მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
იმედი
2010-10-13
ვინ მიგვიღებს ჩვენ ევროკავშირში, როცა თბილისის მერად ვინმე ღირსეული გეი კი არა, კვლავ მამაკაცი აირჩიეს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ მეორედ იქორწინა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისევ ქალზე?

ეს ქვეყანა ორადაა გაყოფილი _ ერთ მხარეს, ბნელში, ბნელები, გაუნათლებლები, უკონტროლოები და ,,გოიმები~ ცხოვრობენ, მეორე მხარეს, სინათლეში, სინათლით გასხივოსნებული, განათლებული, კულტურული არსებები ბინადრობენ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ეს ბნელში დაყუდებული ბნელები როგორმე გაანათლონ, ბნელეთის ჭაობიდან ამოიყვანონ და მსოფლიო ცივილიზაციის ღირსეულ შვილებად აქციონ, მაგრამ ამაოდ _ ბნელებს ბნელეთიდან გამოსვლა არ უნდათ.
ამასობაში ერთი დიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მამაკაცი მამაკაცზე ქორწინდება და ამ დიდ სახელმწიფოს დიდი დიასახლისი აღტაცებით ულოცავს ახალდაქორწინებულებს გაბედნიერებას, ეს იმ დროს, როცა აქ, ქართულ ბნელეთში, მიხო კვლავ მაროს ეჩალიჩება და ეს ვენახების ბოლოსკენ ცდილობს გაიტყუოს, ეს იმ დროს, როცა დიდი სახელმწიფოს მინისტრი (მამაკაცი) თავის ქმარს (ასევე მამაკაცს) ვარდის ფურცლებს უფენს ვარდისფერ სარეცელში და თან საგარეო პოლიტიკაზე ფიქრობს, მააშ!
რა წარმატებებზე, რა მიღწევებზე შეიძლება ამ ბნელ ქვეყანაში საუბარი, როცა თბილისის მერის არჩევნებზე მერობის მრავალრიცხოვან კანდიდატთა შორის წარმოდგენილი არ იყო სექსუალურ უმცირესობათა არც ერთი წარმომადგენელი არც გეი, არც ლესბოსელი, არც ტრანსსექსუალი და ქალაქის მერად ისევ ის მამაკაცი აირჩიეს, რომელიც ცოტა ხნის წინათ მეორედ დაქორწინდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისევ ქალზე.
ეს იმ დროს, როცა პარიზის მერი ოფიციალური გეია, ბერლინის მერიც გეი, თანაც ორივე ხალხის მიერ არჩეული, ჩვენ კი, ჩვენ, ბნელები, საით მივდივართ?
ევროკავშირი გვეხმარება, მსოფლიო ბანკი გვეხმარება, აშშ გვეხმარება, გაერო გვეხმარება, უამრავი საერთაშორისო ფონდი გვეხმარება, მილიონებს გვაძლევენ, რომ როგორმე ამ ბნელეთიდან გამოვიდეთ, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის.
სირცხვილია ბოლოსდაბოლოს, ასეთ პატივს გვცემენ, ასე ყურადღებით გვექცევიან, ამდენ ფულს გვახარჯავენ, ერთი გეი ან ერთი ,,ლესბიანკა~ რა გახდა _ თუნდაც რომელიმე პატარა ქალაქის ან დაბის მერად რომ დაგვენიშნა, არ შეიძლებოდა?
ეს იქნებოდა პირველი რეალური ნაბიჯები გადადგმული დემოკრატიისკენ, ევროკავშირისკენ, ცივილიზებული მსოფლიოსკენ _ მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ, ევროპელი _ კი განაცხადა ცხონებულმა ჟვანიამ, მაგრამ ზეპირ განცხადებას თუ რეალური საქმე არ მოაყოლე, ისე ვინ დაგიჯერებს?
სანამ რომელიმე ქართველი მაყვალა რომელიმე ქართველ ჟუჟუნაზე არ დაქორწინდება, სანამ რომელიმე ქართველი ვაჟკაცი რომელიმე ქართველ ვაჟკაცთან არ იფსკვნის ჯვარს ოფიციალურად და სანამ ამ წყვილებიდან რომელიმეს არ ავირჩევთ მერად და არ დავნიშნავთ მინისტრად, ბნელების, ჩამორჩენილების, ნახევრად ველურების სამარცხვინო იმიჯს ვერ მოვიშორებთ.
ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ჩვენი ოპოზიცია სულ არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე, პოლიციურ რეჟიმზე და სხვა ათას უმნიშვნელო წვრილმანზე ლაპარაკობს გამუდმებით, არადა, ეს თემები საერთოდ რა სალაპარაკოა?
ხომ ხედავთ, ყველა არჩევნები გავაყალბეთ, მაინც დემოკრატიის შუქურას გვეძახიან.
ყველა ტელეარხი ერთ ხმაზე ღუღუნებს, მაინც სიტყვის თავისუფლების მებაირახტრეებად გვთვლიან.
მოსამართლეები პროკურორების ყურმოჭრილ მონებად იქცნენ _ მაინც სამართლებრივი ღირებულებების ერთგულ დამცველებად ვითვლებით.
კორუფცია ყვავის და იფურჩქნება, მაგრამ უცხოელი მეგობრები მაინც ხელისუფლების განცხადებებს უკრავენ კვერს და _ ყოჩაღ, რა პირწმინდად ამოძირკვეთ კორუფციაო _ გვაქებენ. მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს და ეკონომიკა არნახული ტემპებით ვითარდებაო, _ გვარწმუნებენ უცხოელი ექსპერტები ჩვენს ექსპერტებთან ერთად.
ასე რომ თუ გინდა მთელი ქვეყანა დაგვინგრევია და დაგვიმშევია, თუ გინდა ყველა არჩევნები გაგვიყალბებია, თუ გინდა მთელი მოსახლეობა ციხეში ჩაგვიყრია, ზედმეტად ხმის გამცემი ჩვენთვის არავინ არ არის, ოღონდ ერთი გეიაღლუმი ჩავატაროთ, ოღონდ ერთი ლესბოსელი ჟუჟუნა გამოვზარდოთ, ოღონდ ერთი გეი მიხო დავსვით სადმე, პასუხსაგებ თანამდებობაზე.
ამდენი ხნის განმავლობაში ვერ უნდა მივხვდეთ, რას მოითხოვენ ჩვენგან?
ვერ უნდა მივხვდეთ, პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაღალგანვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების სიაში ჩავეწეროთ?
გასული საუკუნის 30-იან წლებში საქართველოს ერთი ცნობილი მწერალი ესტუმრა _ მრწამსით კომუნისტი, ცხოვრების წესით პედერასტი.
კახეთში ერთი ცნობილი ქართველი მწერლის სტუმართმოყვარე ოჯახში დიდი სუფრა გაიშალა, რომელსაც ქართული მწერლობის მთელი ელიტა ესწრებოდა.
რა თქმა უნდა, სტუმარმაც და მასპინძლებმაც კარგად მოილხინეს და ერთმანეთს გული გადაუშალეს.
განსაკუთრებით მასპინძლები ენაწყლიანობდნენ და საბჭოთა წყობილებას თამამად აკრიტიკებდნენ.
ლხინი რომ დამთავრდა, სტუმარმა სექსი მინდაო,_ განაცხადა.
ის-ის იყო საგონებელში ჩავარდნილ მასპინძლებს რაიცენტრში უნდა ეფრინათ კაცი ამ საქმისთვის გამოსადეგი მანდილოსნის მოსაძებნად, სტუმარმა დააზუსტა: - ქალი კი არა, კაცი მინდაო.
მასპინძლები გაშრნენ და სტუმარს თავაზიანი უარი ჰკადრეს.
უარი ეგრე არ უნდაო და თავის ქვეყანაში დაბრუნებულმა მწერალმა წიგნი დაწერა, სადაც სულ სიტყვა-სიტყვით გადმოსცა მისი მასპინძელი მწერლების ანტისაბჭოური მოსაზრებები.
სტუმარი მრწამსით იყო კომუნისტი, თორემ ცხოვრების წესით პედერასტი გახლდათ...
იმ სუფრაზე მყოფი ქართველები მწერლების დიდი ნაწილი დააპატიმრეს...
ჩეკისტები უცხოელი კოლეგის წიგნს უჩაჩქუნებდნენ თავში ქართველ მწერლებს და ტროცკისტობის ბრალდებით ზოგს აციმბირებდნენ, ზოგს კიდევ ხვრეტდნენ.
ამბავი, რომელიც აქ მოგიყევით, ნამდვილია, დოკუმენტურია და მასში არაფერია მიმატებული ან გაზვიადებული.
დღესაც, ამ ტრაგიკული ამბიდან 80 წლის გასვლის შემდეგ საქართველო აბსოლუტურად იგივე პრობლემის წინაშე დგას...
იდეურად დემოკრატი და მორალურად პედერასტი ზოგიერთი სტუმარი კვლავ გვასმენს დანარჩენ მსოფლიოსთან, ქართველები ბნელში სხედან, ბნელები არიან და ჩვენს მიერ ალალად შეთავაზებულ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით მისიას ეჭვის თვალით უყურებენო.
არა, სხვა გამოსავალი არ არის _ სანამ ბოლომდე არ ამოგვწყვეტენ, სანამ ყველა არ გაგვაქცევენ აქედან, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, თორემ ამათი ,,ჩეკა~ იმათ ,,ჩეკზე~ ნაკლები კი არ არის...

`საერთო გაზეთი~

fs28

ავტორი: fs28


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი