მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარების პარპაშის ისტორიიდან

როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიამ საქართველო ჯერ კიდევ 1911 წელს "გააბედნიერა", როცა წაართვა მას წმიდა ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში მოპოვებული საეკლესიო დამოუკიდებლობა - ავტოკეფალია, გააუქმა კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის თანამდებობა, ანტონ II-ს თავი რუსეთში უკრეს, ხოლო კათალიკოსის ნაცვლად საეკლესიო ოლქის მმართველი - ეგზარქოსი დაგვინიშნეს. 1911 წლიდან 1018 წლამდე, ე.ი. ავტოკეფალიის აღდგენამდე, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რუსეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ ამ თანამდებობაზე ქართველი კაცი - ვარლამ ერისთავი დანიშნა. ვინაიდან ეგზარქოსი ვარლამი რუს დერჟიმორდებს თავიანთი აღვირახსნილი რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებლად ვერ გამოადგათ, ისიც ანტონ II-ის გზას გაუყენეს, ხოლო მის შემცვლელად თავიანთი დამქაში, უჯიათი, თავხედი და გულქვა რიაზანელი ეპისკოპოსი თეოფილაქტე რუსანოვი მოგვივლინეს. სწორედ ამ ნაძირალას დაავალეს დასავლეთ საქართველოში საეკლესიო რეფორმის გატარება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ იმპერიის მიერვე გაძარცვულ-გაუბედურებული იმერეთის ეპარქიიდან წლიური შემოსავალი 19-20 ათასი მანეთიდან 100 ათას მანეთამდე (ე.ი. 5-ჯერ და მეტად!) გაზრდილიყო ხაზინის სასარგებლოდ. ამასთანავე მკვეთრად უნდა შეემცირებინათ სამღვდელოების რიცხვი. ეკლესიებში ჩვენი ღვთივკურთხეული ქართული ენა რუსულით უნდა შეეცვალათ, გაეზარდათ საეკლესიო გლეხთა (რომელთა რიცხვი 11 ათას კაცს აღწევდა) გადასახადები, 1000-ზე მეტი საეკლესიო გლეხის კომლი აეყარათ და სახაზინო მიწებზე დაესახლებინათ, რაც მათი სახლ-კარისა და მეურნეობის მრავალი წლით მოშლას ნიშნავდა. ეგზარქოსი თეოფილაქტე იმერეთში, რაჭასა და გურიაში მხოლოდ სამ ეპარქიას ტოვებდა (მანამდე რუსეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ ქართლ-კახეთში 13 ეპარქიიდან მხოლოდ 4 ეპარქია დატოვა).

ამ კოლონიზატორულ-რუსიფიკატორული პოლიტიკის და ე.წ. საეკლესიო რეფორმის გატარებას თეოფილაქტე რუსანოვი მისთვის ჩვეული თავხედობითა და ბატონკაცური თვითნებობით შეეცადა, რითაც სულ მალე თავის თავსაც და რუსეთის იმპერიასაც თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო აუმხედრა. რეფორმის გატარება თეოფილაქტემ 1910 წლის ივნისში დაიწყო. როგორც კი მოსახლეობამ გაიგო ე.წ. საეკლესიო რეფორმის შინაარსი, მთელი იმერეთი აჯანყდა.

უჯიათი ეგზარქოსი უკან მაინც არ იხევდა: მისი გაგზავნილი ემისრები ხურავდნენ ეკლესიებს, ამცირებდნენ სამრევლოებს, ერეკებოდნენ უადგილოდ დარჩენილ სასულიერო პირებს, მოსახლეობას ახალ საეკლესიო გადასახადებს უცხადებდნენ. გურია-სამეგრელოში გაგზავნილი მისი ემისრები მოსახლეობამ იფრინა, ხოლო მთელი იმერეთი და რაჭა აჯანყების ალში გაეხვია. ეგზარქოს თეოფილაქტეს მოხელეთა მოქმედება პირველ რიგში ვაკე იმერეთისა და შორაპნის ოლქის აჯანყებულმა მცხოვრებლებმა აღკვეთეს. "აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმები რაჭაში პირველ დღეებშივე აღწევდა 2000 კაცს... რაჭის ოლქის უფროსი თავისი რაზმით იძულებული გახდა შეკეტილიყო კვარას ციხეში. იმერეთში აჯანყებულნი იკავებდნენ სადარაჯოებს, ხერგავდნენ გასავალ გზებს, წყვეტდნენ მოძრაობას" (ა. კიკვიძე. საქართველოს ისტორია. გვ. 105).

აჯანყებულთა მხარეზე იყო მთელი ქართული სამღვდელოება. მათ შორის ცნობილი მღვდელთმთავრები და მამულიშვილები დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, რომლებიც იმერეთის სხვა დიდებულებთან ერთად 1890 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს იმერეთის სამეფოს მის სამეფოსთან შეერთებას თხოვდნენ საქართველოს გაერთიანების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ აბობოქრებული იმერეთიდან თბილისში გაქცევამდე კოლონიური ხელისუფლების ქოფაკი თეოფილაქტე რუს გენერლებთან ერთად ადგენდა აჯანყების მეთაურთა დასაპატიმრებელ სიებს. იქ პირველი ადგილი ეკავათ მიტროპოლიტებს - დოსითეოზ ქუთათელს, ექვთიმე გაენათელს, დედოფალ დარეჯანს (ბაგრატიონს), მის ვაჟიშვილს - თავად ივანე აბაშიძეს, არქიმანდრიტ გრიგოლს, სეხნია წულუკიძეს, დავით მიქელაძეს და სხვებს (ნ. მახარაძე. იმერეთის 1910-1920 წლების აჯანყება (რუს. ენაზე). თბ. 1042. გვ. 90). "აფერუმ"! მღვდელმთავარიც "ასეთი" უნდა!!! თუმცა რა გასაკვირია ეს ნაძირალა თეოფილაქტე რუსანოვისაგან, რომელმაც 1921 წელს მოციქულთა სწორის - წმიდა ნინოს აკლდამის გატეხვა განიზრახა. რა ფასად დაუჯდა თავხედ თეოფილაქტეს ეს ამაზრზენი მკრეხელობა, "ქუჯის" მკითხველმა კარგად იცის.

იმერეთის მაშინდელი მმართველის, გენერალ კურნატოვსკის მოთხოვნაზე - დაეშალათ აჯანყებულთა რაზმები, ამბოხებულებმა უშიშრად უპასუხეს, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ მათ არ გადაეცემოდათ ეგზარქოსის მოხელეთა შედგენილი მცხოვრებთა საგადასახადო სიები და თვით თეოფილაქტე არ იქნებოდა მოშორებული იმერეთიდან. საკუთარ ტყავზე შეფიქრიანებულმა ეგზარქოსმა ახლა კი იკადრა იმერეთიდან გაქცევა. გენერალმა კურნატოვსკიმ კი 1910 წელს იგი გაძლიერებული სამხედრო ბადრაგით (300 ჯარისკაცითა და ქვემეხებით) 0-12 ივლისს მიაცილა ქ. გორამდე, სადაც მას შეხვდნენ იმერეთის გასანადგურებლად აღმოსავლეთ საქართველოდან დაძრული საოკუპაციო ჯარები. სწორედ ამ ჯარებს სთხოვდა გენერალი კურნატოვსკი იმხანად ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების წინააღმდეგ მებრძოლი მთავარსარდლის გენერალ ერმოლოვის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს აჯანყების ჩასახშობად. "აჯანყების სულისკვეთება, - მოახსენებდა იგი ველიამინოვს, - საყოველთაოა და ჩვენს მხარეზე არავინაა" (კავკ. არქეოგრ. კომისიის საბუთები. ტ. IV. ნაწ. I. გვ. 843). გულგახეთქილი გენერალი კურნატოვსკი იქვე ამატებდა, რომ გურულები და მეგრელები შეიძლება იმერლებთან ერთად აჯანყდნენო. რუსი ოკუპანტი მართალი აღმოჩნდა. დამპყრობელთა პირველყოფილმა ველურობამ და მხეცობამ ყველას მოთმინების ფიალა აუვსო, მართლაც, "რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა, ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს" (წმ. ილია მართალი)!!!

გენერალმა ველიამინოვმა აჯანყებულთა წინააღმდეგ საომრად გაგზავნა კაზაკთა ორი პოლკი, გრენადერთა პოლკის ათასეული გაძლიერებული არტილერიით, მაგრამ ვერც ამან შეაშინა კოლონიური მონობის წინააღმდეგ ამხედრებული ხალხი. "აჯანყებულებში თანდათანობით გავრცელდა ლოზუნგი - "სამშობლოს გათავისუფლება!" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 032).

აღმოსავლეთ საქართველოდან დაძრული საოკუპაციო ჯარების მოსვლამდე აჯანყებულებმა დაიკავეს ქუთაისისაკენ მიმავალი გზები და განიზრახეს გაელაშქრათ მასზე და გაეთავისუფლებინათ იგი რუსი დამპყრობლებისაგან. საოკუპაციო ხელისუფლება იძულებული გახდა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით გაემაგრებინა ქუთაისის მისადგომები. აჯანყება სულ უფრო ფართოვდებოდა. აჯანყებულებმა სცადეს იმერეთში მეფის ხელისუფლების აღდგენა. იმერელმა თავადებმა იმერეთის მეფედ სოლომონ პირველის ასულის დარეჯანის ვაჟი ივანე აბაშიძე გამოაცხადეს, ამიტომ იყო, რომ რუსმა ოკუპანტებმა დარეჯან ბაგრატიონის შვილი 1920 წლის დამდეგს ერთ-ერთ "მთავარ დამნაშავედ" გამოაცხადეს და ყოველმხრივ ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას. იმავე წლის იანვრისათვის რუსეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ დიდძალ ჯარებს მოუყარა თავი იმერეთში და აჯანყებულთა წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. იმერეთის მმართველ გენერალი კურნატოვსკი, რომელსაც რუსეთის მთავრობა ბრალად სდებდა სისუსტეს აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში, გაწვეულ იქნა და მის მაგივრად დანიშნეს პოლკოვნიკი პუზირევსკი.

ამ ნაძირალამ მალე "ისახელა" თავი ვერაგობით, მუხანათობით, სისასტიკითა და მხეცობით. 1920 წლის 4 მარტს მან რამდენიმე ასეულის გამოყენებით სწორედ ვერაგობითა და მუხანათობის გზით შეძლო დაეტყვევებინა იმერეთის მთავარი მღვდელმთავრები - თოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, აგრეთვე დედოფალი დარეჯანი, სეხნია წულუკიძე და დივანბეგი დავით მიქელაძე. სწორედ ისინი მიაჩნდათ რუს ოკუპანტებს აჯანყების მოთავეებად. მათმა დატყვევებამ დამპყრობთა მიერ გაწამებული ხალხი მეტი შურისძიების ცეცხლით აანთო. 1920 წლის აპრილიდან აჯანყება ახალი ძალით გაიშალა, განსაკუთრებით რაჭასა და გურიაში.

მაგრამ დავუბრუნდეთ იმერეთის მღვდელმთავრების - დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის თავსდატეხილ უბედურებას. ჯერ კიდევ მათ დატყვვებამდე კავკასიელი ხალხების ჯალათი გენერალი ერმოლოვი თავის დამქაშებს სწერდა: "საჭიროდ მიმაჩნია იმერეთიდან მიტროპოლიტების - ქუთათელისა და გაენათელის მოცილება" (ა. კიკვიძე. საქართველოს ისტორია, გვ. 11). რამდენად თავხედია მთავარსარდალი, ჩანს მისივე სიტყვებიდან: "ვიცი, რომ ეს ზომა (მღვდელმთავრების დატყვევება და მათი რუსეთში გადასახლება - ა. მ.) ხელახლა ააჯანყებს ხალხს. მიუხედავად ამისა, უკეთესია, ახლა შევუდგეთ ამას, ვიდრე გადავდოთ შემდგომ დრომდე, ვინაიდან ზამთრის ამინდი, რომელიც არ აძლევს საშუალებას აჯანყებულებს დამალონ თავიანთი ოჯახები და რაზმები ტყეებში, ჩვენ გვაძლევს უკეთეს საშუალებას გავფანტოთ ისინი შეიარაღებული ძალით". (კავკ. არქეოგრ. კომისიის საბუთები, ტ. IV, ნაწ. I, გვ. 584).

სისხლიანი პუზირევსკი რა პუზირევსკი იქნებოდა, რომ ზედმიწევნით გულმოდგინედ არ შეესრულებინა თავისზე უფრო დიდი ჯალათის დავალება, რისთვისაც ერმოლოვისა და მისი დამქაშების გულითადი მადლობა დაიმსახურა, მაგრამ თვენახევარში პუზირევსკი აჯანყებული გურულების ხელით საიქიოს გაემგზავრა. ამაზე ქვევით ვისაუბროთ.

ახლა კი შევეხოთ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ მხეცურად და ბარბაროსულად მოექცა იმერეთის ახლადგამომცხვარი სამხედრო მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი დატყვევებულ ღმერთშემოსილ მღვდელმთავრებს - დოსითეოზ ქუთათელსა და ექვთიმე გაენათელს. "პუზირევსკის საჭიროდ მიაჩნდა ტომრები გადაეცვა თავზე პატიმრებისათვის (უნდა იყოს - ტყვეებისათვის - ა.მ.) და ისე დაეკრათ ისინი ცხენებზე, რომ ერთმანეთი ვერ ეცნოთ და ვერც გზაზე ეცნო ისინი ხალხს. ტომრებში გახვეულ პატიმრებს (ტყვეებს - ა.მ.) უნდა ესუნთქათ პატარა ჭრილის მეშვეობით. ტომრები დამაგრებული იქნებოდა ყელსაბმელით და ქამრით", თუ ვინმე დაესხმებოდა თავს ბადრაგს მღვდელმთავრებისა და სხვა დატყვევებულთა გამოსახსნელად, "ყველა პატიმარი (ტყვე - ა.მ.) უნდა მოეკლათ და მდინარეში გადაეყარათ" (იქვე, გვ. 901). აი, მართლმადიდებლობის "დამცველი" რუსი დამპყრობლების ნამდვილი სახე, პირუტყვის დონემდე დაცემულ არსებათა ამაზრზენი სახე!

ღამის საფარითა და გაძლიერებული სამხედრო ბადრაგით ტყვეები ქუთაისიდან სურამისაკენ წაიყვანეს, რათა ქართლიდან საქართველოს სამხედრო გზით ისინი რუსეთში გადაესახლებინათ. დატყვევების შემდეგ გამხეცებული რუსი სალდათების მიერ ქუთაისში უღვთოდ ნაცემი და ნაწამები (ცემა-ტყეპა და ბარბაროსული წამება არც სხვა ტყვეებს დააკლეს!) დოსითეოზ ქუთათელი გზაზევე, ლიხის მთის მიდამოებში გარდაიცვალა. რუსმა მტარვალებმა ანანურამდე არ გაამხილეს მისი დაღუპვის ამბავი და იქაურებს დაუტოვეს სახელოვანი მღვდელმთავრისა და მამულიშვილის ნეშტი დასაკრძალავად. ანანურელებმა სათანადო პატივი მიაგეს პიროვნებას, რომელმაც მისი ღრმაშინაარსიანი და ამაღლებული სიცოცხლე სამშობლოს საკურთხეველზე უმწიკვლოდ მიიტანა...

დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის დატყვევებისა და მხეცური წამების თვითმხილველი კაპიტანი დუბეცკი შემდგომში იგონებდა: "გადაწყდა ორი მთავარი წარჩინებულის, მიტროპოლიტების - გაენათელისა და ქუთათელის რუსეთში გაგზავნა... მათი დაპატიმრების (დატყვევების - ა.მ.) დროს ადგილი ჰქონდა უხეშ მოქცევას, რადგან ერთი მათგანის წინააღმდეგობის გამო იხმარეს თოფის კონდახები და ხიშტები. ასე, რომ გასისხლიანებული და ნაცემი მწყემსმთავარი (დოსითეოზ ქუთათელი - ა.მ.) შეჰკრეს და ძალით შესვეს ცხენზე" (რუსეთის მფლობელობის დამკვიდრება კავკასიაში, ტ. III, ნაწ. II, რუს. ენაზე. გვ. 412).

რაც შეეხება ნაცემ-ნაგვემ, პატივაყრილ, შეურაცხყოფილ და დამცირებულ ექვთიმე გაენათელს, იგი რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს და ორიოდე წლის შემდეგ უცხოობაში დაასრულა თავისი განაწამები სიცოცხლე. შემდგომში მისი თანამედროვე ქართველი ნაღვლიანად წერდა: "წმიდა მამა ეფვთიმი მიტროპოლიტი გაენათელი მიიცვალა ექსორიობასა შინა რუსეთს, მონასტერსა სვირისასა... 1922 წ. თთუესა აპრილსა 21-ს, დღესა პარასკევსა და დაფლეს მუნვე მონასტერსა შინა" (ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. V, თბ., 1040, გვ. 68).

ღრმად მწამს, რომ დადგება დრო, როცა სამშობლოსათვის ამ წამებულ მღვდელმთავართა და მამულიშვილთა - დოსითეოზ ქუთათელის (წერეთლის) და ექვთიმე გაენათელის (ერისთავის) წმიდა ნეშტს მადლიერი ქართველობა ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი სალოცავის - გელათის მონასტრის ძვალშესალაგში მიუჩენს საუკუნო განსასვენებელს.

ავტორი: აკაკი მათიაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი