მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
აფხაზეთში დაკავებულ სტუდენტებზე ზეწოლა მანანა გოგოხიამ მოახდინა?
898-537-353

ყველას კარგად ახსოვს შამგონაში მომხდარი ინციდენტი. აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სამი სტუდენტი ყორშია, ღაჭავა და რიგვავა რამდენიმე დღე გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ისინი სოხუმის საპყრობილეში გადაიყვანეს, მათ სამი თვე პატიმრობაში გაატარეს. სოხუმში კი აიძულეს პრესკონფერენცია ჩაეტარებინათ, სადაც იძულებით ათქმევინეს, რომ აქციების სანაცვლოდ ქართული მხარე 600 ლარს უხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით სტუდენტებს ეს განცხადება ერთ-ერთმა აფხაზმა ჟურნალისტმა, ვინმე მანანამ, მუქარითა და ზეწოლით გააკეთებინა. სახელდებოდა ორი პიროვნება, რომლებმაც ქართველ სტუდენტებს პრესკონფერენციაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელებინეს, ჟურნალისტი მანანა გოგოხია და მანანა გურგულია. ჩვენ საშუალება მოგვეცა მანანა გოგოხიას შევხვედროდით. მან გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ყველაფერში საკუთარი კოლეგები დაადანაშაულა. მანანა გურგულიასთან კი დაკავშირება სამწუხაროდ ვერ შევძელით. გოგოხია, მისი სურვილით შეხვდა ,,ახალი თაობა ერთიანი საქართველოსათვის" ერთ-ერთ წევრს გელა თოლორაიას და განაცხადა, "თუ გავრცელებულ ინფორმაციას სტუდენტებიც დაადასტურებენ მე პოლიციას საკუთარი ნებით ჩავბარდებიო".

მანანა გოგოხია: ამჟამად ვარ ასოციაცია სპექტრის პრეზიდენტი, ასევე ვარ "ნუჟნაია გაზეტას" კორესპონდენტი, ამავდროულად ვმუშაობ ,,ქალთა ჟურნალში", რომელიც ვრცელდება კავკასიის ხუთ რეგიონში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ოსეთში და აფხაზეთში, ვწერ ქალების პრობლემებზე, თუ როგორ აგვარებენ ისინი თავიანთ პრობლემებს, ეს არის ჰუმანიტარული ჟურნალი, რომელსაც არანაირი შეხება არა აქვს პოლოტიკასთან.

-მანანა! თქვენ აიძულეთ დაკავებული სტუდენტებს, რომ გაეკეთებინათ კომენტარი ექვსასი ლარის თაობაზე?

-სიცრუეა. მე სოხუმში ვიყავი და ამის შესახებ ქართველმა ჟურნალისტმა ტელეფონით მითხრა, თან მთხოვა დარეკე მილიციაში და გაიგე როგორ არიანო, მაგრამ მე სანამ არ ჩამოვედი ვერაფერი ვერ გავარკვიე, თუმცა მითხრეს, რომ ისინი სოხუმში გადაიყვანესო. მე ბავშვებთან (გულისხმობს ქართველ სტუდენტებს) არანაირი შეხება არ მქონია, არანაირი შეხება არა მაქვს პოლიტიკასთან, ჩემზე უფრო ზემდგომებსაც კი არ ქონდათ უფლება, მათ შეხვედროდნენ, მე როგორც ჟურნალისტი რეპორტაჟს არ ვაკეთებდი მათ დაკავებაზე უბრალოდ არ მჭირდებოდა.

თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ სამ სტუდენტთან მეც წამოგყვებით და მაინტერესებს საერთოდ თუ იციან ჩემი სახელიც კი, თუ ამომიცნეს და ხელი დამადეს, რომ მე ვათქმევინე 600 ლარის თაობაზე აქ ვარ და ჩემით ჩავბარდები პოლიციას. თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ვიტყვი, რომ ვცდილობდი მეთხოვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის, მათთვის საჭმელი შეეტანათ და კარგ პირობებში ემყოფებინათ, მაგრამ ჩვენ ინფორმაციებს ვღებულობდით ,,აფსნი პრესის" მეშვეობით თუ რა ხდებოდა შიგნით.

-ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ცუდ პირობებში უხდებოდათ ყოფნა...

-მე პირადად ასეთი ინფორმაცია არ მქონია.

-თქვენი აზრით, რამ გამოიწვია სიტუაციის დაძაბვა?

-იცით? ზოგჯერ ჩვენ, სურვილი, გვეშლება რეალობაში, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, საზღვარი საქართველო აფხაზეთს შორის მაინც არსებობს თუ ვიტყვი, რომ არ არის აფხაზური მხარე მართალი, ტყუილი გამომივა საზღვარი ანუ ზოლი მაინც არსებობს, რაც დაარღვიეს სტუდენტებმა. ერთ-ერთმა აფხაზმა ძალოვანმა პირად საუბარში მითხრა: რას გააკეთებდა ქართული მხარე ანალოგიურად აფხაზეთში მცხოვრები, რომ მოქცეულიყოო.

-რამდენად ობიექტურად მუშაობს აფხაზეთის მასმედია?

-ჩემი კოლეგების პრობლემები ნაკლებად ვიცი რადგან აფხაზეთში ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან, მაგრამ რაიმე ზეწოლა და ხელის შეშლა არა მაქვს. პირიქით, რომ მინდოდეს აფხაზეთის უშიშროებასთან ვერ ვითნამშრომლებ, რადგან არ მენდობიან, იმიტომ რომ ხშირად გადმოვდივარ სამეგრელოში, მაგრამ ვიტყვი, რომ არსებობს უშიშროების რამდენიმე წევრი რომლებთანაც კარგად ვარ და მათგან მხარდაჭერას ვგრძნობ. მე ის პიროვნება ვარ, რომელმაც აფხაზეთში პირველმა გავხსენი ქართული ბიბლიოთეკა, პირველი თოჯინების თეატრი - ქართულ ენაზე. თეატრი ამჟამადაც არსებობს მაგრამ დაფინანსება არა გვაქვს რის გამოც აღარ ვმუშაობთ.

მე ღირსი არ ვარ, ჩემზე ასეთი ინფორმაცია, რომ გაავრცელონ, ნამდვილად ვნერვიულობდი იმ ბავშვებზე, მაგრამ ერთს დავამატებ ჩემი განადგურება ან რეპუტაციის შელახვა თუ ვინმეს უნდა, სჯობს პირდაპირ დამიპირისპირდეს და არა ზურგს უკან.

-მანანა თქვენი აზრით იყვნენ თუ არა სტუდენტები მედლების ღირსნი?

-არა. ეს წახალისებას ჰგავდა. რას ვიტყვით მათზე, ვინც ომში დაიღუპა, მათი ახლობლები საფლავების სანახავად მალულად გადადიან, ისინი რისი ღირსნი არიან? რა გარანტია აქვთ, რომ არ დაიჭერენ?. რატომ არ გაიმეტეს მათთვის მედლები?... მაგრამ ეს ყველაფერი არ მაინტერესებს, რადგან პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა მაქვს და არც ამ ბავშვებთან მქონია, რაიმე შეხება. სტუდენტების დაკავება აფხაზეთში აქტუალური თემა არ იყო უფრო საქართველოში ღელავდნენ...

"მე არ მიმიღია ინფორმაცია, რომ რომელიმე ჟურნალისტმა ათქმევინა, სტუდენტებს, რომ 600 ლარს უხდიდნენ აქციების სანაცვლოდ, სხვა ინფორმაცია მაქვს, რომ მათზე ზეწოლას აფხაზი ძალოვანები ახდენდნენ" - ამბობს ,,ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი გელა თოლორაია.

ჩვენი საუბარი ამით ამოიწურა, რის შემდეგაც სტუდენტებთან შესახვედრად გავემართეთ. გელა თოლორაიას, როცა მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მანანა გოგოხია მასმედიის ერთ-ერთ ეჭვმიტანილი იყო, მან ზემოთ მოყვანილი კომენტარი გააკეთა. აფხაზმა ჟურნალისტმა თოლორაიას რამდენიმე კითხვა დაუსვა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და დიალოგიც ამით დასრულდა.

ავტორი: სოსო ხოფერია


კალენდარი
ივნისი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი