მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
ქუთაისი ქართული მოდერნიზმის აკვანი

1913 წლის 19 მაისს ქუთაისში გამოიცა ყოველკვირეული ალმანახის "ოქროს ვერძი" პირველი ნომერი.

რედაქტორ-გამომცემელი იყო ბესარიონ ჯაიანი, მაგრამ ავტორებს კრებდა და მათ ნაწერებს სასტამბოდ ამზადებდა პაოლო იაშვილი.

ალმანახმა მხოლოდ თვენახევარი იარსება.

გამოიცა ხუთი ნომერი და არსებობა შეწყვიტა, რადგან პაოლო იაშვილი პარიზს გაემგზავრა.

"ოქროს ვერძი," შეიძლება, ჩაითვალოს სიმბოლიზმისაკენ მიდრეკილ გამოცემად. იგი ლიტერატურულად ეკლექტური ხასიათისაა, მაგრამ მსჭვალავს ქართული სიტყვის განახლების პათოსი.

დაიბეჭდნენ--გალაკტიონ ტაბიძე, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სერგო კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ჯაჯუ ჯორჯიკია, კონსტანტინე გამსახურდია (აბაშისპირელი), დია ჩიანელი (ჩხეიძე), იოსებ გრიშაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ვარლამ რუხაძე, პაოლო იაშვილი.

ითარგმნა ჰაინეს, გოეთეს, ვ. დე ლილ-ადანის, ლ. ანდრეევის, ი. სევერიანინის ნაწარმოებები. ალმანახის პროზა იმპრესიონისტულია, ლირიკული მინიატურების გზას მიჰყვება, ხოლო პოეზია განიცდის იოსებ გრიშაშვილის ზეგავლენას (ს. აბაშელი, გ. ტაბიძე, პ. იაშვილი).

"ოქროს ვერძის" მეორე ნომერში გამოქვეყნდა გალაკტიონის "მე და ღამე".

სიმბოლისტურია გრიგოლ რობაქიძის "ფიორდების ასულს", ლირიკული ეტიუდია, არა მხოლოდ სპეციფიკური ლექსიკით (ლურჯი ნისლი, მთვარე, ღამე), არამედ--ვლადიმერ სოლოვიოვისებური მარადქალურის აპოლოგიით;

"მარადი ქალწულო! ასეთი გიხილე ათასი წლის წინათ; ახლაც ასეთი შემხვდი, უცნაური და ლამაზი".

იგი არახორციელი არსებაა, როგორც ალექსანდრ ბლოკის თოვლის ქალწული, შორეული, ცხელი ეგვიპტიდან შემოსული ყინულოვან პეტერბურგში, ოცნებაში ალანდული;

"შენ ყვავილი ხარ, ჩემი ლეგენდის ყვავილი",--მიმართავს ავტორი ამ რომანტიკოსთა მატილდას, ქალად ქცეულ ცისფერ, სიზმარეულ ყვავილს, მაგრამ თავად მწერალიც ასტრალურ ძალთა გამონათებაა.

"მე შორეული ვარ; არ ვიცი არც დღე და არც ღამე ჩემი მოვლენის".

გრიგოლ რობაქიძის ეტიუდში ლირიზმი სიყვარულის მისტიკითაა გადმოცემული.

ამავე ალმანახის ფურცლებზე გრიგოლ რობაქიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს რენესანსი დაიწყო.

ტიციან ტაბიძემ თავის ეტიუდებს "პოემები პროზად" უწოდა და იგი ჟანრობრივად, მართლაც, მოგვაგონებს შარლ ბოდლერის ლექსებს პროზად ანუ ლირიკულ ეტიუდებს.

თვით ალმანახის სახელწოდება "ოქროს ვერძი" რუსული "ზოლოტოე რუნო"-ა, რომელიც სიმბოლისტების ჟურნალი იყო და გამოდიოდა 1906-1909 წლებში, მოსკოვში.

ალმანახში უცხოელთაგან ყველაზე ხშირად იხსენიება რუსი სიმბოლისტი კონსტანტინ ბალმონტი, რომელიც იმჟამად დიდად პოპულარული იყო.

ვილე დე ლილ-ადანისა და იგორ სევერიანინის თარგმნაც ალმანახის სიმბოლისტურ განხრას ადასტურებს.

ავტორი: სოსო სიგუა


კალენდარი
მარტი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი