მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
დამეხსენი ჩრდილოელო!..

გუშინდელივით მახსოვს 1060 წლის ზაფხულის ის დღე, როცა ორი ვერტმფრენი დაჯდა ჩემი სოფლის (თერჯოლის რაიონი, სოფელი ჭოგნარი) ბოლოს. ცნობისმოყვარე ბავშვები მივედით ვერტმფრენებთან. იქედან გადმოვიდნენ მაღალი ჩინის სამხედრო პირები და ე.წ. "კოხის" მიდამოების დათვალიერება დაიწყეს. ცოტა ხნის თათბირის შემდეგ ისინი ჩასხდნენ ვერტმფრენებში და აღმოსავლეთისაკენ გაფრინდნენ.

იმ დღიდან დაიწყო ჩვენი სოფლის უბედურება: გავიდა ცოტა ხანი და სამხედროებმა რაღაც მიწური დადგეს, შემდეგ მეორე , მერე სანგრები გათხარეს და სასროლეთი მოაწყვეს. იყო ყოველდღე სროლა და ტყვიების წივილი. 4-5 წლის შემდეგ სასროლეთი გადაიტანეს სხვა ადგილას, აქ კი ჩქარი ტემპით იარაღის საწყობების მშენებლობა დაიწყეს, შემოიღობეს რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა, ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უკითხავთ, ააგეს საგუშაგოები, დააყენეს ყარაულები.

ყველაზე მეტად უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ტერიტორიაზე გადიოდა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საუბნო გზა. იმ დროს ტრანსპორტი ძალიან ჭირდა და ჩვენ ამ გზით ვუკავშირდებოდით ქ. ქუთაისს, გარე სამყაროს.

ამ გზაზე ყარაულებმა ფეხით სიარულიც კი აგვიკრძალეს. ისინი ყოველ გავლაზე გვიღერებდნენ ავტომატს და გვიყვიროდნენ:

რადგან სხვა გზა არსაით არ გვქონდა, გვჭირდებოდა დიდი ხვეწნა-მუდარა, ხან საჩივრების წერა და სხვ.

ჩვენი უბედურება მარტო ეს არ იყო. ყარაულები ყოველდღე დადიოდნენ სოფელში ღვინისა და არაყის საშოვნელად. მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდნენ. ღვინოს რად არ გვაძლევო, აუშარდნენ და საკუთარ სახლში სიცოცხლეს გამოასალმეს მოხუცი თამარ მორალიშვილი. მათ ნაღმებს კი რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ასეთი შემთხვევაც იყო: ქვევრებს დაუკითხავად მოგლეჯდნენ სარქველს და იქედან ჩექმებით იღებდნენ ღვინოს, არც ჭყინტ სიმინდს და ყურძენს აკლებდნენ ხელს, სოფლის პირუტყვსაც ხშირად კლავდნენ და ა.შ.

მადლობა ღმერთს, რომ კანონიერმა ხელისუფლებამ მათ "ოკუპანტის სტატუსი" მიანიჭა და 1003 წელს გავიდნენ, თორემ აქამდე რა გაუძლებდათ. ჩვენ დაგვიტოვეს აოხრებული და რადიაციით დაბინძურებული ტერიტორია.

ახლა იმათ მინდა ვუთხრა, ვინც მისტირის რუსის გასვლას: ჩვენ მოგვბეზრდა სულთამხუთავების ატანა, მათ ჩვენთვის ნგრევისა და უბედურებების მეტი არაფერი არ მოუტანიათ.

ავტორი: დავით ცხადაბერიძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი