოფლისწყაროელი მემარჯვენეების განცხადებას თბილისიდან პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ და ფიროსმანაშვილის ჩასვრილი საქმის გამოსწორებას შეეცადნენ. ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ფიროსმანაშვილს პოლიტიკურად გამოუცდელი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განცხადებები დაუფიქრებელი იყო და ალღო ვერ აუღო. იქვე დატუქსა და ბრძანა, აუცილებლად გავარკვევო!... ეს მისი პირადი აზრია და არანაირად არ გამოხატავს პარტიის პოზიციას. აუცილებლად ჩავინიშნავ და დავადგენ, რატომ გამოგზავნეს სხდომაზე ეს პიროვნება და რატომ გააკეთა ასეთი უცნაური განცხადება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის პარტიის პოზიცია _ ჩვენ მივესალმებით ამ კომისიის შექმნას და სიამოვნებით ჩავერთვებით მონიტორინგში _ აცხადებს ნაჭყებია. ჩანს, ჩვენს მიერ ამ განცხადებების გახმაურების შემდეგ ფიროსმანაშვილი პირადადაც ბევრმა დატუქსა. Bევრი საუბრობდა იმაზე, რომ შეშფოთებული და ქიზიყის ჟურნალისტებზე განაწყენებული ნინო ფიროსმანაშვილი თავისივე ალიანსის წევრებთან ერთად გაცეცხლებული წინ და უკან დარბოდა და ინტერნეტ-საიტებს ჩხრეკდა.

ეჰ, ჩემო ნინო, ვიდრე რამეს იტყვი, მანამ უნდა დაფიქრდე, თორემ მერე ვიშვიში და ლოყების კაწვრა აღარაფერს შველის. ამასწინათ, პოპულარულ შოუში ბროლის ბუ რომ მოიგეთ, ჭკვიან ადამიანად ჩაგთვალეთ და, თქვენი სხდომაზე გაკეთებული განცხადება მართლა წარმოუდგენელი იყო. მგონი დაგავიწყდათ, რომ ოპოზიციური პარტიის სახელით ესწრებოდით. შესაძლოა, გულში მართლაც მეორეხარისხოვნად მიგაჩნიათ კომისიის შექმნა, მაგრამ ამდენი კი უნდა გაგეთვალათ, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ამ იდეას ასე გადაჭრით რომ შეეწინააღმდეგება, ძალზე უცნაურად ჟღერს და სინდისის ქენჯნა მაინც უნდა გეგრძნოთ. ანდა, რამ გათქმევინათ ასეთი ტუტუცური რამ ,,ჩვენთვის მთავარია არჩევნებში გავიმარჯვოთ _ ამ ბრიყვული განცხადებების შემდეგ, კიდევ გგონიათ ვინმე ხმას მოგცემთ? ასე ხომ პირდაპირ ღაღადებთ _ სკამი მინდაო და ამას ვინ მოგიწონებდათ? ასეთი რით გაგაჩუმეს ნაციონალებმა და ასეთ რა ბუს კვერცხებს დაგპირდნენ, რომ ასე დაუფარავად შეეწინააღმდეგეთ კომისიის შექმნას. აფერუმ თქვენს ქალობას! ნუთუ ფიქრობთ, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყურადღება არ სჭირდება? ჩანს, მათი პრობლემები თქვენთვის მეორეხარისხოვანია.

თქვენს თავხედურ პარპაშსაც ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული? ასე გათავხედებაც და თვალში ნაცრის შეყრაც ხო მარ შეიძლება? შე კაი ქალო, თუ ოპოზიცია გქვია _ იყავი ოპოზიციონერი. თუ არ იაქტიურებ, შენთვის ჩუმად მაინც იჯექი, ერთ ადგილს რაღას აწვალებ?... თუკი მაინცდამაინც სააკაშვილის ლაქია და ყურმოჭრილი მონა გინდა იყო, რაღა მემარჯვენეების სახელით უნდა იმოქმედო. გადადი ნაციონალურ ბანდაში, აღარც დამალვა მოგიწევს, უფრო თამამად იქნები და ეგება რაიმე სავარძელსაც გამოჰკრა ხელი. რა ვიცი, ბოლო დროს ყველა გაუნათლებელი ხელმძღვანელის სავარძელში ჯდება და თქვენ ინტელექტი მაინც გაქვთ. ასე, რომ სცადეთ. ფსევდო ოპოზიციონერობა რას გარგებთ. თანაც ამ სკანდალის შემდეგ ვინღა დაიჯერებს, რომ ოპოზიცია გქვიათ? ჰოდა, სანამ გვიან არ არის აიკარით გუდა ნაბადი და ჰეიდა - მმართველი პარტიისკენ გაქუსლეთ...

მართლა უცნაურები ხართ რაა, ყველაფერი გამიგია, მაგრამ ოპოზიციონერი ასე თავგამოდებით იცავდეს ხელისუფლებას და ოპოზიციურ კოლეგებს ეწინააღმდეგებოდეს, იშვიათია... მგონი ძვირფას ნინოს მოულოდნელად დაავიწყდა, რომ ოპოზიციონერის როლი უნდა ეთამაშა და თავი ამიტომაც გაყიდა. გულწრფელად გითხრათ, თქვენი ხელმძღვანელების ადგილას რომ ვიყო, ასეთ მოღალატე კადრს პარტიაში ნამდვილად არ გავაჭაჭანებდი და კუდით ქვასაც ვასროლინებდი. თუმცა, ვაცადოთ, იქნებ ისინიც ამას გეგმავენ... შეწუხებული და ნირწამხდარი კი დადის ჩვენი ფრთიანი გამონათქვამის ავტორი და თქვენ რაც გინდათ ის იფიქრეთ...

_ _ კვირის კარგი ამბავი: ბოლოს დედოფლისწყაროში ცენტრალური გზები როდის დაიხაზა, ბევრს ალბათ აღარც გახსოვთ. 10 წლის წინ, შევარდნაძე ტარიბანის ნავთობჭაბურღილზე რომ ჩამოდიოდა მგონი მაშინ. ჰოდა, ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, გასულ კვირას, დედოფლისწყაროს ახლადმოასფალტებული გზები დახაზეს, რამაც ქალაქის იერსახეს თავისი ხიბლი შემატა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სამუშაოები ძალზე უხარისხოდ შესრულდა, ერთ კვირაში ისინი ალბათ აღარც გამოჩნდება...

_ _ კვირის ცუდი ამბავი: დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ საბათლოში ჯილეხის გავრცელების საშიშროებაა. ციმბირის წყლული ადამიანსაც გადაედო. შამწუხარო კი ის გახლავთ, რომ პოლიციამ დაავადებულ ხორცს ვერ მიაგნო და არ არის გამორიცხული ის რეალიზაციაში აღმოჩნდეს და სხვა ადამიანებიც დააავადოს.

_ _ კვირის მოვლენა: ოზაანელები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანის მოსახლეობა დენზე დარიცხულ დამატებით გადასახადს აპროტესტებს და დახმარებას ითხოვს. ნელი კოტაშვილი: ,,7 ლარის დენი დავწვი და 22 გადამახდევინეს. თუ არ ვიხდით, გვიჭრიან და სხვების გამო უშუქოდ ვრჩებით... ძალიან გვიჭირს და დამატებითი თანხების გადახდას ვერ ავუდივართ.

_ _ კვირის პარადოქსი: დედოფლისწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოძახებებზე გასვლას ვეღარ ასწრებს. 033-ის ხელმძღვანელი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, რომ გამოძახებათა რიცხვმა კატასტროფულად იმატა. ზურიკაშვილი აცხადებს, რომ წინა თვეებთან შედარებით გამოძახებები გაორმაგდა: თუ ადრე დღეში 17-18 გამოძახება გვქონდა, დეკემბერში ყოველდღიურად 30-ზე მეტი გამოძახება გვაქვს. მართალია, ჩვენს რაიონში ღორის გრიპის დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირებული არ არის, მაგრამ მოსახლეობა პანიკაშია და ტემპერატურის მომატების შემთხვევაშიც კი გვიძახებენ, - განაცხადა ხათუნა ზურიკაშვილმა.

 

 

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი


კალენდარი
ივნისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი