მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
როგორ გაიყიდა ზუგდიდის 140 წლის თეატრის ტერიტორია 140 ლარად, ანუ შევარდნაძის რწმუნებულის "რწმენით" აღსავსე საქმე...
ტელ.: (898) 553-551

1998 წელს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის ტერიტორიაზე უკანონო პრივატიზაციის შედეგად კაფე რესტორანი "თეატრონი" აღმოცენდა. იაფფასიანი სასადილოს პრესტიჟულ სახელს, ნამდვილად აუფერულებს ეს ერთი სიტყვით ჟღერადი სახელწოდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო: შევარდნაძის მმართველობის პერიოდში პოპულარული გახლდათ მიწების გადანაწილება, და ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი 140 წლის ზუგდიდის თეატრი აღმოჩნდა. ეგრეთწოდებული "მეცენატთა" ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გივი ხაზალია წინადადებით შევიდა თეატრში რათა, თითქოსდა თეატრის სასიკეთოდ ღირსეულ საქმეს გააკეთებდა. მან რა თქმა უნდა კულტურული დაწესებულება მოატყუა, და მთავრობაში საქმე "გააიმასქნა" "მეცენატის" შემყურე მსახიობები ის ის იყო მხედრიონისგან დარბეულ შენობას აღადგენდნენ და ამავდროულად დიდი ზუბალაშვილისა და სარაჯიშვილის მემკვიდრეს ხაზალიასგან დახმარებას ელოდნენ, როდესაც, უეცრად გაიგეს, რომ მშვენიერი ფოიე-სკვერი სადაც წლების მანძილზე ზუგდიდის საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო, მიწების გადაადგილების შედეგად ღრეობის კერად გადაიქცა.

"ღირსეული პრეზიდენტის" (შევარდნაძე) ღირსეული რწმუნებული ქალაქის მერი და ყველა სამსახურის უფროსი ბატონი ბონდო ჯიქია იმის მაგივრად, რომ ხალხის საქმე ეკეთებინა, ზუგდიდის წარჩინებულ საზოგადოებას დაუპირისპირდა და 1996 წლის 10 სექტემბერს გამოსცა აბსურდული განკარგულება "ზუგდიდის მერიის ბენზინ გასამართი სადგურების კანონიერების დამდგენი კომისიის 1996 წლის 16 აგვისტოს სხდომის ოქმის #5 საფუძველზე "მეცენატს" საბოლოოდ ნება დართო კაფე-ჯიხური დაედგა თეატრის სკვერში".

სამეგრელოში "გამეფებული" ბონდო ჯიქიასადმი შიში სასამართლომდეც მივიდა, მოსამართლე მ. კოზმავამ თემიდას მსგავსად თვალებზე ბინდი გადაიკრა მის მიერ შემუშავებული გაურკვეველი კანონებით იხელმძრვანელა და 1997 წლის 14 თებერვალს "მეფის" პატივსაცემად "მეცენატი" გივი ხაზალია უკვე "კანონით" დაარეგისტრირა, მხოლოდ მცირე შეცდომები გაეპარა. საქმიანობის საგანი და მისამართი, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ მსგავსი "მცირე" შეცდომები, მართლაც მცირე იყო.

1998 წლის 22 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის მთავრობა 140 წლის თეატრს 140 ლარად და 80 თეთრად ყიდის. დაუჯერებელი იქნებოდა ეს ამბავი არქივში, რომ არ არსებობდეს ის სამარცხვინო ქვითრები, რომლებსაც შეეწირა ზუგდიდის მაშინდელი კულტურა.

"ღირსეული რწმუნებულის" ღირსეული მემკვიდრე ზუგდიდის მაშინდელი გამგებელი ანთელავაც ჩაერია ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში და 2003 წლის 10 თებერვალს "გულნაკლულ მეცენატს" ფართი მოუზომა ანუ თეატრის მიწა საკუთრებაში გადასცა. ეს ფაქტი "ღირსეულად" აღინიშნა რესტორან "თეატრონში", რომელიც უკვე კაფე-ჯიხურის მაგივრად შენობა ნაგებობა გახდა. თეატრში კი ამ ღრეობის ფონზე მშიერი მსახიობები დიდი ქართველი კლასიკოსის დავით კლდიაშვილის ნაწარმოებზე მუშაობდნენ და გამომწვევი საჭმლის სურნელი უფრო რეალურს ხდიდა დარისპანის გასაჭირს.

ჩვენი ინფორმაციით, უამრავი ცდის მიუხედავად, რომ თეატრს სასამართლოში სამართალი ეძია ყოველთვის, რატომღაც ან მომაკვდავ მოსამართლეს დააწერდნენ ამ საქმეს ან დეკრეტულ შვებულებაში გასულ მდივანს.

2003 წლის 23 ნოემბერს თეატრშიც იმედი მიეცათ და ეს იმედი ღირსეულად გაამართლა პრეზიდენტის რწმუნებულმა ბატონმა გიგი უგულავამ, მან ყურადღებით მოიძია ყველა დოკუმენტაცია და ისისიყო კულტურული დაწესებულების გვერდით სამართალი აღმდგარიყო, რომ ბატონი გიგი დააწინაურეს და საქმე ისევ ღიად დარჩა.

დღეს, როცა ქვეყანა აღმშენებლობის გზას ადგას და ერთ დროს გაყიდულ საქართველოს იბრუნებს, უგვანო არქიტექტურას თავის სახეს უბრუნებს იმედი გვაქვს, რომ მთავრობის ძირითადი სტრატეგია, ეკონომიკის მინისტრის ბატონ გიორგი არველაძის პოლიტიკური კურსი ზუგდიდის თეატრამდეც მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის თეატრი დღეს სწრაფი ტემპით ვითარდება და ერთ დროს მთავრობისგან იგნორირებული ხელოვანები დღევანდელ ხელისუფლებას პრიორიტეტად მიაჩნია, ღირსეული საქმე იქნება თუ თოჯინურ ზღაპარზე მოსულ პირველკლასელებს ზღაპრულ იდილიას "სუფ-ხარჩოს" სუნი არ დაურღვევს.

P. S: "ღია ბოქლომი" მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერ დაუკავშირდა ბატონ ბონდო ჯიქიას, გამგებელ ანთელავას და მოქალაქე ხაზალიას. ხოლო თეატრში შესულები საჭმლის სუნმა ისე შეგვაწუხა, რომ თეატრის მმართველის აზრი აშკარა გახდა და კომენტარისთვისაც აღარ მივაკითხეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა და რეაგირების გარეშე არ დატოვებს შესაბაბისი ორგანოები.

ჩვენს რედაქციას გააჩნია ზემოთმოყვანილი ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტაცია.

ავტორი: ლორა ქობალია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი