მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
მზადება მოახლოებული გარდუვალობის შესახვედრად

როდესაც უფალი ძალთა სწრაფი დაკარგვით ან მძიმე ავადმყოფობით გვამცნობს მოახლოებულ სიკვდილს, მაშინ განსაკუთრებული გულმოდგინებითაა საჭირო მისთვის შემდეგი სახით მზადება:

1. ავადმყოფმა უნდა სთხოვოს ნათესავებსა და ექიმებს, გააფრთხილონ იგი სიკვდილის საშიშროების შესახებ მანამ, სანამ მთლიანად არ გამოსცლია სულიერი ძალები და არ დაბინდვია გონება ტანჯვისაგან, რათა დროულად მოინანიოს ცოდვები, თქვას აღსარება, განიწმინდოს სინდისი, ეზიაროს, იცხოს ზეთი და დამშვიდებული სულით მთლიანად მიენდოს ღვთის ნებას. არაერთხელ უნდა ეზიაროს და სთქვას აღსარება ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს.

2. დროულად უნდა მოაგვაროს საშინაო საქმეები: შეადგინოს ანდერძი, შეურიგდეს ყველას; აპატიოს მტრებსაც, პირადად ან, თუ ეს შეუძლებელია, ვინმეს პირით, გულით შეუნდოს მათ, ხოლო შემდეგ კი იფიქროს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეხვდება სიკვდილს და როგორ წარდგება ღვთის სამსჯავროზე.

3. სიკვდილის წინ ეშმაკი განსაკუთრებული გაბოროტებით ესხმის თავს ადამიანს სხვადასხვა ცდუნებებით, აგდებს სასოწარკვეთილებაში, ურყევს რწმენას, იმედსა და ღვთის სიყვარულს; უშფოთებს სულს ძველი ცოდვების გახსენებით, რადგან აეჭვებს ღვთის გულმოწყალებაში და აშინებს მარადიული ტანჯვით. ამ დროს ავადმყოფმა განსაკუთრებული მხურვალებით უნდა შესთხოვოს ღმერთს, განამტკიცოს მასში უფლის რწმენა, იმედი და სიყვარული, რათა არ დაუშვას ღმერთმა ეშმაკის მიერ მისი ცდუნება, სასოწარკვეთა, ეჭვი და შიში. სულის სიმშვიდისა და სიმტკიცისათვის სარგებლის მომცემია ხშირი საუბრები კეთილმსახურ ადამიანებთან, კითხვა ან მოსმენა წმიდა წერილის ნუგეშისმცემელი ადგილებისა. ასეთები ბევრია ფსალმუნებში. განსაკუთრებით დამამშვიდებლად მოქმედებს მომაკვდავზე მაცხოვრის გამოსამშვიდობებელი საუბარი მოწაფეებთან: ნუ შეძრწუნდება გული თქვენი. გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე მამისა ჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, განა გეტყოდით: მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ? და როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.

კარგი იქნება თუ ხშირად ვიკითხავთ სულის განტევების ლოცვას (კურთხევანში), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანონს, აღსარებისათვის, ღვთისმშობლის პარაკლისს და სხვა მანუგეშებელ ლოცვებს.

იესო ქრისტეს ფასდაუდებელი ღვაწლის, მორჩილების, ტანჯვისა და სიკვდილის მეოხებით ღმერთი მიუტევებს მორწმუნეებს ყველა ცოდვას. ეკლესიური რწმენის მიხედვით (4 და 5 ლოცვა ზიარებისათვის) არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება უფლის გულმოწყალებას. მხოლოდ თვითონ ადამიანმა უნდა მოინანიოს, დაუტევოს, შესძაგდეს ცოდვები და მორჩილად ითხოვოს პატიება. თუ კაცი მღვდელთან აღიარებს თავის ცოდვებს და მიიღებს შენდობას, ღმერთიც აპატიებს მას. ამაში არ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს. მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს და მათი სახით მათ მემკვიდრეებსაც: "ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ; და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ". (იოან. 20, 23). "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრულ იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც" (მათ. 19, 19).

ღმერთი ჩვენ განგვსჯის არა ჩადენილ ცოდვათათვის, რადგან ცოდვა ადამიანის წარმავალი, უძლური და ხრწნადი ბუნების თვისებაა, არამედ ამ ცოდვების მოუნანიებლობისათვის. წმ. ისააკ ასური ამბობს: სამწუხაროა არა ის, რომ მივემთხვიეთ ბოროტს, არამედ ის, რომ არ ვანებებთ მას თავს.

წმ. მამა დოროთე ამბობს: სიმდაბლეს, ერთს შეუძლია ღვთის მადლის მოხმობა სულისათვის. ის ერთი იფარავს სულს ყოველი ვნებისაგან და ცდუნებისაგან. სიმდაბლეს მარტოსაც კი (ღვაწლის გარეშე) შეუძლია უფლის სასუფეველში შეგვიყვანოს, როგორც მეფსალმუნე ამბობს: "შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება" (ფსალმ. 24,19). ასე რომ, დავიმდაბლოთ ჩვენც თავი და ვიხსნებით. თუ ჩვენ, როგორც უძლურთ, არ შეგვიძლია ვიღვაწოთ, ვეცადოთ თავის დამდაბლებას (ე.ი. შევიცნოთ ჩვენი სისუსტეები, ნაკლი, ცოდვები, დანაშაული უფლის წინაშე. ვთხოვოთ უფალს შეწყალება, შემწეობა, ჩავთვალოთ ჩვენი თავი ცოდვილად, ბედნიერების უღირსად და ყველაზე უარესად სხვა ადამიანებს შორის და ღვთის მოწყალების რწმენით, იმ მცირედითაც კი, რაც ჩვენ მოვიმოქმედეთ სიმდაბლით, მოვხვდებით იქ, სადაც იმყოფებიან ღვაწლმოსილი წმიდანები. ნუთუ სიმდაბლეც არ შეგვიძლია? დავიმდაბლოთ თავი და ღმერთი გვიხსნის ჩვენ.

ვთხოვოთ უფალს შეწყალება და შემწეობა

დე, ჩვენც მონანიე გულის სიმდაბლითა და ქედმოხრით შევთხოვოთ უფალს ჩვენი ცოდვების პატიება და შენდობა.



კალენდარი
მაისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი