მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
"ჩემი ბედნიერება საქართველოს საბოლოო გამარჯვებაა"

- ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, შინაგანი ბუნება იგივე რჩება, წლებში მხოლოდ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება გვეცვლება, მოვალეობის ასრულება ჭარბობს და პასუხისმგებლობის გრძნობა გვიძლიერდება. როგორი იყო მანანა არჩვაძე ბავშვობაში, რა ბედნიერი თუ მწუხარე მოგონებები შემორჩა მეხსიერებას.

- ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. დიახ, ასეთია ბუნების კანონი. ბავშვობა მრავლისმომცველია, ბევრი ამოუცნობი საიდუმლოს მატარებელი, რომელშიც ყოველთვის რჩება რაღაც აუხსნელი. ის, რაც აზროვნებას შემორჩება, ბავშვობის წლების ცნობიერი შეფასებაა. სიყმაწვილის გახსენება კი ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ბავშვი გარკვეული ინდივიდია, განსაკუთრებული ხასიათითა და თვისებებით, იგი ფიზიკურად ვითარდება, გონებრივად ყალიბდება, მაგრამ სხვათაგან განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა... ორი ადამიანი არასოდესაა სრულიად მსგავსი, ასევე ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბავშვებიც.

ბავშვობის ასაკის აღქმა და შეფასება ძალიან ადრე დავიწყე. ჩემი ბავშვობის ხასიათი დიდად განსაზღვრა ოჯახმა, ტრადიციებმა, გარემოცვამ, უფროსების ჩემდამი დამოკიდებულებამ...

ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი მქონდა; მესამე ქალიშვილი გახლდით. ოჯახში. როგორც ყველაზე პატარას, განსაკუთრებული სიყვარულით მეპყრობოდნენ, მანებივრებდნენ, რამაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დადებითი გავლენა მოახდინა. ბოროტად არ გამომიყენებია ის სიკეთე, რომელსაც უფროსებისაგან ვღებულობდი. სიკეთე, სიყვარული უფრო მეტად მავალდებულებდა ყველას მიმართ, მეც ვცდილობდი კეთილი ადამიანებისათვის მეტად მესიამოვნებინა; მიველტვოდი მათთან მსგავსებას, მსურდა თავადაც ეგრძნოთ იგივე, რასაც მათგან ვღებულობდი.

თქვენ გაინტერესებთ, იცვლება თუ არა შინაგანი ბუნება მომდევნო წლებში. პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ძალიან მარტივია: ადამიანი, რომელიც სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ, ბუნებით იგივე რჩება, ასაკი - ადამიანებთან და გარემოსთან ურთიერთობა, გამოცდილება, ცხოვრების პირობები აყალიბებს ადამიანს, მაგრამ მის ხასიათსა და ბუნებას არ ცვლის. მოზრდილი ადამიანი იგივეს მატარებელია გარკვეული სახეცვლილებებით. ალბათ, გეცნობათ გამოთქმები: "ეს როგორი ჭირვეულიც იყო ბავშვობაში, ისეთივე დარჩა" ან "ბავშვობიდან ეგოისტური ბუნება ჰქონდა" და ა.შ. ძირითადი მარცვალი, რომელიც საწყისია ადამიანის ხასიათსა და ცნობიერებისა, ჩანასახში რომ ისპობოდეს ან რადიკალურად იცვლებოდეს, მაშინ ყველა უარყოფდა ჩვენს გენეტიკურ საწყისს, ეს კი ეწინააღმდეგება გენეტიკას, ფსიქოლოგიას, მემკვიდრეობითობას.

ასაკი თავისთავად პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობას გვიძლიერებს. რაც ფიზიოლოგიური მომენტია ყველა ადამიანის ჩამოყალიბებაში, ასე რომ არა, ყველა განვითარების ერთ საფეხურზე შეჩერდებოდა. აქ მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტორები, რომელსაც მოზარდს ოჯახი და ჯანსაღი გარემო აძლევს. აქედან იწყება პიროვნების ჩამოყალიბება და სრულყოფა. პირადად მე, ბავშვობიდან უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა ყველასა და ყველაფრის მიმართ. მიმაჩნდა, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი უპირველესად ზიანს აყენებდა საკუთარ თავს, მშობლებს, ახლობლებს, ეს კი ჩემს მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც იმოქმედებდა.

ბავშვობიდან ბედნიერი მოგონებები შემომრჩა. ეს არ გახლავთ ცხოვრებისადმი მატერიალისტური დამოკიდებულება. ჯანსაღი ადამიანის ჩამოყალიბების საწყისია ბავშვობა იმ სულიერი ღირებულებებით, რომელსაც ყოველდღიურად იძენს იგი ზრდის პროცესში. მე მადლობელი ვარ ჩემი ოჯახისა, რომელმაც უდიდეს სულიერ ფასეულობებს მაზიარა და ამით ჩემს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

- ფიქრობდით თუ არა ყმაწვილქალობაში, რომ პოლიტიკაში ასე მძაფრად ჩაებმებოდით?

- ყმაწვილქალობაში ჩემი ქვეყნის უბედობა, მისი წარსული და აწმყო მუდამ მაფიქრებდა, მენატრებოდა დაკარგულის დაბრუნება. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისა კეთილი შურით მშურდა,.. მაგრამ რა გზით შეიძლებოდა საოცნებო მიზნის მიღწევა უმძიმესი კომუნისტური რეჟიმის პირობებში, რომელსაც ჩვენი წინაპრები შეეწირნენ?! პოლიტიკაში ჩართვა იმ პიროვნებასთან ერთად, რომელმაც საქართველოს ეს უდიდესი პრობლემა უმტკივნეულოდ გადაუწყვიტა, იმ პერიოდში ვერც წარმომედგინა, ვინაიდან იმ დროს ჩემთვის ეს მისწრაფებანი მხოლოდ თეორიული განსჯისა და მომავალი ცხოვრების სიღრმისეული ანალიზის დონეზე არსებობდნენ.

- რაზე ოცნებობდით და რა მოგცათ ბედისწერამ?

- პირად კეთილდღეობაზე არასოდეს მიოცნებია. როგორც ეს მეოცნებე ქალების გარკვეულ ნაწილს ახასიათებს. ბედისწერამ დამაკავშირა ყველაზე გამორჩეულ პიროვნებასთან, რომელიც დღეს ბევრი ქართველის საფიცარი ხატია. ჩემს ცნობიერებაში დალექილი ოცნებების აღსრულების რეალური პერიოდი აქედან დაიწყო, მაგრამ ამას თან ერთვოდა ტკივილი, დამცირება, ყოველდღიური დევნა, პატიმრობა, გადასახლება, ფიზიკური განადგურების მცდელობა, შეურაცხყოფა, რაც დღესაც გრძელდება. ბედისწერამ ბევრ საყვარელ და საქართველოს სათაყვანებელ ადამიანთან დამაახლოვა. მათთან ცხოვრების პერიოდს ისე აღვიქვამდი, თითქოს ჩვენი ერთად ყოფნა უსასრულოდ გაგრძელდებოდა, დიდი სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენს შორის. დღევანდელი გადასახედიდან თუ რამეზე ვოცნებობ, მათი ამქვეყნიური სიცოცხლეა, რომელიც ძალიან მაკლია. დაე, უფალმა მიუზღოს ყველა დამნაშავეს, ვინც მათ უმძიმესი განაჩენი გამოუტანა.

- ბატონ ზვიადთან პირველი შეხვედრა და თქვენი განცდა.

- ზვიადი გავიცანი 1081 წელს, ბედისწერამ მოულოდნელად შეგვახვედრა ერთმანეთს. ჩემი სათაყვანებელი დედამთილი მირანდა ფალავანდიშვილი-გამსახურდია ერთი წლის გარდაცვლილი იყო. საუბედუროდ, დედასაც იგივე დაავადება დაუდგინდა მოგვიანებით. ახლობლების გადმოცემით ზვიადი და თამრიკო იმავე პრეპარატს უკეთებდნენ დედას, რომელიც ჩვენ გვირჩიეს. შეთანხმებისამებრ, მე ჩემს ნათესავთან ერთად მივაკითხე "კოლხურ კოშკს". ჭიშკარი ზვიადმა გაგვიღო. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ოთხი წლის შემდეგ ქორწინებით დასრულდა. რაც შეეხება განცდას, იმ პერიოდში მე ავადმყოფი დედის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვოცნებობდი, ზვიადს კი შეხვედრისთანავე გადაუწყვეტია, რომ მისი მეუღლე უნდა გავმხდარიყავი (როგორც შემდგომ გამიმხილა, ძალიან ვგავდი მის სათაყვანებელ დედას). ჩვენი ურთიერთობა ლეგენდას ჰგავდა, ოჯახიც ისეთი შევქმენით, როგორიც ეკადრებოდა - უდიდესი სიყვარული, ერთმანეთისადმი პატივისცემა, ერთგულება და თავგანწირვა, რაც ჩვენს საქმესა და ოჯახურ ტრადიციებს შეეფერებოდა. სამწუხაროდ, ბოროტმა ძალებმა მოსვენება დაკარგეს, ყველანაირად ცდილობდნენ დავეშორებინეთ ერთმანეთს ფიზიკური განადგურებით, ვერ აიტანეს ერთგული ადამიანი, რომელიც ზვიადისა და მერაბის იატაკქვეშა საქმიანობის საიდუმლოებას გარკვეულ დრომდე უჩუმრად ატარებდა. ამის გამო სუკის აგენტების მხრიდან დიდ დევნას განვიცდიდი.

ყოველღიურმა დაძაბულმა ცხოვრებამ და დაუმსახურებელმა შემოტევებმა გააძლიერა ჩვენ ერთობა, უსაზღვროდ შეგვაყვარა ერთმანეთი, რაც თან გაჰყვა ზვიადს, ჩემში კი გრძელდება ყოველივე ისე, როგორც დაიწყო.

- თქვენს ცხოვრებაში ტკივილიანი მოგონებები ჭარბობს (მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში), მაგრამ არის ტკივილი, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუშუშებელი იარასავით დაატარებ...

- ყველა ნორმალური ადამიანის ცხოვრება ტკივილიანია დღევანდელ საქართველოში. ყოველმხრივ ბედნიერი ხალხი ნაკლებად მეგულება. თუმცა გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება. ზოგი მეუღლედაკარგული ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, ყოველგვარი ტრადიციის დაცვის გარეშე (სხვა საკითხს რომ არ შევეხოთ), ზოგი მარტოხელა ბედნიერად გრძნობს თავს. ჩემთვის ეს კითხვაც კი ტკივილიანია, მასში გადმოცემული აზრის გარეშე. პირად გრძნობებზე სახალხოდ არ ვსაუბრობ, საქმით ვამტკიცებ ზვიადისა და ჩემი ცხოვრების მიზანს.

- შეუცდომელი ადამიანი ბუნების შეცდომააო, უთქვამთ, მაგრამ არის შეცდომა, რომელიც დღემდე მწარედ გახსოვთ?

- შეცდომა არ არის დანაშაული, მით უფრო თუ თვითკრიტიკის უნარი გაქვს. უნებლიე შეცდომისაგან არავინ არის დაზღვეული. ჩემი უდიდესი შეცდომაა, რომ ყოველთვის ვიდექი ჩრდილში და უჩუმრად ვაკეთებდი ყველაფერს. ჩვენი საქმეები ბევრმა უსაქმურმა დაიბრალა; ვისაც ცხოვრებაში არაფერი უკეთებია, გარდა სუკ-ის სამსახურისა, ამის მოწმე ვარ 1081 წლიდან. დღეს ზვიადისა და მერაბის არყოფნით სარგებლობენ და ზღაპრების შეთხზვა დაიწყეს; ახალ ბიოგრაფიებს იქმნიან; რატომ ავიწყდებათ, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცოცხალი მატიანე ვარ... ასევე შეცდომად მიმაჩნია პრეზიდენტის ცოლის ჩრდილში ყოფნა (სუკის გავრცელებული ჭორები ჩემს შესახებ ის სიყალბეა, რომელიც საზოგადოების ჩემთან დაპირისპირებას ემსახურება), დღეს ნებისმიერი კაცი თუ არაკაცი რეკლამას უკეთებს მასმედიის საშუალებით თავის მეუღლეს, ოჯახს, ისე რომ სირცხვილის ელემენტარული გრძნობა არ აწუხებთ. ამას უკომპლექსობა არ ჰქვია. მთელი ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვემსახურები უანგაროდ, ყოველგვარი ქვენა მიზნების გარეშე და გაიხსენეთ, რა აჟიოტაჟი ატეხეს აკვნიდან კომპარტიის წევრებმა დამოუკიდებლობის აქტზე ჩემს ხელმოწერასთან დაკავშირებით, აბა ვისი ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, იმისი, ვინც მთელი ცხოვრება შეგნებულად ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს საქმითაც დაამტკიცა?!

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რომელი სახელმწიფოს პრეზიდენტი დგას მარტო? ჯერჯერობით ეს არსად მომხდარა საქართველოს გარდა. ეს ყოველივე ჩვენი მოკრძალებული ცხოვრების დასტური გახლდათ. გადავხედოთ დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას, როგორ გაანაწილეს ოჯახის წევრებზე თანამდებობები, უხუცესებიდან დაწყებული ახალგაზრდების ჩათვლით. რით დაიმსახურეს? კანონიერი ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობით. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული ერისა და სახელმწიფოს წინაშე, ეს გახლავთ კლანური მაფიის კანონი, ხელისუფლებაში ყოფნის დროის გახანგრძლივება. რატომ არ საუბრობენ ამ თემაზე ისინი, ვისგანაც ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა ჩვენი ოჯახის მიმართ?

- ქალისთვის ბედნიერება - დედობაა. ქალბატონს, რომელსაც ბედმა ყოველგვარი გამოცდა ჩაუტარა, ფიანდაზებით მოფენილ გზებზე არ ატარა, დედაშვილობაში თუ ხართ ბედნიერი?

- ჩემთვის ბედს გამოცდა არ ჩაუტარებია. კრიმინალურმა ბანდებმა და ტერორისტებმა მარგუნეს ეს ბედი. რომელ ფიანდაზებზე მესაუბრებით გაძარცვული, იავარქმნილი, დანახშირებული და განადგურებული "კოლხური კოშკის" ფონზე, რომელიც 10 წლის წინ ვანდალურად დაარბიეს, რაზეც პასუხისმგებლობას არ გრძნობენ დანაშაულის ჩამდენნი.

რაც შეეხება დედაშვილობას, რატომ არ უნდა ვიყო ბედნიერი. განა მსგავსი ახალგაზრდა ბევრი ჰყავს საქართველოს?

- საერთოდ რა არის თქვენი ბედნიერება ქალბატონო მანანა?

- ჩემი ბედნიერება საქართველოს საბოლოო გამარჯვება, კანონიერების აღდგენა, საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დაბრუნება, ყველა იმ საკითხის მოგვარებაა, რომელიც ხუნტამ შეუქმნა საქართველოს და მის მოსახლეობას.

- როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით. არა ხართ პოლიტიკოსი, ბატონი ზვიადის ქვრივი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე, უბრალოდ ხართ ქალი, მაშინ როგორი ფიქრი აგიტანთ-ხოლმე. ხომ არ გგონიათ, რომ უკანასკნელ წლებში ქართველებმა დაგივიწყათ, რომ ქალი ხართ და სულ სხვა სითბო, სიყვარული და პატივი გჭირდებათ?

- რაც შეეხება ჩემს განმარტოებას ფიქრებთან, ამის დრო ნაკლებად მაქვს. ჩემი საქმე და ფიქრები საქართველოს უკავშირდება.

სანამ საქართველო და ქართველი ერი იარსებებს, არასოდეს გაუნელდებათ ის სითბო, სიყვარული და პატივისცემა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ აქვთ. ჩვენმა მტერმა ყველანაირი გამოცდა ჩაუტარა მათ, მაგრამ მათი სული ყოველგვარ მატერიაზე მაღლა აღმოჩნდა, მიუხედავად ყოველგვარი შევიწროებისა, დევნისა და გაჭირვებისა, ვერ შესძლეს მათი დამორჩილება. ნუთუ დღევანდელი დღე ამის დასტური არაა?!

- ბედნიერება ჩვენს ბაღში მომღერალ ბულბულს გავსო - ბატონი კონსტანტინე იტყოდა (შეიძლება ციტირება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იმედია, მომიტევებთ მცირედი უზუსტობისათვის, შეიძლება გესმოდეს მისი მღერა, მაგრამ ვერ გრძნობდეო, უბედურება კი ეკალივითაა, მაშინვე წამოგედება... სად და როდის გესმოდათ ბედნიერების ბულბულის გალობა და ვერ იგრძენით.

- საბედნიეროდ, ინტუიცია არასდროს მღალატობდა. წინასწარ ვგრძნობდი ბულბულის გალობასაც და მოზუზუნე ტყვიის მოახლოებასაც.

- როცა სიმარტოვე შემოგეძალებათ, ან მძიმე წუთები გიდგათ, როგორ ახერხებთ თავის დაღწევას?

- საქართველოს მტრებმა ცხოვრების აუტანელი პირობები შემიქმნეს. იმედოვნებდნენ, რომ ჩემთვის უმძიმეს წუთებს თუ საათებს ვერ გადავიტანდი, მაგრამ ჩანაფიქრმა არ გაუმართლათ. თუ ჭეშმარიტად გწამს უფლისა, იგი არასოდეს დაგტოვებს გაჭირვების ჟამს.

- როგორია მანანა არჩვაძის "შემოსავლები" და როგორ ცხოვრობს დღეს?

- მანანა არჩვაძის შემოსავლები კარგად იცის უშიშროებამ და კანცელარიამ... ვცხოვრობ კეთილი ადამიანების დახმარებით. არ მაწუხებს არც სპონსორი, არც "დამფინანსებელი", არც ქონებრივი დეკლარაცია მაქვს შესავსები, ხუნტის დამსახურებით გამსახურდიების უძრავ-მოძრავი ქონება ბანდების მეთაურებსა და შემსრულებლებს შორის განაწილდა.

- ფიქრობთ თუ არა, რომ რისთვისაც ბატონი ზვიადი იბრძოდა, რისთვის თქვენც ბევრი ტკივილი გადაიტანეთ და ღმერთმა უწყის, წინ რა მოგელით (სიკეთე და ბედნიერება არ მოგეშალოთ) ამაო აღმოჩნდა?

- თქვენს კითხვას არ გავიზიარებ, უპირველესად იმის გამო, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლა ხანგრძლივი და ტკივილიანია. რისთვისაც ვიბრძოდით, იმ საქმემ გაიმარჯვა: საქართველოში 1000 წლის 29 ოქტომბერს მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომლის სპიკერი გახლდათ ზვიად გამსახურდია. უსისხლოდ დამარცხდა კომუნისტური დიქტატურა საქართველოში, 1001 წლის 0 აპრილს, 1019 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 1001 წლის 26 მაისს საქართველოში ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საყოველთაო-სახალხო არჩევნები, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა. 1001 წლის 28 აგვისტოდან საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო მსოფლიოს 50-მა სახელმწიფომ, საქართველოს რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო გაერთიანდა გაეროსა და ევროსაბჭოში, გახდა საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი.

ინტერვიუში შეუძლებელია საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური, იურიდიული, სოციალური, სამართლებრივი, კულტურული და მთელი რიგი საკითხების სრულად ჩამოთვლა.

თუ თქვენი აზრით ეს მონაპოვარი ამაო აღმოჩნდა, მაშინ ძალისმიერი გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობა შედეგიანი ყოფილა.

- და ბოლოს, მათ, ვისაც უყვარხართ, ან მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ თქვენი სიტყვის და საქმის, სად და როგორ მოახერხონ თქვენთან შეხვედრა?

- ვისაც ვუყვარვარ, ვისაც სჯერა ჩემი სიტყვისა და საქმის, შეუძლია ჩემთან შეხვედრა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში და "კოლხური კოშკის" ტერიტორიაზე.



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი