მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
მრგვალი მაგიდა და ცრუ ეროვნული ძალები

ფაქტობრივი ხელისუფლება, რომლის უშუალო კონტროლს ექვემდებარება ძირითადი საინფორმაციო საშუალებები, საკმაო წარმატებით იყენებდა და იყენებს ამ ძლიერ იარაღს არა მარტო მოსახლეობის, არამედ თუ საჭირო გახდა, რიგი პოლიტიკური ჯგუფების დეზორიენტაციისათვის. ცხადია, ფაქტობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული მასმედიის დანიშნულებაა - რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ხუნტის ხელისუფლების სადავეები.

აღნიშნულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დაუსრულებელი, ყბადაღებული ლაპარაკი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მისი იდეების მიმდევარ პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსულობაზე, პოლიტიკური პარტიების სიმრავლესა და სიჭრელეზე, რასაც სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო.

უპრიანია გავიხსენოთ, რომ სწორედ ისინი, ვინც საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დაამხო, გვევლინებიან ტერმინ "ზვიადისტის" ავტორებად, რათა კანონიერ პრეზიდენტისა და მისი მიმდევრებისათვის დაებრალებინათ ყველა ამქვეყნიური ცოდვა, ბანდიტებთან და კაცისმკვლელებთან გაეიგივებინათ ისინი. ცხადია, ამ ტერმინის "ავტორები" სიყალბის გზით ცდილობდნენ ზვიად გამსახურდიასა და ქართული ეროვნული მოძრაობის ავტორიტეტის შელახვას და მათდამი უნდობლობის დამკვიდრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია ქვეყანაში შეიცვალა. როგორც ფაქტობრივი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებიც აცხადებენ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეისათვის ეროვნული აქცენტები თავისთავად ძლიერდება, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა კრიმინალებთან გაიგივების მცდელობები პრესითა თუ ტელევიზიით ხაზგასმით ნაკლებად შეინიშნება.

ნიშანდობლივია, რომ თვით მოქალაქეთა კავშირის წიაღში, რომლის დამოკიდებულება და "დამსახურება" ეროვნული ძალებისადმი საყოველთაოდაა ცნობილი, გაჩნდა ჯგუფი, რომელიც ურცხვად იმეორებს ზვიად გამსახურდიას გამონათქვამებს და აცხადებს, რომ ქვეყანას მხოლოდ ეროვნული მოძრაობა გადაარჩენს. აქედან ნათლად გამოიკვეთა ერთი მიზანი, ამ სიტყვებს (ეროვნულ მოძრაობას) წინ სიტყვა ახალი დაერთო, რაც არაფერს ცვლის. ფაქტია, რომ მათმა დასავლეთელმა ბოსებმა კარგად დაინახეს, რომ საქართველოს მართვა წარმოუდგენელია ეროვნული ძალების გარეშე, სწორედ ამიტომაც ცდილობენ, ახალი სამოსელით შემოსონ "მოქალაქეთა კავშირის" მეწინავე ჯგუფის წევრები...

პარალელურად შეიმჩნევა ურთიერთობების დათბობა ფაქტობრივ ხელისუფალთა და კანონიერი ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა შორის, რომელთაც დღეს აღარაფერი აკავშირებთ ზვიად გამსახურდიას გზასთან. არსებული ფაქტობრივი რეჟიმი ასევე ცდილობს შემდეგი აზრის გავრცელებასა და დამკვიდრებას:

თურმე საკმაოდ ბევრი ყოფილა ზვიად გამსახურდიასა და მისი იდეების მიმდევარი პარტიები, რომ ისინი დაქსაქსულნი არიან, მათ შორის არიან კონსტრუქციულებიცა და დესტრუქციულებიც, ისევე, როგორც კრილოვის ერთი ცნობილი არაკის პერსონაჟები.

ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, უპირველეს ყოვლისა კი მან ისე ნათლად გვიჩვენა საქართველოს მომავლის გზა, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს არ შეიძლება სხვადასხვა მიმართულების მიმდევრები ჰყავდეს. კერძოდ, პრეზიდენტმა ანდერძად დაგვიტოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს - კანონიერი ხელისუფლების - აღდგენა და ამ გზით პუტჩისტების "სამართალმემკვიდრეობით" გასხვისებული ტერიტორიებისა და გაყიდული სახალხო ქონების დაბრუნება ხალხისთვის...

ამ სტატიის თემა არ გახლავთ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის დეტალური განხილვა, - გავიხსენოთ მხოლოდ რამდენიმე უმნიშნველოვანესი მომენტი: ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით საქართველოში აღორძინებული ეროვნული მოძრაობის ძალისხმევამ, არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვებამ, შემდეგ კი ეროვნული ხელისუფლების მიერ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისაკენ გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა და იგივე პროცესები დააჩქარა არამარტო სსრკ რესპუბლიკებში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებშიც; მაგალითად, 1000 წლის მარტში ქ. მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტზე მყოფმა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა განაცხადა: "0 აპრილის მოვლენებმა საქართველოში დააჩქარა იმპერიის დაშლა, ხელი შეუწყო არა მარტო სსრკ შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების განთავისუფლებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპას, რის შემდეგომ კრემლს უჭირდა გადაწყვეტა გამოეყენებინა თუ არა ძალა ანალოგიურ შემთხვევაში, ხედავდა რა მსოფლიო საზოგადოების უკიდურესად მწვავე რეაქციას"...

უკანონო რეჟიმის რუპორები ჩვეული ცინიზმითა და თავხედობით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, 1001-02 წლის სამხედრო-სახელმწიფო გადატრიალებას სამოქალაქო ომს უწოდებენ, აცხადებენ, რომ "ომი ქართველებს შორის მოხდა", რომ "მრგვალმაგიდელებმა დაამხეს მრგვალმაგიდელები"... სინამდვილეში ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკვე არ უარყოფენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება უცხო ქვეყნაში - რუსეთში - დაიგეგმა, დაფინანსდა, მისივე ჯარით განხორციელდა.

ამ საერთაშორისო დანაშაულის ქართველებს შორის ომად მონათვლა ამავე დროს არის შეურაცხყოფა, სიყალბე და ცილისწამება.

ნებისმიერი ქვეყნისათვის ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლა ერის ნორმალური განვითარებისა და მისი კეთილდღეობის საფუძველთა საფუძველია. საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლამ კი ბუნებრივად გამოიწვია უკუპროპორციების სწრაფი განვითარება. გადამრჩენი გზისკენ ისევ ზვიად გამსახურდიამ მიგვითითა: "საქართველოს იხსნის მისი ეროვნული მოძრაობა" - წერდა იგი თავის ერთ-ერთ მიმართვაში 1003 წლის იანვარში. ასეთ ძალად კი მას მრგვალი მაგიდა და მასში გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციები მიაჩნდა.

შეგახსენებთ ციტატას ზვიად გამსახურდიას 1003 წლის 14 იანვრის მიმართვიდან ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი: "საქართველო დგას დამოუკიდებლობის დაკარგვისა და სრული გენოციდის საფრთხის წინაშე. ამის გამო აუცილებლად მიმაჩნია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების აღორძინება და გააქტიურება თბილისში და მთელს საქართველოში. მრგვალი მაგიდა იყო და არის სიმბოლო ჩვენი მოძრაობის უძლეველობისა, ერთიანობისა. მრგვალ მაგიდაში უნდა გაერთიანდეს კვლავ ყველა ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, როგორც პარტიები, ორგანიზაციები და მოძრაობები, ასევე პიროვნებები" (გაზ. "აღდგომა", #2(30), 26 იანვარი, 1003წ.)

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება შეეცადა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობით სასურველ თარგზე მოერგო მრგვალი მაგიდა, რაც მისი საბოლოო დისკრედიტაციისა და განადგურების ტოლფასი იქნებოდა. ასეც მოხდებოდა, რომ არა ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომლის თბილისში დაბრუნებამ, ეროვნული მოძრაობის სათავეში ჩადგომამ განაპირობა არამარტო მრგვალი მაგიდის ჩვეულ სამუშაო კალაპოტში ჩადგომა, არამედ უზენაესი საბჭოს დევნილობიდან გამოსვლა და მისი ინტენსიური მუშაობის განახლება თბილისში.

საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი უზენაესი საბჭოსა თბილისში მუშაობის განახლებითა და შესაბამისად დევნილობიდან გამოსვლით პრაქტიკულად გაგრძელდა ზვიად გამსახურდიას გზა - დაიწყო ახალი ეტაპი - კანონიერი ხელისუფლების დამხობის დღიდან საქართველოში ფაქტიურად დაფიქსირდა ორხელისუფლებიანობა - დე ფაქტო, ქვეყნის დამანგრეველი უკანონო ხელისუფლება და დე იურე, ქვეყნის მმართველი კანონიერი ხელისუფლება.

კანონიერების გათელვამ და იგნორირებამ ქვეყანა რა დონემდე მიიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ, თუ გვსურს ძირშივე აღმოიფხვრას 1001-03 წლების სახელმწიფო გადატრიალების ანალოგიური ქვეყნის დამაქცევარი მოვლენების განმეორების პერსპექტივა და საშიშროება ე.წ. ბანანის ქვეყნად გადაქცევისა, ყველამ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არსებობის ფაქტორი, მისი სამართლებრივი შესაძლებლობები. დიახ, ყველამ, რადგან საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი უზენაესი საბჭო მთელ ქვეყანას, მთელ საქართველოს ეკუთვნის და სწორედ მასშია ქვეყნის გადარჩენის გასაღები.

კონკრეტულად, რაც შეეხება დღეს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური კურსის ცრუ მიმდევრობას:

სრულიად დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას გზის გამაგრძელებელ პოლიტიკურ პარტიებად და ორგანიზაციებად არ შეიძლება ჩაითვალონ:

1. ვინც არ სცნობს მოქმედ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალ მაგიდას.

2. ვინც ეჭვქვეშ აყენებს მრგვალი მაგიდისა და უზენაესი საბჭოს არსებობისა თუ მოღვაწეობის მართებულობასა და პრესპექტიულობას.

3. ვინც ფარულდ თუ აშკარად თანამშრომლობს უკანონო ფაქტობრივ ხელისუფლებასთან.

4. ვინც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე "ბუნებრივად" ჩამოშორდნენ კანონიერ ხელისუფლებას, ცხოვრების მიზნად აირჩიეს მედროვეობა და ცინიზმი.

5. ვინც საკუთარი სურვილით გავიდა მრგვალი მაგიდის წევრი პოლიტიკური ორგანიზაციიდან, ნებაყოფლობით შევიდა მრგვალი მაგიდის გარეთ არსებულ პარტიაში, ან შექმნა ახალი პარტია საკუთარი მიზნებისათვის.

6. ვისაც კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის საფუძვლების შერყევის მიზნით ქ. გროზნოში ზვიად გამსახურდიასთან შეგნებულად ჩაჰქონდათ არასწორი ინფორმაციები და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ პრეზიდენტი მრგვალი მაგიდისა და მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მუშაობის განახლების

შეუძლებლობაში.

8. ვინც, პრეზიდენტის მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ხუნტის მიერ დანიშნულ ადგილობრივ თუ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. ბ-ნი ზვიად გამსახურდია წერდა: "უკანონო არჩევნებზე მისვლა და თუნდაც უარყოფითი ხმების მიცემა, იქნება უკანონო ხელისუფლების მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია" (20.04.02).

9. ვისაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებლად მიაჩნდა მრგვალი მაგიდისათვის მიუღებელი, არამშვიდობიანი გზებითა და მეთოდებით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩვენ ვალდებულნი ვართ განვაცხადოთ, რომ მრგვალი მაგიდის გარეთ ეროვნულ ძალთა გაერთიანების მცდელობა, სხვა სიტყვები რომ არ ვიხმაროთ, უბრალოდ არასწორია, რადგან ასეთი ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ კურსთან, რადგან მას მიაჩნდა, რომ მრგვალ მაგიდას შეუძლია იტვირთოს ეროვნულ ძალთა გაერთიანების ფუნქცია და "ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ შეცვლის "მრგვალ მაგიდას" (1003 წლის 10 იანვრის ვიდეომიმართვა ქართველი ერისადმი - ვიხსნათ საქართველო!

ავტორი: ჯემალ იონათამიშვილი


კალენდარი
ივლისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი