მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
ლტოლვილები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ
893 350 106

ყველაფერი იწყება და მთავრდება, მაგრამ დევნილთა პრობლემებს არ უჩანს ბოლო, საკუთარ კერას მოშორებულმა, სხვა ადგილას აანთეს ცხოვრების გამაგრძელებელი შუქი. გაძარცულებმა არაფრის მქონებმა ინდივიდუალურად თუ სახელმწიფოს დახმარებით შეიქმნეს საარსებო პირობები, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაჭირდა მათთვის თავის გატანა. დრომ თავისი დაატყო იმ საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ.

შეუძლებელია გულთან ახლოს არ მიიტანო დევნილთა ის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც მათთვის ასატანი გახდა ,,რომელი ერთი უნდა ვახსენო პრობლემად, რომ ჩვენი ყოფის მდგომარეობა გადმოცე, ერთი რამის დასახელებაც არ შემიძლია, რაც ნორმალური და მიღებულია ,რომ აქ ვიცხოვროთ"- განაცხადა საუბარში ერთერთმა დევნილმა.

სააფთიაქოს სამმართველოში 10 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, ამ საცხოვრებელ ობიექტში ბევრი პრობლემა არსებობს მათ შორის ყველაზე საშიში ინტოქსიკაციის ალბათობაა, რომელიც უკვე რამდენჯერმე მოხდა, პირველ სართულზე არსებული წამლების ბუნკერის შედეგად.

დევნილები საკუთარ პრობლემებზე ყვებიან:

-რას იტყვით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

-აქ ცხოვრება გაუსაძლისი და აუტანელია. წვიმაში ფაქტიურად მინდორში ვართ, ყველგან წყალი ჩამოდის, სახლი ავარიულია, ქვევით წამლების ბუნკერია, სადაც შხამქიმიკატებია, ამოსასვლელთან დიდხანს რომ გაჩერდე თავბრუსხვევასა და გულისრევის შეგრძნებას იწვევს.

-ამ წამლების არსებობაზე არ მიგიმართავთ კომპეტენტური ორგანოებისთვის?

-მივმართეთ, იყვნენ მოსულები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წამლების ნაწილი განადგურდა კიდევ არის დარჩენილი.

-თქვენ ახსენეთ, რომ წვიმა ჩამოდის, უშუალოდ რამდენ ოთახში?

-შენობაში საერთოდ, მთლიანად ჩამოდის, გარდა ამისა წყალიც ჩვენი სახსრებით ამოვიყვანეთ და ძლივს ამოდის. ვწვალობთ და ისე ვახერხებთ საკმარისი წყლის შეგროვებას. კანალიზაცია საერთოდ არ არის, ჩვენი მწირი ბიუჯეტი ვერ გაწვდებდა ამიტომაც ვერ გავაკეთეთ.

-რა სახის შემწეობას იღებთ და საერთოდ რა არის თქვენი საარსებო წყარო?

-ჩვენი დახმარება თერთმეტ ლარიანი შემწეობით ამოიწურება, ადრე იყო სურსათი, ტანსაცმელი, უკვე რამოდენიმე წელია არაფერი მიგვიღია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დავრეგისტრირდით, მაგრამ დევნილის სტატუსი გაუქმდებაო და არ ვიღებთ, თუმცა არაფერზე ვჩივით მხოლოდ საცხოვრებლად ნორმალური პირობები შეგვიქმნან, გაგვიკეთონ რემონტი ან სხვაგან მოგვცენ საცხოვრებელი ფართი, ვინმეს ხო უნდა შესტკივდეს ჩვენზე გული, ჩვენ დავრჩით უყურადღებოდ, ჩვენ გარშემო სხვა სახლები გააკეთეს არ ვიცით რა ხდება, გვაქვს ინფორმაცია, რომ სამი ათასი ლარი გადაირიცხა ჩვენთვის, რემონტი რომ გაკეთებულიყო, მაგრამ ვერ მივიღეთ ნორმალური პასუხი ვინ ჩაიჯიბა ჩვენი ფული და რატომ ვრჩებით ისევ ბედის ანაბარად?

-რა ღონისძიებებს მიმართეთ, გასარკვევად თუ ვინ მიითვისა აღნიშნული თანხა?

-რას ითხოვთ რა შინაარსისაა წერილი?

-ვითხოვთ გარკვევას აღნიშნული თანხა სად წავიდა, გვინდა შეისწავლონ ჩვენი საცხოვრებელი პირობები და გადაწყდეს რამე ჩვენდა სასიკეთოდ.

-რა რეაქცია მოყვა ამ წერილს და რა ნაბიჯები გადაიდგა პროკურატურის მხრიდან?

-მიმდინარეობს დაკითხვები, უკვე რამოდენიმე დევნილი დაიკითხა, იმედია რამდენჯერმე გაცრუებული იმედი ისევ არ გაგვიცრუვდება. არასამთავრობო ორგანიზაციები დაგვპირდნენ, რომ მოგვხედავდნენ, დროც დაგვინიშნეს, 1 იანვრამდე ყველა სამუშაო შესრულდებოდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ინვესტორები მოვიდნენ აზომეს შენობის ფართი, ვიმედოვნებდით, რომ ეხლა მაინც გადაწყდებოდა ჩვენი საკითხი, მაგრამ არა, ისევ ვრჩებით ამ სიცხეში ისეთ სახლში, სადაც გასანიავებლად ფანჯრები ვერ გაგვიღია

-რას იტყოდით საუბრის ბოლოს?

-თხოვნით მივმართავთ ყველა კომპეტენტურ ორგანოს: მოგვხედეთ და ნუ დაგვტოვებთ ამ გაუსაძლის პირობებში, შეგვიქმენით საცხოვრებელი პირობები, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ხელს არ შეუშლის, მოგვეცით საშუალება განათლებული და პატრიოტი შვილები გავზარდოთ, რომელიც ჩვენს პირობებში ფიზიკურად შეუძლებელია.

სულში ტკივილად ჩამწვდომია ამ ადამიანების მოსმენა თავიანთ ცხოვრებაზე. აუტანელ პირობებზე და მათ წინაშე დამდგარ გადაუჭრელ პრობლემებზე, რომელსაც საშველი ვეღარ დაადგა და ისევ რჩებიან გაუსაძლის მდგომარეობაში, მომავლის იმედად.

აღმოცენებულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას, რომლის კომენტარი სააფთიაქოს სამმართველოში მცხოვრებ დევნილთა იმედებს გაამყარებს და ზოგადად დევნილებში არსებულ ბუნდოვან ინფორმაციას ნათელს მოჰფენს.

-ბატონო ლევან რა კომენტარს გააკეთებდით სააფთიაქოს სამმართველოში მცხოვრებ დევნილთა საცხოვრებელ პირობებზე?

-მე ინფორმირებული ვარ სააფთიაქოს სამმართველოში არსებულ დევნილთთა პრობლემებზე, ვიცი, რომ იქ არსებობს სამუშაოები, რომლებიც მომავალში აუცილებლად შესრულდება.

-როგორ ხდება ამ სამუშაოების შესრულება და რის საფუძველზე?

-მე ყოველთვის ვამბობ: თუ არის რაიმე ანალოგიური პრობლემა, მოგვმართეთ განცხადებით, ჩვენ ამ განცხადებას სამინისტროში ვაგზავნით, ისინი თანამშრომლობენ უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ასრულებენ შემდეგ აღნიშნულ სამუშაოებს.

-გაქვთ თუ არა გაგზავნილი ზემოთხსენებული ნუსხა და არის თუა არა ამ ნუსხაში სააფთიაქოს სამმართველო?

-დიახ ნუსხა გაგზავნილია და ხსენებული ობიექტი არის მოცემული აუცილებლად გაკეთდება რაც გასაკეთებელია.

-იქ არსებობს გადახურვასთან ერთად სხვა პრობლემები, წყლის კანალიზაციის, პირველ სართულზე არის წამლების ბუნკერი, რომლის ნაწილი განადგურდა, არის ნარჩენები, რამდენ ხანში მოგჰვარდება ეს პრობლემები, კონკრეტულ ვადას თუ დააკონკრეტებთ?

-კონკრეტული თვისა და რიცხვის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ აუცილებლად იქნება მოგვარებული აღნიშნული პრობლემები, რაც შეეხება წამლები პრობლემების მოსაგვარებლად, მათ სანეპიდ-სადგურს უნდა მიმართონ. მე შემიძლია ვიშუამდგომლო, რაც ჩემზეა დამოკიდებული დავეხმარები და სხვის გასაკეათებელს მე ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება სხვა კითხვებს, რომლებიც დევნილებში გაუგებრობის საგნად იქცა შემდეგ კომენტარს აკეთებს ბატონი ლევან მიქავა:

-დევნილებმა განაცხადეს, რომ დარეგისტრირდნენ, მაგრამ თუ აიღებენ იმ შემწეობას დევნილის შემწეობა მოეხსნებათ, დევნილის პრივილეგიებზეც იმოქმედებს?

-რათქმა უნდა არა, ეს უბრალოდ დევნილის სურვილზეა დამოკიდებული და ის ირჩევს შემწეობის იმ სახეს, რომელიც მას სურს, ის სარგებლობს იგივე დევნილის პრივილეგიებით, რამეთუ დევნილმა თერთმეტლარიანი შემწეობის ნაცვლად, რომ 38-ლარიანი შემწეობა აირჩიოს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დევნილი არაა.

-რომელ ორგანოს უნდა მიმართონ დევნილებმა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ?

-ასეთ დევნილებმა განცხადებით უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს.

- დევნილ სტუდენტებზე ფულადი დახმარების პროგრამა არსებობს თუ არა?

-არა, ასეთი პროგრამა ჯერ არაა და უახლოეს მომავალშიც არ მაქვს აღნიშნული პროგრამის შესახებ რაიმე ინფორმაცია ზემდგომი ორგანოებიდან.

-იქნებ რაიმე სიახლის შესახებ გსურთ განაცხადოთ.

-დევნილებში გაუგებრობა გამოიწვია მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ქონების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 მაისს იწურებოდა, ეს დევნილებს არ შეეხებათ, რაც შეეხება პრეზიდენტის პროგრამას ,,ჩემი სახლი", დეკლარაციის შევსება გრძელდება 2007 წლის დეკემბრამდე, ხოლო რეგისტრაცია ჩვენს რეგიონში, წინასწარი ინფორმაციით დაიწყება ივლისის მეორე ნახევარში (კონკრეტული თარიღის) მედიის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას დევნილები კონკრეტულად, თუ რომელ ქალაქში, რომელ რიცხვში იქნება რეგისტრაცია.

ავტორი: მაკა ქარცხია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი