მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
"თავისუფალი გაზეთი"-ს კახეთის ბიუროს რედაქტორს "ჩანგალზე წამოგებით" ემუქრებიან...

ყოველკვირეული დამოუკიდებელი გამოცემა, "თავისუფალი გაზეთი", რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, საინტერესო და ექსკლუზიური მასალებით გამოირჩევა.

სულ ახლახან, "თავისუფალი გაზეთის" კახეთის ბიუროს რედაქტორს ილია მარტყოფლიშვილს "ჩანგალზე წამოგებით" დაემუქრნენ და "საქმის ცალკე გარჩევას" დაპირდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხსენებული გაზეთის რეგიონულ ბიუროს დიდი ზეწოლების ქვეშ უხდება მუშაობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კახეთი ის რეგიონია, სადაც გაზეთები პროტესტის ნიშნად, ცარიელი ფურცლებით გამოდიოდა... "ღია ბოქლომმა" სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა კახელ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილთან.

ილია მარტყოფლიშვილი: უკანასკნელი მუქარა დედოფლისწყაროში, 9 აპრილის მუზეუმის შენობაზე გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ მასალებს, მოჰყვა, რომლებიც ჩემი ავტორობით ინტენსიურად იბეჭდებოდა რამდენიმე კვირის მანძილზე. დაახლოებით ერთი წლის წინ, დედოფლისწყაროს გამგებელი სოსო ხაჩიაშვილი პოლიციის უფროს გელა ჯალიაშვილთან ერთად მუზეუმში "შეიჭრა" და თანამშრომლებს მოსთხოვა შენობა დაეცალათ. ვინაიდან იქ მყოფი სამი ქალი პოლიციის შეფსა და გამგებელს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, მათ შენობა დაცალეს და ექსპონატები დღესაც ღია ცისქვეშაა დარჩენილი. შენობაში კი, რომელიც ძალზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს, ავტოსადგური განთავსდა. მუზეუმის, "გამოყრილ" თანამშრომლებს კი განუცხადეს, რომ ავტოსადგურის ძველ შენობაში შეაბარგებდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამგებელმა ხაჩიაშვილმა მეორე შენობასაც სარფიანი მისია დააკისრა და მისი სავაჭრო ობიექტად გადაქცევა განიზრახა, ამიტომ მუზეუმის თანამშრომლები არც იქ არ შეუშვეს...

- უშუალოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა ვისი მხრიდან იყო?

- მაშინდელმა გამგებელმა სოსო ხაჩიაშვილმა იქ თავისი ახლობელი რიჩარდ მახარაშვილი შეასახლა, რომელმაც მუზეუმისთვის განკუთვნილ შენობაში ბინა დაიდო და სარეალიზაციოდ ფქვილის ტომრების მთელი პარტია შეიტანა. ჩვენი აღშფოთება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მით უფრო, რომ მუზეუმის შენობას დღემდე "ამშვენებს" აბრა: "იყიდება ქართული ფქვილი იაფად"... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... ამას გარდა, შენობაში ათასგვარი წვრილმანი უწესრიგოდაა მიმოფანტული და სამარცხვინოდ გამოიყურება. ასე, რომ მუზეუმის თანამშრომლებს ჭერი მეორედაც წაართვა და მისით ფულის კეთებაც განიზრახა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აღშფოთებას გამოხატავდნენ, მით უფრო, რომ "დაუპატიჟებელმა მობინადრემ" შენობასთან უზარმაზარი ძაღლი დააბა, რათა ადგილობრივები ახლოს არ მიეკარონ... "თავისუფალ გაზეთში" ამის შესახებ საკმაოდ ვრცელი მასალა გამოქვეყნდა. რის შემდეგაც გამგებლის ნებართვით შესახლებულმა მობინადრე რიჩარდ მახარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და დამემუქრა: "გითხარი წადი, დაიკარგე, თორემ ჩანგალზე წამოგაგებ!!!"-ო. იქვე დამემუქრა, ცალკე გნახავო. მოგვიანებით მუქარა თავად ექს-გამგებელმა ხაჩიაშვილმაც შემომითვალა. ჩვენ პრობლემის დარეგულირებას ვითხოვდით, მათი მხრიდან კი უდიდესი აგრესია წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მივმართეთ და პრობლემის არსიც დეტალურად გავაცანით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დღესაც არავინ აპირებს. მინდა გითხრათ, რომ სამეგრელოს მსგავსად, კახეთშიც სრული განუკითხაობა და ანარქიაა. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ერთადერთი არ გახლავთ. ჩვენი რეგიონის ხელისუფლება კი კრიტიკულ სტატიებზე მწვავედ რეაგირებს...

- კახელი ჟურნალისტები როგორ გამოხატავთ პროტესტს რეგიონში არსებულ განუკითხაობასა და ჟურნალისტთა ზეწოლაზე?

- როგორც ცნობილია, კახეთში ბოლო წლებში ჟურნალისტთა დევნის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ხელისუფების დაკვეთით ხდება და მას გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილიც ხელს უწყობდა. შეგახსენებთ, რომ კახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა. გახშირებული ზეწოლის გამო, პროტესტის ნიშნად რამდენიმე რეგიონული გაზეთი ერთი კვირის მანძილზე ცარიელი ფურცლებით გამოდიოდა, რომლის ყველა გვერდზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა - "შOშ"... ჩემს ახალგაზრდა კოლეგას გელა მთივლიშვილს საცხოვრებელ ბინაში ორჯერ ხელყუმბარა აუფეთქეს. იგი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტები ძალოვანი სტრუქტურებისა და გამგეობებისგან იგეგმებოდა... სამწუხაროდ, კახეთში ამგვარი ფაქტები ძალზე ბევრია.

- ამ ფონზე, საინტერესოა, რამდენად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან?

- მინდა გითხრათ, რომ თითქმის არ თანამშრომლობს. ახალი გუბერნატორის კომენტარის მოპოვება ან რაიმე ინფორმაციის მიღება წინამორბედის მსგავსად დღესაც შეუძლებელია. არც რაიონების გამგებლები და მათი პრეს-მდივნები იწუხებენ თავს, რის გამოც ისინი, ფაქტიურად უფუნქციოდ არიან დარჩენილნი...

ავტორი: ილია ჩაჩიბაია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი