მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქუჯი
2002-02-28
მზადება აღსასრულისათვის წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი მზადება შორეული აღსასრულისათვის

მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად და გულმოდგინედ უნდა ვემზადებოდეთ სიკვდილისათვის. ამისათვის კი საჭიროა: ერთის მხრივ, წინააღმდეგობათა ჩამოცილება და მეორეს მხრივ, გარკვეული საშუალებების გამოყენება მშვიდი აღსასრულისათვის.

წინააღმდეგობანი, რომლებიც ხელს გვიშლიან მშვიდად სიკვდილში და რომლებიც უნდა ჩამოვიშოროთ, ძირითადად შემდეგია:

ა) ცოდვილი ცხოვრება, მონანიებისა და გამოსწორების გადადება მომავლისათვის;

ბ) სიკვდილის დავიწყება, სურვილი ხანგრძლივი სიცოცხლისა, კეთილმსახურებაში წარმატებული გარჯის გარეშე;

გ) გადამეტებული შიში ავადმყოფობისა და სიკვდილისა;

დ) ღვთის გულმოწყალებისა და საკუთარი რამოდენიმე კეთილი საქმის წინდაუხედავი იმედი, ღვთის მართლმსაჯულების დავიწყება;

ე) გადამეტებული ძრწოლა და შიში ღვთის მართლმსაჯულებისა და მომავალი ტანჯვის წინაშე.

მაცხოვარი იგავებით მოგვიწოდებს, მარად ვიფხიზლოთ სულის ხსნისათვის - მონები, რომლებსაც მოულოდნელად მოუხმო ბატონმა ანგარიშის ჩასაბარებლად. მონები, რომლებიც ელოდნენ თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას. ათი ქალწული სასიძოს მოლოდინში. ქურდის მოულოდნელი მოსვლა. (მათ. 25, 1-13, 10; ლუკ. 12, 36-40; 16, 2; მათ. 24, 42-51). ეს იგავები გვასწავლიან: ყოველ დღე და ყოველ საათს მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, სიკვდილის მოსვლასთან ერთად, რისთვისაც საჭიროა: ა) ხშირად ვამოწმოთ საკუთარი სინდისი, არის თუ არა ის სუფთა და მშვიდი იმ ზომამდე, რომ არ გვეშინოდეს სიკვდილთან შეხვედრისა. ბ) არაა საკმარისი მოვერიდოთ მხოლოდ მძიმე ცოდვებს. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი მცირე შეცდომებიც. მაგრამ ამით ჯერ კიდევ არ გამართლდება ადამიანი ღვთის წინაშე. საჭიროა გავიწმინდოთ გული ვნებათაგან და აღვანთოთ მასში სიყვარული. ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ვეზიაროთ იმ განწყობით, როგორადაც აღვასრულებდით ამ საიდუმლოს სიცოცხლის უკანასკნელ წუთს. ბ) ყოველღამე უნდა დავწვეთ იმ ფიქრით, რომ შეიძლება გავიღვიძოთ უკვე იმ ქვეყნად, ამიტომ საწოლშიც უნდა ჩავწვეთ უფლის მიმართ ლოცვით. დ) მოკლედ რომ ვთქვათ, ის, რასაც ისურვებდი გაგეკეთებინა სიკვდილის ჟამს, გააკეთე უფრო ადრე. ამიტომ ხშირად უნდა ჰკითხო თავს: ამ დღეს, ან ამ ღამეს რომ მოვკვდე, როგორ წარვდგები უფლის წინაშე? ამიტომ მოულოდნელი სიკვდილი, თუ მას წინ კეთილი ცხოვრება უძღოდა, ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს ბოროტებად და უბედურებად.

ავტორი: ლუიზა ხაჭაპურიძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი