მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
ზმნის გარდამავლობის სწავლება საშუალო სკოლის mSS კლასში

"ქართული ზმნა ორგვარია, გარდამავალი და გარდაუვალი. ყოველი ზმნა, რომელსაც პირდაპირობიექტური პირის ფორმები აქვს, გარდამავალია, ხოლო რომელსაც არა აქვს, ან არ შეიძლება ჰქონდეს, გარდაუვალია". (აკ. შანიძე).

ქარველურ ენებში გარდამავლობის საკითხი დამუშავებული აქვ ყველაზე მეტად ჰუგო შუხარდტსაც, მაგრამ მას არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ რა არის გარდამავლობის არსებითი ნიშანი ჩვენს ენაში.

გარდამავლობის შესწავლა გასაგებს ხდის მოსწავლეთათვის ქართული ენის ერთ საინტერესო თავისებურებას--ერგატიული კონსტრუქციის რაობას; ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა სათანადო ენათა გარდამავალი ზმნის თავისებურების პრობლემაა.

ფრაზის კონსტრუქცია ქართულში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარდამავლობის საფუძვლიან ცოდნაზე, კერძოდ, იმაზე, თუ როდისაა საჭირო სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი ბრუნვის ფორმები. სწორედ ამაშია გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების შესწავლის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. ამავე დროს, გარდამავლობის შესწავლა სათანადოდ მოქმედებს მოსწავლის სწორ მეტყველებაზე.

ჩვეულებრივ, გარდამავლობის ამოსაცნობად მიღებულია ზმნის ობიექტურ პირებზე დაკვირვება, მაგრამ სწავლების პროცესის ანალიზმა გვაჩვენა, რომ მოსწავლეები მექანიკურად აკავშირებენ გარდამავლობას ობიექტურ პირთან, ისინი შეგნებულად ვერ ეუფლებიან გარდამავლობის საკითხს.

მოსწავლეთა ერთი ნაწილი წარსულ დროში გარდაუვალ ზმნას სუბიექტურ პირს მოთხრობითი ბრუნვის ფორმით უწყობს. ეს გვხვდება განსაკუთრებით იმერეთის სკოლებში, რისი მიზეზიც დიალექტურ მეტყველებაში უნდა ვეძებოთ. ზოგიერთი მოსწავლე ორპირიან ირიბობიექტური პირის შემცველ ზმნებს გარდამავალ ზმნებად მიიჩნევს და მორფოლოგიური გარჩევისას მათ გარდამავალ ზმნათა სვეტში ათავსებს, ზოგი კი ზმნასთან შეწყობილ სუბიექტურ და ობიექტურ პირებს სათანადო ბრუნვის ფორმაში ვერ სვამს.

მასწავლებელთა ერთი ნაწილი გარდამავლობის ცოდნის განმეორება-განმტკიცებას არ ახდენს ზმნის სხვა კატეგორიების შესწავლის პროცესში. არ მიმართავენ შემოქმედებითი ხასიათის წერით სავარჯიშოებს, რაც საბოლოოდ არასასურველ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ცოდნაზე.

ფსიქოლოგიიდან ცნობილია, რომ მოზარდი სწრაფად იწყებს გადასვლას თვალსაჩინო კონკრეტული აზროვნებიდან აბსტრაქტულ, განყენებულ, ცნებით აზროვნებაზე. ზმნის გარდამავლობის შესწავლის ერთ-ერთ ძირითად წინამძღვარს მოსწავლის ცნებითი აზროვნება წარმოადგენს, რომელიც სწავლების პროცესში მასწავლებლის მიერ გამოყენებული კონკრეტული მაგალითების ანალიზით ახდენს განყენებას, განზოგადებასა და ზმნის გარდამავლობის კატეგორიის შესახებ ცოდნის ცნებებში გამოსახვას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზმნის გარდამავლობის სწავლებისას ფართოდ უნდა გამოვიყენოთ; გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების შეპირისპირება, დაკვირვება გარდამავლობის აუცილებელ ნიშანზე (პირდაპირობიექტური პირის შეწყობა). ამ მიზნით, სასურველია, მოსწავლეები სისტემატურად ვავარჯიშოთ ზმნების გარდამავალ და გარდაუვალ ფორმებად დაჯგუფებაზე. ასეთი ვარჯიშობა მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების სტილის დახვეწის კარგი საშუალებაა. ასევე;

1. გარდამავალი და გარდაუვალი ზმნების შესწავლა უნდა მოხდეს პირთა რომელობისა და ზმნის ერთ ფორმაში პირთა რაოდენობის, როგორობის გაცნობის შემდეგ ერთი გაკვეთილის დათმობით.

2) გარდამავლობის გასაცნობად გამოვიყენოთ შედარება-შეპირისპირების ხერხი.

3) სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები უნდა გამდიდრდეს.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე უნდა გაიმეორონ ზმნისა და სუბიექტური და ობიექტურიპირების რაობა, განსხვავება პირდაპირ და ირიბობიექტურ პირებს შორის.

დაფაზე დაიწერება წინადადებები; 1. ლუარსაბი გრძნობდა, რომ ცოლმა დაიჭირა და აჯობა (ილია). 2. აღა-მაჰმადმა, სანამ ქალაქს მოადგებოდა, მარაბდა დაწვა, ქოტისი დაანგრია და ზაალის ავლა-დიდება მიწასთან გაასწორა (მ. ჯავახიშვილი). მოსწავლეები ამ წინადადებებიდან გამოყოფენ ზმნებს; გრძნობდა, დაიჭირა, აჯობა, მოადგებოდა, დაწვა, დაანგრია, გაასწორა; სუბიექტურ პირებს--ლუარსაბი, აღა-მაჰმადმა, ცოლმა; ობიექტურ პირებს--ქალაქს, მარაბდა, ქოტისი, ავლა-დიდება. გაირკვევა ობიექტური პირების როგორობა. გაკეთდება დასკვნა, რომ ზმნებს--გრძნობდა, დაიჭირა, დაანგრია, გაასწორა--შეეწყობა პირდაპირობიექტური პირები, ხოლო ზმნებს--აჯობა, მოადგებოდა--ირიბობიექტური პირები.

საანალიზოდ ერთი და იმავე ფუძის გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები უნდა შეირჩეს. გრამატიკული გარჩევისას, შედარება-შეპირისპირების ხერხის გამოყენებით, მოსწავლეთათვის გასაგები გახდება, რომ გარდამავლობისათვის განმსაზღვრელია ზმნაში პირდაპირი ობიექტური პირის არსებობა.

მოსწავლეებს ამ ეტაპზე შესწავლილი არა აქვთ სერიები და მწკრივები, მათთვის დაწყებითი კლასებიდან ცნობილია დროის კატეგორია, ამიტომ წარსულ დროში ზმნის გადაყვანა ძნელი არ არის. უკეთ ათვისების მიზნით მათ საილუსტრაციო მასალა კოდოსკოპით მიეწოდება, სადაც გამოყოფილი იქნება არსებით სახელთა ბრუნვის ნიშნები. აქვე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გარდამავალ ზმნასთან ახლანდელ დროში სუბიექტური პირი სახელობითშია, პირდაპირობიექტური პირი--მიცემითში, წარსულ დროში სუბიექტური პირი მოთხრობითშია, პირდაპირი ობიექტი--სახელობითში, ხოლო გარდაუვალი ზმნის სუბიექტური პირი ორსავე დროში სახელობით ბრუნვაშია, ობიექტი--მიცემითში;

მზე ფანჯარა-ს სხივ-ს სტყორცნის.

მზე-მ ფანჯარა-ს სხივ-ი სტყორცნა.

ლალი ცეცხლ-ს აქრობს.

ლალი-მ ცეცხლ-ი ჩააქრო.

არწივ-ი ყორნებ-ს ეომება.

არწივ-ი ყორნებ-ს ეომებოდა.

ზმნის დროის მიხედვით ცვლისას ყურადღება გამახვილდება, რომ გარდამავალი ზმნის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური პირი ბრუნვაცვალებადია.

როცა მოსწავლეები გაიგებენ, რომ გარდამავლობის მთავარი ნიშანი ზმნაში პირდაპირი ობიექტური პირია, ამის შემდეგ ზეპირად შესრულდება სახელმძღვანელოში მოცემული "1 სავარჯიშო.

ზმნის გარდამავლობის შესახებ ცოდნის განსამტკიცებლად ჩატარდება საკლასო წერა. მოსწავლეებმა უნდა გაარკვიონ, ზმნა რამდენპირიანია, გარდამავალია თუ გარდაუვალი; 1) ცას შავი ღრუბელი გადაეფარა. 2) სპარსელები კალიებივით მოედვნენ კახეთის სოფლებს, მაგრამ შაჰმა დამარცხებული კახეთი ვერ იხილა, ქართველი კაცი არაფერზე ცვლიდა სამშობლოს სიყვარულს. მშობელ მიწაზე სიკვდილი ერჩია უცხოეთში განცხრომას. ამან კიდევ უფრო გააგიჟა შაჰ-აბასი და ქვას ქვაზე არ ტოვებდა (ი. გოგებაშვილი).

წერის დამთავრების შემდეგ უნდა გაანალიზდეს და გასწორდეს შეცდომები.

მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიეცემათ, მხატვრული ლიტერატურიდან ამოწერონ 10 ზმნა და გაარკვიონ გარდამავლობა.

ავტორი: მანანა მიქაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი