მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
ცოტანი, მაგრამ როგორნი...

საქართველოს ისტორიაში ცნობილია, რომ ქვეყანას ძნელბედობის ჟამს მრავლად ჰყავდა მოღალატენი, რომლებიც ოქრო-ვერცხლის გულისათვის ჰყიდიდნენ სამშობლოს, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, არც ისეთი მამულიშვილები მოკლებია ქართველ ერს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებოდნენ ქვეყანას და ხშირ შემთხვევაში მსხვერპლადაც შეუწირავთ თავი.

იმ დიდებული მამულიშვილებიდან, რომლებმაც თავის დროზე კოხტასთავის შეთქმულება მოაწყვეს, ისტორიამ განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი აიყვანა გმირობის კვარცხლბეკზე, ეს იყო ცოტნე დადიანი. მე მჯერა, რომ იმ მამულიშვილებიდან, ვინც არ უნდა ყოფილიყო ცოტნეს ადგილზე, ყველა იმავე გზას გაივლიდა და ისე მივიდოდა ნოინთა ბანაკში, რომ ეხსნა მეგობრები და სამშობლო დაღუპვისაგან, მაგრამ, როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიცით, ბედისწერამ მხოლოდ ცოტნე გამოარჩია.

იმ ზნედაცემულობის ეპოქაში ერს ცოტნე დადიანი რომ არ ჰყოლოდა, ის უნდა გამოეგონათ, ლეგენდა შეექმნათ, საუკუნეთა განმავლობაში ეტარებინათ, მის მაგალითზე მომავალი თაობა აღეზარდათ, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ქართველ ერს ამგვარი რამ არ სჭირდება, მსგავსი პიროვნებები მაშინ გამობრწყინდებიან, როცა იმედი თითქოს არსაიდან ჩანს.

მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, ქართველმა ერმა ამ დროის განმავლობაში ქვეყნის გადარჩენისათვის მრავალი უმაგალითო გმირობა ჩაიდინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ცოტნეს გმირობა, თითქმის ვერავინ გადაფარა, რომ დასჭირდებათ მაგალითის მოტანა, ცოტნე დადიანს ჩასჭიდებენ ხელს.

დღესაც უამრავი ისეთი ადამიანია, რომლებმაც სამშობლო თანამდებობაზე, დეპუტატობაზე, ოქრო-ვერცხლზე, სასახლეებზე, დოლარებზე, სალაფავ-სათქვეფავსა და ძონძებზე გაჰყიდა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ისეთი მამულიშვილებიც არიან, რომლებმაც მტრისგან შეწყალება არ მიიღეს და თავდადებით ემსახურებიან სამშობლოს, რომ იხსნან იგი დაღუპვისაგან, აი თუნდაც ირაკლი დოკვაძე, პეტრე გელბახიანი და მათი მსგავსნი.

მჯერა, რომ გავა სულ ცოტა დრო და ქართველი ერი ცოტნე დადიანის გვერდით მოიხსენიებს იმ მამულიშვილთ, ვისთვისაც სამშობლო საფიცარი ხატია და მზადაა მისი კეთილდღეობისათვის თავგასაწირად. ან კი როგორ არ დავასახელო ქ-ნი მანანა არჩვაძე-გამსახურდია. მჯერა, ღვთისმშობელი მარიამი თავის კალთას გადააფარებს მას, მიიყვანს საბოლოო მიზნამდე. ალბათ, ისტორიის ბედისწერა იყო ისიც, რომ ამ დიდებულ მანდილოსანს ქართვლის დედის ქანდაკება ადრევე დაუდგეს თბილისში.

გვიმრავლე ღმერთო ამგვარი ადამიანები და შეაძლებინე დიდი მისიის აღსრულება.

ავტორი: ინდიკო ფხაკაძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი