მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
გზა ხსნისა: მიმართვა საქართველოს მასმედიას და მოსახლეობას

`გაღმა გასვლისა მსურველთა
უკუღმა მიგვყავს ბორანი.~
(ვაჟა ფშაველა)

2010 წლის 14 ნოემბერს `9 აპრილის~ საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ და გამოხატეს პატივისცემა ოცი წლის დროინდელი ისტორიული თარიღისადმი. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყველა მათგანს, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაიღუპა.
1990 წლის 14-15 ნოემბერს პარლამენტის შენობაში გაიმართა საქართველოს ისტორიაში, პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც გამოაცხადა 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგები. საქართველოს მოსახლეობის 87 პროცენტმა აირჩია ეროვნული ხელისუფლება. ფაქტობრივად, იურიდიულად 1990 წლის 14 ნოემბრიდნ იწყება დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრება.
2010 წლის 14 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საქართველოს ეროვნულ"14განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლების ინიციატივით დაფუძნდა ახალი ეროვნული მოძრაობა `სამშობლო~. ახალი ეროვნული მოძრაობის იდეა გამოხატულია მის დევიზში `ილიას გზით!~ მისი მიზანია: საქართველოში ეროვნული ერთიანობის აღდგენა; ქვეყანაში კანონიერების აღდგენა და ადამიანის უფლებების დაცვა. ზრუნვის საგანი (პრიორიტეტი) იქნება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების მოგვარება; აფხაზ და ოს ხალხთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა; მეზობელი ქვეყნების ხალხებთან _ პირველ რიგში, რუსეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცება, საქართველოში რუსულ ენასთან, ლიტერატურასა და კულტურასთან სიახლოვისადმი ხელშეწყობა. ჩვენი იარაღია მხილება და კეთილი ნება, არ გამოვიყენებთ ძალადობას სამართლიანობის აღსადგენად. მოქმედებას მივმართავთ არა რომელიმე პუტჩისტის, ან სხვა მოძალადის წინააღმდეგ, არამედ ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლნი ეს ადამიანები არიან. ძალადობას არ ვუპასუხებთ ძალადობით და არ ვიფიქრებთ შურისძიებაზე. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში წესრიგი უნდა ემყარებოდეს სამართლიანობას, ეს მომავლის იმედს იძლევა.
მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ახალი ეროვნული მოძრაობა აცხადებს:
1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა ორ ნაწილად არის გაყოფილი, `ზვიადელებად~ და `ედუარდისტებად~, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მომხრეებად და სახელმწიფო კრიმინალური გადატრიალებით, ანუ პუტჩის შედეგად ძალადობით მოსული არაკანონიერი, არალეგიტიმური ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მომხრეებად. ამჟამად ამ მეორე ნაწილს წარმოადგენს ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები.
შევარდნაძეს ჰყავდა საკუთარი ოპოზიცია. სააკაშვილსაც ჰყავს თავისი ოპოზიცია, რომელიც პერიოდულად საქმეს უნდა `უჩმახებდეს~ ხელისუფლებას. ამ ოპოზიციამ თავისი საქმიანობა (მიტინგები, აქციები და სხვ.) ბიზნესის საქმედ აქცია. _ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შევარდნაძის ხელში გამდიდრებულები ახლა უფრო მეტად მდიდრდებიან, ფულის გათეთრების საშუალებით (ერთის მხრივ, `ფულს უტეხავენ~ საზღვარგარეთიდან და საქართველოში მყოფ დამფინანსებლებს, ხოლო მეორეს მხრივ, რაიონებიდან ჩამოყვანილ უბრალო ხალხს, რომელიც ფულით ჰყავთ დაინტერესებული _ თბილისში ყოფნისას ხშირად ფულს აღარ უხდიან), რასაც ქუჩურად `გადაგდება~ ჰქვია. ამჟამად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი გარიგებაა. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან მიიღო ახალი მითითება: `რაც გინდათ, ილაპარაკეთ, ოღონდ არ იმოქმედოთ~. მართლაც ასეა, _ ლაპარაკით ბევრს ლაპარაკობენ, საქმით კი წელიწადში 10 თვე `შვებულებაში გახლავან~. წესად იქცა, ოპოზიცია მიტინგებს წელიწადში რამდენჯერმე (თარიღებს უსადაგებს) ატარებს. ასე იყო გასულ წელს (9 აპრილი, 7 ნოემბერი), დასასრულ, დაასახელეს 4 ნოემბერი, როცა თითქოს ბოლო უნდა მოღებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. შემდეგ, სახალხო წარმომადგნლობითი კრების თარიღად 25 ნოემბერი დასახელდა. როგორც ამბობენ, კრებად მონათლული მიტინგის ეთ-ერთი ორგანიზატორი და `ფულის ჩამდები~ გაოპოზიციონერებული ნინო ბურჯანაძეა. ამათ, ანუ მიტინგის ორგანიზატორებს ჰგონიათ, რომ ხალხს მეხსიერება არ აქვს, რომ ხალხმა მიუტევა `რკინის ლედის~ უპატიებელი შეცოდებანი. სახელი `რკინის ლედი~ მას ნათლია მ. სააკაშვილმა დაარქვა. დიდი დამსახურებისათვის, ანუ ორჯერ გაპრეზიდენტაბში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის _ ნ. ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას წარმატებით უთავსებდა რეგიონებში გასული პრეზიდენტობის კანდიდატ-მოქალაქე მ. სააკაშვილის მხარდამჭერი აგიტატორის სამუშაოს. დღევანდელ ეტაპზე, ამ ოპოზიციას (გარკვეული ზემოქმედების შედეგად) ლიდერად და ქვეყნის პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძე ჰყავს მოაზრებული. ფართო საზოგადოებას კი კარგად ახსოვს: პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე მოქალაქე ე. შევარდნაძეს როგორ დაუმტკიცა კრწანისის სამთავრობო აგარაკის რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა; ბურჯანაძემ, კანონის გვერდის ავლით, მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან გარიგებით (ლევან გაჩეჩილაძე და სხვ.), საზოგადოებრივ მაუწყებელში (1-ლი ტელეარხი) როგორ მოიყვანა თავისი მხარდამჭერი არაკვალიფიციური (ტელემაუწყებლობის არმცოდნე) სამეურვეო საბჭოს წევრები (ლევან გახელაძე და სხვა.). როგორ მიმდინარეობდა შიმშილობის აქცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში; აგრეთვე 2009 წლის 9 აპრილი, როცა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის მიტინგზე ტრიბუნასთან მისულ ნინო ბურჯანაძეს ხალხი როგორ ხანგრძლივი სტვენითა და შეძახილით შეხვდა, როცა სკანდირებდნენ _ `ბურჯანაძე შორს!~ ასე იყო 2010 წლის 9 აპრილსაც. როცა ნინო ბურჯანაძე 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე მივიდა, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებმა სტვენა დაუწყეს და შეძახილით `ბურჯანაძე წადი!~ აიძულეს სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. ამ `გაკვეთილებიდან~ ნ. ბურჯანაძემ შესაბამისი დასკვნა გააკეთა, 2009 წლის აპრილ-მაისში, როცა დაახლოებით 200-300 კაცი ამ მიტინგზე გროვდებოდა, მას თავისი `ტაშისდამკვრელები~ მიჰყავდა, როგორც კი წავიდოდა, ისინი უკან მიჰყვებოდნენ. ამგვარ `მექანიზმს~ ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ მიმართა და ახლაც იყენებს. გამოცდილება მიღებული ჰქონდა ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნისას, როცა მოქალაქე სააკაშვილის მხარდასაჭერად მას და მის `ლუბიმჩიკს~ `ტაშისდამკვრელები~ ყვითელი ავტობუსებით თბილისიდან სხვადასხვა რაიონებში გადაჰყავდათ... ა.წ. 25 ნოემბერს, იგივე სცენარით მოიყვანეს მისი `ტაშისდამკვრელები~... კრება არ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმომადგენლობითი ორგანო, რადგან ამ პროცესში არ იყო ჩართული ყველა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალა, ანუ იქ იყვნენ შერჩევით მისულები. კრება იყო ორი პოლიტიკური პარტიის უზრუნველყოფის ორგანო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა იმ ფუნქციის მატარებელი, რომლის იმედსაც მასზე მოსახლეობა ამყარებდა. ეს იყო მასმედიით ფართოდ გაშუქებული პიარი ოპოზიციის იმ ჯგუფისა, რომელიც იბრძვის გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის, ანუ `სკამების ოპოზიციისა~ რომელიც მოქმედებს დევიზით `შენ ადექი, მე უნდა დავჯდე!~ ოპოზიციაში არიან ე. შევარდნაძისა და სააკაშვილის გუნდიდან წამოსულები, `მოქალაქთა კავშირიდან~ აფრენილი `მტრედები~. ეს ხალხი იყო მთავრობაში, როცა შევარდნაძე ცდილობდა ძალადობის გზით მოსული თავისი ხელისუფლების დაკანონებას, როცა ეკლესიებს ანგრევდნენ და სხვა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია არ მოითხოვს: 1991-92 წლების სახელმწიფო კრიმინალური გადატრიალების, იგივე პუტჩის გამოძიებას; თბილისში 1992 წლის 3 იანვარს მეტროს სადგურ `დიდუბესთან~ და 2 თებერვალს ცირკის მიდამოებთან მშვიდობიანი მანიფესტანტების დახვრეტის გამოძიებას; 1092-93 წლებში საქართველოს რეგიონებში (განსაკუთრებით სამეგრელოში) მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის საქმის გამოძიებას; მოქალაქე შევარდნაძისათვის ბურჯანაძის და ჟვანიას მიერ გადაცემული კრწანისის აგარაკის ჩამორთმევას და მის დაპატიმრებას; 1994 წელს `9 აპრილის~ მუზეუმში განხორციელებული ტერაქტის გამოძიებას; `9 აპრილის~ მუზეუმის და ჟურნალისტთა კავშირ `სხივის~ კუთვნილი ფართის ფარული პრივატიზების საქმის გამოძიებას და თავის კანონიერ ფართის მისი ფუნქციონირების აღდგენას; გამომცემლობა `სამშობლოს~ შენობის ფარული პრივატიზაციის და ამ შენობიდან ძალადობით გამოყრილი ჟურნალ-გაზეთების რედაქციების საქმის გამოძიებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გახელაძის და გენდირექტორის გიორგი ჭანტურიას გადაყენებას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას; ეროვნული მოძრაობის ლიდერების თემურ ჟორჟოლიანის, ზაზა დავითაიას და ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლებას; გურამ შარაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას და სხვა.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციას ჩვენ ორჯერ შევთავაზეთ გზა ხსნისა:
1. 2008 წლის 20 იანვარს, თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე გამართული მრავალათასიანი მიტინგის მიმდინარეობისას, ორგანიზატორებს ვთხოვეთ მიტინგის დასრულების შემდეგ ხალხი დაგვეძრა ფილარმონიისაკენ და რუსთაველის ძეგლთან ჩაგვეტარებინა სახალხო ყრილობა; აგვერჩია ალტერნატიული მთავრობა და სხვა ორგანოები. იმ დროს სააკაშვილის ინაუგურაცია ტარდებოდა პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის ძეგლის მიდამოები პარლამენტის შენობისაგან, დაახლოებით, ერთი კილომეტრით არის დაცილებული. აზრი ჯერ მოეწონათ, შემდეგ კი გვითხრეს, დაპირისპირება მოხდებაო. ფაქტობრივად, ყინვიან ამინდში, თოვლში მდგარი, დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი, რომელიც მზად იყო აქტიური მონაწილეობა მიეღო ხელისუფლების შეცვლის პროცესში, ოპოზიციის ხელმძღვანელებმა 2-3 საათის შემდეგ იპოდრომიდან შინ გაუშვა. ხალხი ოპოზიციის გადაწყვეტილებას უკმაყოფილო შეხვდა (მათ ლანძღვა-გინებითა და წყევლა-კრულვით მოიხსენიებდნენ), 2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული მათ ხელისუფლების მიმართ ჰქონდათ, უაღრესად უარყოფითი მუხტი. ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის, ოღონდ სასიკეთო ცვლილებები მოჰყოლოდა იპოდრომზე მათ შეკრებას (ითხოვდნენ შედეგს).
2. როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრობის მოწმობები დემონსტრაციულად მაკრატლებით დაჭრეს, შევთავაზეთ მოეწვიათ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები: მიეცათ მათთვის შესაძლებლობა, რომ კანონიერ ხელისუფლებას თბილისში ჩაეტარებინა სხდომა. დაენიშნა კანონიერი არჩევნები, რითაც მოხდებოდა კიდეც დიდი შერიგება და დაიწყებოდა ეროვნული თანხმობის პროცესი.
ორივე წინადადება, მართალია, თავიდან მოიწონეს, მაგრამ არ განახორციელეს...
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 2 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართული ხალხმრავალი მიტინგის მიმდინარეობისას, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, მიტინგის ორგანიზატორებს სთხოვეს მიეცათ მათთვის შესაძლებლობა მიკროფონით სიტყვით გამოსვლისა. სამწუხაროდ, გაუკეთეს ბლოკირება, ანუ არ მისცეს უფლება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს მიტინგის მონაწილეების წინაშე საჯარო გამოსვლისა...
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები მეტწილად დაკავშირებულია ოპოზიციასთან. მათ თავი ვერ გაართვეს დასახულ მიზანს, სანახევროდაც ვერ მიუახლოვდნენ მას. 7 ნოემბერს, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით დარბევისას თავი პარლამენტს შეაფარეს. ფაქტობრივად, რუსთაველზე მყოფი მათი მხარდამჭერები მიატოვეს. დაახლოებით ორი კვირის მანძილზე დაზარალებულები საავადმყოფოებში იყვნენ, ოპოზიციამ კი ისინი ერთხელაც არ მოინახულა, ფაქტობრივად, მიტინგზე მოყვანილი სოციალურად გაჭირვებული ხალხი, ვაიორგნიზატორებმა `საზარბაზნე ხორცად~ გამოიყენეს...
მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის ხელმძღვანელებმა საჯაროდ, სრულყოფილი პასუხი უნდა გასცენ მოსახლეობის კითხვებს:
1. რას ეძახიან თბილისში განხორციელებულ 1991-92 წლების მოვლენებს (ზოგიერთი მათგანი ტელევიზიით გამოსვლისას ამ მოვლენებს სამოქალაქო ომს უწოდებს).
2. მიაჩნიათ თუ არა შევარდნაძის ხელისუფლება კანონიერად.
3. მიაჩნიათ თუ არა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების უფლებამონაცვლედ, მემკვიდრედ.
ფაქტები გვიჩვენებს, რომ 1991-92 წლების და შემდეგი პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ყველანი ვდუმვართ _ არ ვაძლევთ მათ სამართლებრივ შეფასებას, სხვას ველოდებით _ მოვა ვიღაც და ჩვენს ქვეყანას დაალაგებს, ააყვავებს, სამართლიანობას აღადგენს... ამ ლოდინში გადის წლები, ქვეყანა და ხალხი კი იღუპება! ასე აღარ უნდა გაგრძელდეს, მიდგომა, ანუ ხედვა უნდა შეიცვალოს... ქვეყნის გადარჩენისათვის საჭიროა მათთვის არსებული სისტემის ახლით შეცვლა, რაც ახალ პირობებში, ახალი წარმატებული ქვეყნის აშენების საფუძველს მოგვცემს. კოსმეტიკური ცვლილებების (საპრეზიდენტო მმართველობის საპრალამენტოთი შეცვლა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სხვ.) რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად (ხან ცალ-ცალკე) აკეთებს, ვერ გადაწყვეტს ქვეყნისა და ხალხის გადარჩენისა და წინსვლის საკითხს. ეს, ფაქტობრივად, არის ისევ და ისევ პიარი, ანუ _ ხალხის ყურადღების გადატანა მორიგ ე.წ. აქტუალურ საკითხებზე, უცხოეთის ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახად; საბაბის შექნა მორიგი დამკვირვებლების საქართველოში ჩამოყვანისათვის, რომლებმაც უნდა დააფიქსირონ, რომ არჩევნები წინანდელზე უფრო დემოკრატიულად ჩატარდა, ანუ ვიშ, რა წარმატებულია ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და რეფორმების ჩატარების გზით ვითარდება!...
ჩვენ შეძლებისდაგვარად ცდას არ ვაკლებთ, გვინდა მოლაპარაკება-შეთანხმება საქართველოსა და საზღვარგარეთის ყველა იმ პატიოსან ორგანიზაციასთან და პიროვნებებთან, ვინც ჩვენს პრინციპებს იზიარებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბურჯანაძე ( და მისთანანი), მნიშვნელობა არა აქვს გვერდით ცნობილ მოჭადრაკეს, მოჭიდავეს, მორბენალს თუ მწერალს დაიყენებენ, ისევ ისეთები არიან, როგორებიც იყვნენ, 1992, 2003 წლებში, ან თუნდაც 1-2 წლის წინ, ძალიან ძნელია _ სავლე გახდეს პავლე, ქართველმა კი კარგად იცის, რომ `არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა~.
შეგნებული მოსახლეობის უფროს თაობას გაშიფრული ჰყავს `ვაიპატრიოტები~, ახალგაზრდებს კი ვურჩევთ იცოდეს, ვინ ვინ არის. ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის გზა სამართლიანობის აღდგენასა და ეროვნულ ერთიანობაზე გადის!


პატივისცემით
თამაზ ბიბილური




კალენდარი
ივნისი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი